"ქეითის დედა გარდაიცვალა…მარტო დავრჩით" - შვილის გადარჩენისთვის ბრძოლაში აღმოჩენილი სასიკვდილო განაჩენი

ჩვენს რეალობაში, არსებობს იმდენად მძიმე დაავადებები, რომელთა გაგონებაც კი გვზარავს. ხშირად, ეს პათოლოგიები სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია. ერთ-ერთი მათგანია ლეიკემია, რომელსაც საზოგადოება უფრო მარტივი, სისხლის გათეთრების სახელწოდებით იცნობს. თანამედროვე მედიცინა, აღნიშნული დაავადების მკურნალობისთვის დანერგილ ახალ ტექნოლოგიებზე უკვე აქტიურად საუბრობს და მის დადებით შედეგებზეც არაერთი ინფორმაციაც გავრცელებულა.

ქეითის ცხოვრებაში ამ დაავადების გაჩენის შესახებ, პატარა გოგონას მშობლებმა პირველად, 2018 წელს შეიტყვეს. საქართველოში ერთწლიანი მკურნალობის შემდეგ, გადაუდებელი ოპერაციისთვის, ძვლის ტვინის გადასანერგად, საზღვარგარეთ წასვლა გახდა აუცილებელი. ქვეყნიდან გასვლის აუცილებლობას მსოფლიოში არსებული პანდემია ართულებდა, თუმცა, დიდი ბრძოლის შედეგად ქეითის მშობლებმა მათი მცირეწლოვანი შვილის გადარჩენისთვის ბრძოლა იტალიის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში განაგრძეს.

რომში ჩამოსვლის შემდეგ, დაიწყო მზადება ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაციისთვის, ქეითის დონორი მისი ახალგაზრდა დედა უნდა ყოფილიყო, თუმცა, წინასაოპერაციო ანალიზებმა ახალგაზრდა ქალის მძიმე დაავადება გამოაჩინა. მას მელანომას მეოთხე სტადია ჰქონდა და სამკურნალოდ სხვა კლინიკაში გადაიყვანეს. თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, წესით, ორგანიზმს დაავადება უნდა დაეძლია, მაგრამ რეციდივი განუვითარდა და გამეორებული დაავადების აგრესიამ, ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ახვლედიანების ოჯახის ისტორია საკმაოდ მძიმეა და ამის გადმოცემას გარკვეული პასუხისმგებლობა სჭირდება. ExclusiveTV ქეითის მამას, დავით ახვლედიანს ესაუბრა:

-ქეითს დიაგნოზი 2018 წლის იანვარში დაუდგინდა. საქართველოში ერთი წელი ვიმკურნალეთ, საკმაოდ შედეგიანად, მაგრამ მკურნალობის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ, რეციდივი განუვითარდა. დიდი წვალებითა და გაჭირვებით ჩამოვედით. საქართველოდან ჩვენი წამოსვლა პანდემიის პერიოდს დაემთხვა, ფრენები შეზღუდული იყო და არც კლინიკები იღებდნენ მსგავს პაციენტებს, მაგრამ გარკვეული ადამიანების დახმარებით მოვახერხეთ, რომ აქამდე ჩამოვსულიყავით.

-პანდემიის პერიოდში, როგორ მოახერხეთ ბავშვის იტალიის კლინიკაში გადმოყვანა?

