ლევან მაჭავარიანი - ევროპაში რამდენიმე ქვეყანაა, რომელიც ატარებს ეროვნულ ინტერესებს, ევროპაში რომ რეალური პრობლემებია, ეს მხოლოდ ფიცოს შეფასება არ არის, ამაზე აშშ-ის ახალი ადმინისტრაციაც საუბრობს

„სამწუხაროდ, ევროპაში რამდენიმე ქვეყანაა, რომელიც თავის სუვერენიტეტს იცავს და ეროვნულ ინტერესებს ატარებს. ფიცოს ინტერვიუ რომ გავიხსენოთ, სლოვაკეთი საქართველოთი რომ შეგეცვალათ, იფიქრებდით, რომ საქართველოზე საუბრობდა. ევროპაში მართლა რეალური პრობლემებია“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ლევან მაჭავარიანის თქმით, ეს მხოლოდ ფიცოს შეფასება არ არის, ამაზე აშშ-ის ახალი ადმინისტრაციაც საუბრობს.
„გაიხსენეთ, ცოტა ხნის წინ საფრანგეთში რა მოხდა, როცა მარინ ლე პენს საქმიანობა აუკრძალეს, რომელიც საპრეზიდენტო მარათონში სარკოზის მთავარი კონკურენტი იქნებოდა. რუმინეთში განვითარებული მოვლენები გაიხსენეთ, როცა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი ტურის შედეგები გააუქმებინეს, რადგან პირველ ტურში გამარჯვებული კანდიდატი ბრიუსელს არ აწყობდა. ამ მოსამართლეების ნაწილი სოროსის ფონდში მაღალ პოზიციებზე საუბრობდნენ. ანალოგიურ მოვლენებს სერბეთში, უნგრეთში ვხედავდით. სხვათა შორის, თურქეთში აქციები ანალოგიური სცენარით ვითარდება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ერთი და იმავე ძალების ხელწერაა – „დიფ სთეითის“. მათ ხელისუფლებაში ისეთი ლიდერების ყოფნა არ აწყობთ, რომლებიც მათ გლობალისტურ ზრახვებს ეწინააღმდეგებიან. ასევე, ვინც უკრაინაში ომს ეწინააღმდეგება და ქვეყნის ინტერესებს იცავს, ვისაც მშვიდობა უნდა და არა არალეგალური მიგრაცია“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
1745001149
ახალი ამბებიგია ვოლსკი: ელენე ხოშტარიას ყველაზე მეტი მაჩვენებელი აქვს პოლიციის მანქანაზე შეხტომის და ხულიგნობის, ფაქტია, იღებს უშველებელ რესურსს რუსეთის ბიუჯეტიდან
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ასე ღიად ფულის გადაცემა კონკრეტული ადამიანისთვის, იმისთვის, რომ მან გააჩინოს ბზარი საქართველოს ხელისუფლებას და ევროკავშირის ურთიე...
1744999474
ახალი ამბებიამირან სალუქვაძე უკრაინის ომზე: არ შეიძლება ასეთი მასშტაბის ომის შეწყვეტა ერთი განკარგულებით, ერთი ხელის დაქნევით, ასე არ ხდება
არ შეიძლება ასეთი მასშტაბის ომის შეწყვეტა ერთი განკარგულებით, ერთი ხელის დაქნევით, ასე არ ხდება, მით უმეტეს, როდესაც კონფლიქტს საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს და თან ამდენი დანაკარგი ახლავს, - განაცხადა რუს...
1744997500
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი „სირცხვილია“-ს წევრის მხრიდან ღუდუშაურის შეურაცხყოფაზე: ეს არის ნაცური მორალი, ფაშისტური თავდასხმები ადამიანებზე
„ეს არის ნაცური მორალი, უფრო სწორად მორალის არქონა. ფაშისტური თავდასხმები ადამიანებზე, მცდელობა, რომ ისინი წყობიდან გამოიყვანონ“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი დავით მათიკაშვილი ალუდა ღუდუშაუ...
1744994444
ახალი ამბებიმეუფე შიო: უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე... დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის
„უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე... დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის. დღესაც უყვარ...
1744992913
ახალი ამბებიხობში 12 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
ხობში, დადიანის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი 12 წლის ბიჭს დაეჯახა. დაშავებული მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. როგორია მოზარ...