"ლეგენდარული იტალიური ჯგუფი RICCHI E POVERI საქართველოში კონცერტს გამართავს" - საქველმოქმედო ფონდი "ცხოვრება მშვენიერია"

ლეგენდარული იტალიური ჯგუფი "RICCHI E POVERI" საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში 11 და 12 ნოემბერს საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ ჯგუფის წევრები ვიდეო მიმართვასაც ავრცელებენ და თაყვანისმცემლებს, მუსიკის მოყვარულებსა და უბრალოდ კეთილ ადამიანებს, კონცერტზე ეპატიჟებიან. კეთილ ადამიანებს ხაზი გავუსვით, რადგან როგორც აღვნიშნეთ, ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათს ატარებს.
პროექტის ინიციატორი და სულისჩამდგმელი, საქველმოქმედო ფონდი "ცხოვრება მშვენიერია" და მისი დამფუძნებელი ნიკა ესაკიაა. კონცერტიდან შემოსული თანხა ბერი ანდრიას ფონდის შვილობილების - ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად არის გამიზნული.
როგორც ფონდის დამფუძნებელი ნიკო ესაკია აღნიშნავს - "ყველაფერი ოცნებით იწყება, მერე ოცნება ან ახდება, ან არა. ამჯერად კი, საქველმოქმედო ფონდ ,,ცხოვრება მშვენიერია"-ს არსებობის ისტორიაში მეორე სასწაული ახდა. დიახ, ეს არც უბრალო სიტყვებია და არც მონაგონი ისტორია. 11 და 12 ნოემბერს, ჩვენი ფონდის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სასტუმრო ,,ბილტმორში" და თბილისის სპორტის სასახლეში, საქველმოქმედო ფონდი ,,ცხოვრება მშვენიერია" წარმოგიდგენთ საქველმოქმედო კონცერტს, ლეგენდარული ჯგუფის ,,RICCHI E POVERI"-ის მონაწილეობით".
"RICCHI E POVERI" კონცერტს, ზუკა ხუციშვილის ბენდთან და ქართული ესტრადის ვარსკვლავებთან ერთად 12 ნოემბერს, 20:00 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში გამართავს.
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბმულზე: tkt.ge/ricchiepoveri
1744820545
ახალი ამბებისაქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველი აფხაზეთიდან დროებით დევნილი პირები ქართულ ენაში, სამართლის საფუძვლებსა და ისტორიაში ცოდნის გაღრმავებას შეძლებენ
აფხაზეთიდან დროებითი დევნილი პირები, რომლებიც საქართველოში არ ცხოვრობენ და მოქალაქეობის მიღების სურვილი აქვთ, ქართულ ენაში, სამართლის საფუძვლებსა და საქართველოს ისტორიაში ცოდნის გაღრმავებას შეძლებენ....
1744817634
ახალი ამბებიკულტურის სამინისტრომ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო
საქართველოს კულტურის სამინისტრომ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის შესახებ კულტურის სა...
1744815989
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ოპოზიციის პატრონები თუ გადაწყვეტენ, რომ არჩევნებში მიაღებინონ მონაწილეობა, კიდევ ერთხელ მიიღებენ სრულ განადგურებას, მე-10 საიუბილეო დამარცხება იქნება
მტკიცება არ სჭირდება, რომ ოპოზიციური პარტიები კონკრეტული დავალებებით მოქმედებენ, ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. თუნდაც საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც შეიძლება ძალიან აქტიურად არ იყოს პოლიტიკურ...
1744811973
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი - ევროპაში რამდენიმე ქვეყანაა, რომელიც ატარებს ეროვნულ ინტერესებს, ევროპაში რომ რეალური პრობლემებია, ეს მხოლოდ ფიცოს შეფასება არ არის, ამაზე აშშ-ის ახალი ადმინისტრაციაც საუბრობს
„სამწუხაროდ, ევროპაში რამდენიმე ქვეყანაა, რომელიც თავის სუვერენიტეტს იცავს და ეროვნულ ინტერესებს ატარებს. ფიცოს ინტერვიუ რომ გავიხსენოთ, სლოვაკეთი საქართველოთი რომ შეგეცვალათ, იფიქრებდით, რომ საქართვე...
1744811401
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: უცხოეთიდან როგორი გადალაგებაც არ უნდა დაავალონ, გახარიას ნულოვანი ფასი აქვს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არჩევნებზე გიორგი გახარიას კონკურენტად ვერ განიხილავს, რადგან მას ნულოვანი ფასი აქვს. ლევან მაჭავარიან...