-ბევრი დაბრკოლება შეგვხვდა. პანდემიის ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყნიდან გასვლისთვის ძალიან ძლიერი არგუმენტი უნდა გქონოდა. მიუხედავად იმისა, რომ ექიმები 2-3 დღის ვადაში გვირჩევდნენ ქეითის საზღვარგარეთ წაყვანას, ეს პროცესები მთელი თვე გაჭიანურდა. ჩვენ არ გვქონდა იმის შესაძლებლობა, რომ დამოუკიდებლად წამოვსულიყავით, რადგან ბავშვი ძალიან მძიმედ იყო და დაზღვეული უნდა ვყოფილიყავით. რამდენიმე კლინიკამ მიღებაზე უარი განაცხადა, თან, ფინანსების პრობლემაც იყო. რომში მხოლოდ ერთადერთი კლინიკა, Bambino Gesù Children's Hospital დაგვთანხმდა მიღებაზე, თუმცა, სანამ გარკვეული თანხა არ გადმოვრიცხეთ სხვანაირად მოწვევა არ გამოგვიგზავნეს. ყველაფერზე მივდიოდით, რადგან ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო რომში ჩამოვსულიყავით, რადგან საქართველოში ძვლის ტვინის გადანერგვას ვერ მოვახერხებდით და რომ არ ჩამოვსულიყავით ბავშვი დაიღუპებოდა. ცხოვრებაში მასზე მნიშვნელოვანი არავინაა.

 

-რომში ჩამოსვლის შემდეგ, ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა?

-აქ ჩამოსასვლელად ძალიან რთული გზა გავიარეთ. ფინანსურ პრობლემასთან ერთად, ასევე, იყო ენის ბარიერიც. არ ვიცოდით სად მოვდიოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა, წინ რა გველოდა… მით უმეტეს, საქართველოში ექიმი გვეუბნებოდა, რომ 2-3 დღე გვქონდა ქეითის წამოსაყვანად. ბოლოს გამოჩნდნენ ღვთისნიერი ადამიანები, რომლებიც დაგვეხმარნენ რომში ჩამოვსულიყავით.

-თქვენი ისტორია საკმაოდ მძიმე და სენსიტიურია… აქ აღმოაჩინეთ, რომ ქეითის დედასაც მძიმე დაავადება ჰქონია?

-რომში ჩამოსვლის მერე, საქმე იმაზე უკეთ წავიდა, ვიდრე გვეგონა. ძალიან რთული მდგომარეობა გვქონდა, მაგრამ ორ თერაპიაში ბავშვი სრულიად გაიწმინდა და ძვლის ტვინის გადანერგვისთვის დავიწყეთ მომზადება. ამ პროცესებს დაახლოებით, 6 თვე დასჭირდა. ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, ქეითის დონორი დედამისი უნდა ყოფილიყო. როცა კვლევაზე მივიდნენ, ექიმმა სთხოვა, რომ “ძალიან მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანეს ბავშვი და იქნებ ადგილი დაუთმოთო”, რა თქმა უნდა დავუთმეთ, რადგან ჩვენ 10 დღე გვქონდა დრო და ამ 10 დღის განმავლობაში დედას მელანომას მეოთხე სტადია გამოუვლინდა, რის შემდეგაც მე გავხდი დონორი. დედა ცალკე საავადმყოფოში იყო, ძალიან რთულ მდგომარეობაში და მარტო… შემდეგ სახლში გაწერეს. მე და ქეითიც მალევე დავბრუნდით სახლში და 6 თვე სამივე ერთად (კარგად) ვიყავით, მაგრამ შემდეგ, ისევ დაუბრუნდა დაავადება და 12 თებერვალს გარდაიცვალა… 14 თებერვალს მე და ბავშვს კორონა ვირუსი შეგვხვდა, აქედანაც გამოვძვერით და ყველაფერი რიგზე იყო, ექიმმა საქართველოში დაბრუნების უფლება მოგვცა. ორი თვის მერე კონტროლზე ჩამოსულებს ექიმმა შეგვატყობინა, რომ დაავადება ისევ დაბრუნებული იყო, თან ბევრად უფრო რთულ ფორმებში. ისევ დავიწყეთ მკურნალობა. შეგვექმნა პრობლემები თანხის გადახდასთან დაკავშირებით, მკურნალობისა და საცხოვრებლის საფასურის გამო, მაგრამ არის არაჩვეულებრივი ადამიანი, ჩემი იტალიელი მეგობარი, რომელიც დამეხმარა. როგორცკი მან დარეკა, 5 წუთში მოგვარდა ყველაფერი. რომ არა ის, ბავშვი მკურნალობის გარეშე დარჩებოდა.

