ქართული საზოგადოების როლის აღიარების მიზნით, იტალიელებმა ქართველ ემიგრანტებს შეხვედრა მოუწყვეს

გუშინ, 10 ივნისს, იტალიის ქალაქ კასტელანა გროტეს მერმა, ფრანჩესკო დე რუვომ და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციამ, საქართველოს დიპლომატიური დელეგაციის წარმომადგენელს, გენერალურ კონსულს, ვახტანგ ანდღულაძეს უმასპინძლეს. 

შეხვედრის შესახებ ინფორმაციას, ქალაქ კასტელანა გროტეს მერიის სამსახური და სააგენტო www.vivicastellanagrotte ავრცელებს.

შეხვედრის მიზანი, იტალიურ-ქართულ მხარეებს შორის, მკაფიო თანამეგობრობის და მხარდაჭერის დადასტურება გახლდათ. 

ქვეყნებს შორის, ორმხრივი და პარტნიორული ურთიერთობების არსებობის დადასტურების ნიშნად, ქალაქ კასტელანა გროტეს მუნიციპალიტეტის, ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ილლა საბატელის ინიციატივით, ქალაქში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, სამხრეთ იტალიაში არსებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან და ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილას, კასტელანას, კარსტული მღვიმის მოსანახულებლად მიიწვიეს.

მოგვიანებით, დიპლომატიურ დელეგაციას ვატიკანის სამოციქულო ეკლესიის მღვდელი, ჯუზეპე ლატერზა შეუერთდა.

დიპლომატიურ დელეგაციას, რომელსაც თან ახლდა ქალაქ კასტელანა გროტეში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, მიწის ზედაპირიდან 70 მეტრის სიღრმეზე, გიდთან ერთად დაეშვა, რათა მოენახულებინათ საუკუნოვანი კარსტული მღვიმეები, რომელიც ნებისმიერ მნახველს მონუსხავს.

„ჩვენ ძალიან გვინდოდა განგვეხორციელებინა ეს ინიციატივა; მე ვთვლი, რომ ეს წარმოადგენს კასტელანაში მცხოვრები, ქართული საზოგადოების როლის აღიარებას და ამავე დროს, ხიდს ტურისტული მარშრუტის შესაძლო განვითარებისათვის.“ - აღნიშნა კასტელანა გროტეს ტურიზმის სამსახურის უფროსმა ილლა საბატელიმ.

კონსულმა, ვახტანგ ანდღულაძემ მასპინძლებს საქართველოს მღვიმეების შესახებ მოუთხრო, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია და აქვე გაჟღერდა უახლოესს მომავალში გამოქვაბულებისა და კარსტული მღვიმეების დაკავშირებისა და ასევე ქალაქების დაძმობილების საკითხების შემდგომი განხილვის სურვილიც.

„ჩვენი მხრიდან, ეს გახლავთ თავაზიანი ვიზიტი, რომელიც ადასტურებს ქართულ საზოგადოებასთან არსებულ შესანიშნავ ურთიერთობას და საქართველოს მოქალაქეების სრულყოფილ ინტეგრაციას, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ სტრუქტურაში. - განაცხადა ქალაქის მერმა. 

საქართველოს კონსულმა, ვახტანგ ანდღულაძემ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ქართველების მჭიდრო კავშირს იტალიასთან და უშუალოდ ქალაქ კასტელანა გროტესთან: "თქვენს ქალაქში არსებობს ქართული საზოგადოება, რომელმაც კასტელანაში, მეორე სახლი იპოვა და მადლობას ვუხდი იტალიელ, აპულიელ და განსაკუთრებით, კასტელანელ ხალხს.“ - განაცხადა გენერალურმა კონსულმა.

აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ ქალაქ კასტელანა გროტეს, საქართველოს მუნიციპალიტეტთან დაძმობილების საკითხი, მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, როცა საქართველოში, ერზამუს + პროექტის ფარგლებში, ჟურნალისტი დანიელა ლოვეჩი იმყოფებოდა. ლოვეჩისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელის, მარინა ჯაფარიძის ხელმოწერით, გაფორმდა ურთიერთ-თანამშრომლობის სიმბოლური მემორანდუმი.  

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1746968673

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი - უპირველეს ყოვლისა იარაღი უნდა დადუმდეს, ვიდრე მოლაპარაკებები დაიწყება

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თქმით, პუტინის ინიციატივა უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის შესახებ „კარგი ნიშანია“, თუმცა „არასაკმარისია“. ამის შესახებ მერცმა სოციალურ ქსელ „იქსში“...

ფრიდრიხ მერცი

1746965996

სპორტი

შოთა ომარაშვილმა თბილისის მსოფლიო თასზე ორი მედალი მოიპოვა

თბილისში მიმდინარე პარაძალოსნობის მსოფლიო თასის მეორე დღეს შოთა ომარაშვილმა (80 კგ) ორი მედალი მოიპოვა. „შოთა ომარაშვილი პარაძალოსნობაში თბილისი 2025 მსოფლიო თასის ორი მედლის მფლობელია. ინდივიდუალურ მ...

შოთა ომარაშვილი

1746965393

საზოგადოება

„არა ომს“ - რომის ახალმა პაპმა ვატიკანში შეკრებილებს მიმართა

ამ კვირაში არჩეულმა რომის ახალმა პაპმა ლეო XIV-მ ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილებს საკვირაო მესის შემდეგ პირველად მიმართა. კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა მოედანზე შეკრებილები დალოცა, მა...

 რომის ახალი პაპი

1746962110

ახალი ამბები

ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებს ორგანიზება გაუწიოს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებს ორგანიზება გაუწიოს. „ანადოლუს“ ცნობით, ერდოღანმა ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტ ემა...

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

1746960824

საზოგადოება

ბათუმის ვიცე-მერი: ამ ეტაპისთვის ყველა გამოწვევა დაძლეულია, მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ცალკეული დაზიანებების ლიკვიდაციის დასრულების სამუშაოები

 ამ ეტაპისთვის ყველა გამოწვევა დაძლეულია და ნორმალური სიტუაციაა ქალაქში, - განუცხადა „ქრონიკას“ ბათუმის ვიცე-მერმა ნუკრი დეკანაძემ. მისი თქმით, მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ცალკეული დაზიანე...

ნუკრი დეკანაძე