იტალიის პოლიციამ "მეპროცენტე" ქალი დააკავა

იტალიის ქალაქ ბარის პოლიციამ, მევახშეობის ბრალდებით, 56 წლის ქალი დააკავა, რომელიც თანხას, დიდი პროცენტის სანაცვლოდ, განსაკუთრებულად გაჭირვებულ ოჯახებს აძლევდა. მის წინააღმდეგ საჩივარი პოლიციაში ქალის ერთ-ერთი "კლიენტისგან", ასაკოვანი ქალბატონისგან შევიდა, რომელსაც "მეპროცენტემ" 2021 წლის ივლისში 3000 ევრო ასესხა. საწყისი თანხა სულ რაღაც რამდენიმე თვეში, 9000 ევრომდე გაიზარდა, რომლის გარკვეული ნაწილიც მევალეს პარასკევს, 21 იანვარს უნდა ჩაებარებინა. 

მევალისგან გაფრთხილებულმა პოლიციამ, ეჭვმიტანილი სწორედ ფულის გადაცემის მომენტში, ფაქტზე აიყვანა. პოლიცია ქალს გასული წლის დეკემბრის პირველი რიცხვებიდან უთვალთვალებდა და შესაბამის მომენტს ელოდა. დაპატიმრების შემდეგ, სამართალდამცველებმა აღნიშნული პირის ბინის ჩხრეკა აწარმოვეს და გარდა ფულადი თანხისა, მევახშეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მევალეების სია და არაერთი საბანკო და საკრედიტო ბარათი ამოიღეს, რომელთა შორის იყო, სოციალური დახმარების მიმღები პირების ბარათებიც.

ბოლო ფაქტმა პოლიციის განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია, რადგან ეს შეიძლება იყოს სამხილი იმის დასამტკიცებლად, რომ ქალი უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისგან გარანტიის სახით იბარებდა აღნიშნულ ბარათებს, რომელიც ამ ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეიძლებოდა ყოფილიყო.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745220673

ახალი ამბები

მკვლელობა ახმეტაში – ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს საკუთარ სახლთან რამდენჯერმე ესროლეს

ახმეტაში კაცი მოკლეს. მოკლულია აჩიკო ჯაბანიშვილი. შემთხვევა 19 აპრილს ახმეტაში მოხდა. ადგილობრივების თქმით, ჯაბანიშვილს უცნობმა პირმა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან რამდენჯერმე ესროლა და მიიმალა. მიღებულ...

პოლიცია

1745220255

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: როდესაც მსოფლიოში რადიკალური ისლამური ტერორისტული დაჯგუფებები კლავენ, წვავენ, ასახიჩრებენ მშვიდობიან მოსახლეობას, უნდა გვესმოდეს და „გაგებით მოვეკიდოთ“, რომ მათი დაფინანსების ერთ-ერთი წყარო - ევროკავშირია

პარტია „ალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ფრანგული გამომცემლობა "ლე ფიგაროს" სტატიას ეხმიანება, სადაც გამოქვეყნებულია სია იმ ორგანიზაციების, რომლებიც დაფინანსებულია ევროპიდან და ე...

საზოგადოეა

1745218830

ახალი ამბები

რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე 2 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს

რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე, გუშინ ღამით, ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "კურიერს" განუცხადეს, აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა...

შსს

1745216787

ახალი ამბები

მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს

ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს.    დღეს მორწმუნეები ოჯახის წევრებისა და ახლობლების საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. საფლავზე...

 სასაფლაო

1745215357

ახალი ამბები

მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება დღესაც უფასოდ შეეძლებათ

 თბილისის მერიის ინფორმაციით, მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება დღესაც უფასოდ შეეძლებათ. მუშაობს ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი.  ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათ...

ავტობუსი