-როგორც ვიცი, ქეითს რეციდივის შემთხვევა აქვს და ისევ სჭირდება ძვლის ტვინის გადანერგვა…

-არ გამიგია, რომ ასე ვინმეს ეწვალოს, მით უმეტეს ბავშვს. ქეითს მეორედ დაუბრუნდა დაავადება, თან როცა ონკოლოგია მეორდება, ის უფრო აგრესიულია და ეს ართულებს მდგომარეობას. დღეს ექიმმა მითხრა, რომ შესაძლოა ბავშვს ძვლის ტვინის გადანერგვა ისევ დასჭირდეს. ახლა გადასანერგ ოთახში ვართ, სადაც არავისთან კონტაქტი არ შეიძლება. ნებისმიერი ვირუსი და ბაქტერია საშიშია, რადგან სისხლის ანალიზი ფაქტობრივად განულებული აქვს. დიახ, მეორედ ვიკეთებთ გადანერგვას და ასეთი რამ არასდროს არავისგან გამიგია. მხოლოდ ერთი იტალიელი ბავშვი ვიცი ვინც მეორედ გადაინერგა ძვლის ტვინი, ქართველებში მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა. მთელი ცხოვრება მკურნალობაა საჭირო, რადგან გადანერგვის შემდეგ, არის ძალიან ბევრი ნიუანსი, რომელიც გასათვალისწინებელია. რჩება ზრდის პრობლემა, 100%-ით უშვილობა, რადგან უკვე მეორედ იკეთებს რადიოთერაპიას.

-მკურნალობის ხარჯებთან ერთად, ალბათ, ძალიან ბევრი გაუთვალისწინებელი ხარჯებიც გაქვთ. როგორ უმკლავდებით ფინანსურ ნაწილს?

-რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, თანხა ვისესხე და ისე ჩამოვედი, ვიფიქრე, რომ არავინ შემეწუხებინა, რადგან მეგონა კონტროლზე მოვიდოდით და ისევ საქართველოში დავბრუნდებოდით, მაგრამ მოხდა ისე, რომ დარჩენა მოგვიწია. სოციალურ ქსელში არის ქეითის ჯგუფი, სადაც მომიწია ჩვენი ფინანსური და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამეწერა. ჩემი მეგობრები, ახლობლები, როგორც შეეძლოთ, დაგვეხმარნენ. ფინანსურ დახმარებას ახლაც ვსაჭიროებთ, არც ვმუშაობ, ვერაფერს ვაკეთებ, ოთხი წელია საავადმყოფოში ვცხოვრობთ, არ ვიცით რა ხდება საავადმყოფოს კედლებს მიღმა. კლინიკაში არაფერს ვიხდით, ზემოთაც ვისაუბრე, ჩემი იტალიელი მეგობრის შესახებ, რომელიც დაგვეხმარა ამაში. ფინანსური დახმარება გვჭირდება იმისთვის, რომ ვერ ვუმკლავდები დამატებით ხარჯებს. ქეითი საავადმყოფოს საჭმელს ვერ ჭამს, დღეში 2-3-ჯერ მიწევს მისთვის საჭმელი ვიყიდო. უცხო ქვეყანაში, თან საავადმყოფოში და თან, უმუშევრად ყოფნა… არ ვიცი…

-ქეითის დაავადებასთან ფაქტობრივად, შვილთან ერთად, მარტო გიწევთ ბრძოლა… ალბათ, თქვენთვისაც როგორი რთულია ამ ყველაფრის გააზრება…

-ფაქტობრივად არა, მე და ქეითი მარტო დავრჩით… ერთმანეთი გვყავს, ვცდილობ საკუთარ თავს გავუმკლავდე, რადგან ბავშვი მყავს ფეხზე დასაყენებელი.

-ფიქრობთ, რომ კიდევ სხვა ქვეყანაში მოგიწევთ წასვლა მის გადასარჩენად?

