დედა, შვილის ცხედარს, პენსიის მისაღებად მალავდა
შემთხვევა იტალიაში, ქალაქ ტრევიზოში მოხდა. 74 წლის ჯოვანა დი ტარანტო ყოველ დილით ბარში ჩადიოდა და შვილისთვის ორ კრემიან კრუასანს ყიდულობდა, ისე, როგორც ამას წლების განმავლობაში აკეთებდა. რეალურად კი, კვალს ფარავდა. მისი ვაჟი, 50 წლის ვიტორიო კიეზი რამდენიმე თვის გარდაცვლილი იყო, მაგრამ ქალმა ფაქტი დამალა, რათა შვილის ინვალიდობის პენსიის აღება გაეგრძელებინა.
ვიტორიო მშობიარობის ტრავმის გამო, დაბადებიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იყო. გარდა ფსიქიკური პრობლემებისა, კარდიოლოგიური რამდენიმე თანდაყოლილ პათოლოგია ჰქონდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ იგი გულის შეტევით, ბუნებრივად გარდაიცვალა და მის სიკვდილში სხვა ადამიანის ხელი არ ურევია.
დედის წინააღმდეგ საქმე, ცხედრის უდიერად მოპყრობისა და თანხის მითვისების ბრალდებით აღიძრა, რადგან ქალი, შვილის კუთვნილ პენსიას, მისი გარდაცვალების შემდეგ, თვეების განმავლობაში იღებდა.
ამ ყველაფრის შესახებ, პოლიციას გარდაცვლილის დამ აცნობა, რომელიც მილანში ცხოვრობს და დედა, ძმის გარდაცვალების ამბავს, მასაც უმალავდა.
საერთო ჯამში, ქალმა სახელმწიფოსგან, 9000 ევრომდე მიითვისა. დადგება თუ არა მისი პასუხისმგებლობის საკითხი, ჯერჯერობით უცნობია. დაცვის მხარე ქალის ფსიქიკურ არამდგრადობით აპელირებს და თუ ეს დამტკიცდა, მაშინ როგორც შემამსუბუქებელი გარემოება, ისე იქნება გამოყენებული.
1794675556
სპორტიმერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა
მერაბ დვალიშვილმა აბუ დაბიში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა. შეხვედრა თავისუფალი ჭიდაობის წესებით გაიმართა. დვალიშვილისთვის ეს RAF-ში მეოთხე გამ...
1794675512
მსოფლიოდონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანს არ შეუტიოს, თუ თეირანი აშშ-ის პროვოცირებას არ მოახდენს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანზე თავდასხმისგან თავი შეიკავოს, თუ თეირანი ან იემენელი „ჰუსიტები“, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, ახალ პროვოკაციებს არ განახორციე...
1794673487
სპორტისაქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა უნგრეთის წინააღმდეგ ცნობილია!
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ წლის ბოლო საშინაო მატჩისთვის, რომელსაც უნგრეთთან ჩაატარებს, სასტარტო შემადგენლობა შეარჩია. საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის მე-5 ტუ...
1794671457
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი: ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას
„ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნი...
1794670023
ახალი ამბებიალადაშვილი ხაბეიშვილზე ძალადობის საქმის განაჩენზე: ეს არის დასტური, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია - კანონდამრღვევი დაისჯება
მმართველი გუნდის წევრი აკაკი ალადაშვილი ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება...


































