იტალიის ორი რეგიონი, 29 ნოემბრიდან ყვითელ ზონაში გადადის

ორშაბათიდან 29 ნოემბრიდან იტალიის ზოგიერთი რეგიონი ყვითელ ზონას დაუბრუნდება. დაუყოვნებლივ ამოქმედდება „სუპერ მწვანე საშვი“ (ბუსტერის მქონე პირების  საშვი) და აკრძალვები ანტივაქსერების მიმართ. 

იტალიაში კოვიდ19-ით ინფიცირებულთა მატება გრძელდება და ორშაბათიდან 29 ნოემბრიდან რეგიონების ფერების პირველი ცვლილებები განხორციელდება. Friuli Venezia Giulia გადის ყვითელ ზონაში და ანტივაქსერებისთვის აკრძალვებს მყისიერად ააქტიურებს. გადაწყვეტილება გუბერნატორმა, მასიმილიანო ფედრიგამ მიიღო და მთავრობას უკვე შეუთანხმდა.

„სუპერ მწვანე საშვი“ შესახებ დადგენილება - რომელიც მთელ იტალიაში 6 დეკემბრიდან ამოქმედდება - ძალაში ფრიული ვენეცია-ჯულიაში ორშაბათიდან შევა. „დაბნეულობის თავიდან ასაცილებლად და უპირველეს ყოვლისა,  ეპიდემიოლოგიური მრუდის აღმართის შესაჩერებლად“, განმარტავენ რეგიონის წყაროები.

მაგრამ Friuli Venezia Giulia-ს გარდა, არის კიდევ ერთი რეგიონი, რომელიც სავარაუდოდ გაყვითლდება. 

როგორც „Corriere della Sera“ იუწყება, ყვითელ ზონაში ბოლცანოს ავტონომიური პროვინციაც გადადის. ბრძანებას ხელს ხვალ ჯანდაცვის მინისტრი რობერტო სპერანსა მოაწერს.

„სუპერ მწვანე საშვი“ Friuli Venezia Giulia-ში ძალაში უკვე ორშაბათიდან 29 ნოემბრიდან შევა. „სუპერ მწვანე საშვის“ მქონე (შესაბამისად გამოჯანმრთელებულ ან ვაქცინირებულ) პირებს, შესაძლებლობა ექნებათ დახურულ რესტორანში წასვლის, შოუებზე დასწრების, კინოში, თეატრში სიარულის, სტადიონსა და სპორტულ დარბაზებში სიარულის, წვეულებებსა და სახალხო ცერემონიებში მონაწილეობის მიღების, ასევე დისკოთეკაზე დასწრების.

მათ, ვისაც აქვს ძირითადი „მწვანე საშვი“ (მოლეკულური ტესტის პასუხი  72 საათის განმავლობაში და ანტიგენური ტესტის 48 საათის განმავლობაში) შეუძლიათ სამსახურში წასვლა, სპორტდარბაზში, ადგილობრივი საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რეგიონალური და საქალაქთაშორისო მატარებლებით, მაღალსიჩქარიანი და თვითმფრინავებით სარგებლობა.

შესაბამისად, ყვითელ ზონაში, აცრილებსა და გამოჯანმრთელებულებს ექნებათ მხოლოდ ღია ცის ქვეშ ნიღბის ტარების ვალდებულება. მეორეს მხრივ, არაიმუნური მოქალაქეები სამსახურში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში მხოლოდ ტესტის ნეგატიური პასუხით შეძლებენ. ბარში, რესტორანში, თეატრში, საცურაო აუზზე, სპორტულ დარბაზებში და სხვა გასართობ ადგილებზე, წვდომა მხოლოდ ვაქცინირებულ ან გამოჯანმრთელებულ პირებს შეეძლება.

ყვითელ ზონაში გადაადგილება დამოწმებული იქნა ჯანდაცვის უმაღლესი ინსტიტუტის ოფიციალური მონიტორინგით, რომელსაც ხვალ (პარასკევი 2021 წლის 26 ნოემბერი) ჯანდაცვის სამინისტრო განახორციელებს. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 დედა, შვილის ცხედარს, პენსიის მისაღებად მალავდა

📌 მილანში ნიღბის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო იქნება?!

📌 რა იცვლება 6 დეკემბრიდან - იტალია ახალი რეგულაციების მოლოდინში

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795364828

ახალი ამბები

შს სამინისტრო ფეისბუკგვერდ „პირველი ამბების“ მიერ გავრცელებულ ვიდეოზე: კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე, არ შეესაბამება რეალობას და საზოგადოებაში პანიკის გამოწვევას ემსახურება

შს სამინისტრო ეხმაურება ფეისბუკგვერდ „პირველი ამბების“ მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასა და ვიდეომასალას, თითქოს ბათუმში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის საყრდენი კედლების გამოცლის შედეგად, ასობით ადამ...

შსს  შსს შსს

1795363222

მსოფლიო

ხანძარი ინდონეზიის საკონდიტრო ქარხანაში - არიან დაღუპულები და დაკარგულები

ინდონეზიის ბანტენის პროვინციაში მდებარე საკონდიტრო ქარხანაში გაჩენილ ძლიერ ხანძარს, სულ მცირე, 3 ადამიანი ემსხვერპლა, 36 თანამშრომელი კი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა, - ამის შესახებ ინფორმაციას guardian-...

ხანძარი

1795360795

მსოფლიო

WP: ვლადიმერ პუტინი დახურულ მოლაპარაკებებში უკრაინისთვის ნატოს წესდების მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიებს დათანხმდა

ვლადიმერ პუტინი დახურულ მოლაპარაკებებში პრინციპულად დათანხმდა უკრაინისთვის აშშ-ისა და ევროპის მიერ ნატოს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების მინიჭებას იმ პირობით, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ალი...

ვლადიმერ პუტინი

1795359169

ახალი ამბები

სროლა გარდაბნის მუნიციპალიტეტში - დაკავებულია 1 პირი

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალაში სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.   „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დე...

ყვითელი ლენტი

1795358403

ახალი ამბები

გიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყს

„თავისთავად რუსეთში გამართული კონცერტი არავის აქცევს სამშობლოს მოღალატედ, მაგრამ როცა ადამიანი, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრა...

გიორგი კალანდია