-ეს მსოფლიოში საუკეთესო კლინიკაა და აქედან წასვლას არ ვაპირებ. გარდა ამისა, საშიშია. სხვაგან გადასვლის შემთხვევაში, იქაც არ შეგვექმნას ბიუროკრატიული პრობლემები და იქაც არ მოგვიწიოს ახლობლების ძებნა, ან გადასახადი.. საყოფაცხოვრებო ხარჯებს აქ ვერ ვუმკლავდები, კვების, წამლების და ა.შ და ახლა რომ სადმე, სხვა ქვეყანაში  გადავიდეთ და იქაც მითხრან ყველაფერი უნდა გადაიხადოო, კიდევ ეს გვინდა?! აქედან გადასვლას არ ვაპირებ, ვენდობი ექიმებს, ქეითი მსოფლიოში საუკეთესო კლინიკაში მკურნალობს.

ქეითი სულ რაღაც 5 წლისაა და უკვე მეორედ გახდა აუცილებელი ძვლის ტვინის გადანერგვა. მიუხედავად იმისა, რომ დავით ახვლედიანი საავადმყოფომ გადასახადისგან გაათავისუფლა, მას ყოველდღიური საჭიროებისთვის მნიშვნელოვანი ხარჯები აქვს. შემოსავლის წყარო მხოლოდ მეგობრებისა და ახლობლების მცირე წრეა. ქეითის გადარჩენისთვის კი გაცილებით მეტნი ვართ საჭირო. ქვემოთ მოცემული ანგარიშის ნომრები, დავით ახვლედიანს ეკუთვნის. დავეხმაროთ მარტოხელა მამას 5 წლის შვილის გადარჩენაში!

საქართველოს ბანკი:

GE03BG0000000024090900

თიბისი ბანკი:

GE60TB7108745064300024

ავტორი: მზეკო ჟვანია. იტალია/რომი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747672173

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილმა რომის პაპი ლეო XIV საქართველოში მიიწვია

 საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა რომის პაპ ლეო XIV-თან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მიულოცა მის უწ...

მიხეილ ყაველაშვილ

1747669582

საზოგადოება

შარმანაშვილი ოპოზიციაზე: ადგილობრივი არჩევნების კიდევ ერთი ბოიკოტი მათთვის თვითგანადგურების ტოლფასი იქნება

 „ჩვენ არა გვაქვს იმ ადამიანებთან საქმე, რომლებიც რაღაცას ჯინაზე აკეთებენ, ან თავისი მოსაზრებით სწორად აკეთებენ, ან არასწორად აკეთებენ - ეს არის ხალხი, რომელიც პირდაპირ ასრულებს ინსტრუქციებს. ამიტომ გ...

თენგიზ შარმანაშვილი

1747668656

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ნიკუშორ დანს რუმინეთის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიკუშორ დანს რუმინეთის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ მილოცვაში საქართველოსა და რუმინეთს შორის თანამშრომლ...

ირაკლი კობახიძე

1747667809

საზოგადოება

ვახტანგ ცინცაძე: ევროკომისიის ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს ეკონომიკის ზრდა, სწორი ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკა, ასევე უმუშევრობის შემცირების ტენდენციები

 ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ 2024 წელს საქართველოს ჰქონდა ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელმაც 9. 4% შეადგინა. დოკუმენტში ასევე საუბარია იმ სწორ ეკონომი...

ვახტანგ ცინცაძე

1747662626

საზოგადოება

დავით ჩიხელიძე: „თიბისისა“ და „საქართველოს ბანკის“ აქციების ნაწილი გაიყიდა, ეს საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ქსელის მიერ დაგეგმილი სვლაა. ბანკების აქციების მყიდველი „ბლექ როქია“, რომელიც გლობალური ძალების მთავარი ფინანსური მხარდამჭერია

ლონდონის საფონდო ბირჟაზე „თიბისისა“ და „საქართველოს ბანკის“ აქციების ნაწილი გაიყიდა, ეს ერთი შეხედვით უწყინარი ტრანზაქცია, რეალურად, საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ქსელის მიერ დაგეგმილი სვლაა, რომლის...

დავით ჩიხელიძე