ვახტანგ ცინცაძე: ევროკომისიის ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს ეკონომიკის ზრდა, სწორი ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკა, ასევე უმუშევრობის შემცირების ტენდენციები

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ 2024 წელს საქართველოს ჰქონდა ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელმაც 9. 4% შეადგინა. დოკუმენტში ასევე საუბარია იმ სწორ ეკონომიკურ და მონეტარულ პოლიტიკაზე, რომლის ფარგლებშიც საქართველომ შეძლო დაბალ ნიშნულზე, მიზნობრივ მაჩვენებლებზე დაბლა შეენარჩუნებინა ინფლაცია, ასევე ხაზგასმულია ის გარემოება, რომ უმუშევრობა შემცირების ტენდენციით ხასიათდება. ანგარიში აფასებს იმ ნაბიჯებსაც, რომლებიც ქვეყანამ გადადგა ფისკალური კონსოლიდაციის მიმართულებით და იმ პროგრესს, რაც ამ კუთხით ფიქსირდება - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვახტანგ ცინცაძემ.
მინისტრის მოადგილემ კომენტარი გააკეთა ევროპისა და ზოგადად, მსოფლიოს ეკონომიკური პროგნოზების ანგარიშზე, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა და სადაც ასევე შეფასებულია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა.
ცინცაძის თქმით, ევროკომისია საქართველოში 2025 წელს 6 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას მოელის, რაც სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით ორჯერ უფრო მაღალია. მისივე განცხადებით, თუ შევხედავთ 2024 წლის ეკონომიკურ ზრდას, აღნიშნული მაჩვენებლით საქართველოს სამჯერ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, ვიდრე ევროკავშირის სხვა კანდიდატ ქვეყნებს.
„ჩვენი მოლოდინია, რომ 2025-26 წლებში საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია გაგრძელდება და იმაზე უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ამას სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
1747669582
საზოგადოებაშარმანაშვილი ოპოზიციაზე: ადგილობრივი არჩევნების კიდევ ერთი ბოიკოტი მათთვის თვითგანადგურების ტოლფასი იქნება
„ჩვენ არა გვაქვს იმ ადამიანებთან საქმე, რომლებიც რაღაცას ჯინაზე აკეთებენ, ან თავისი მოსაზრებით სწორად აკეთებენ, ან არასწორად აკეთებენ - ეს არის ხალხი, რომელიც პირდაპირ ასრულებს ინსტრუქციებს. ამიტომ გ...
1747668656
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ნიკუშორ დანს რუმინეთის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიკუშორ დანს რუმინეთის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ მილოცვაში საქართველოსა და რუმინეთს შორის თანამშრომლ...
1747662626
საზოგადოებადავით ჩიხელიძე: „თიბისისა“ და „საქართველოს ბანკის“ აქციების ნაწილი გაიყიდა, ეს საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ქსელის მიერ დაგეგმილი სვლაა. ბანკების აქციების მყიდველი „ბლექ როქია“, რომელიც გლობალური ძალების მთავარი ფინანსური მხარდამჭერია
ლონდონის საფონდო ბირჟაზე „თიბისისა“ და „საქართველოს ბანკის“ აქციების ნაწილი გაიყიდა, ეს ერთი შეხედვით უწყინარი ტრანზაქცია, რეალურად, საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ქსელის მიერ დაგეგმილი სვლაა, რომლის...
1747662580
საზოგადოებაგენადი არველაძე ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის გენერალურ მდივანს, კურტ ჯაგერს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (European Free Trade Association - EFTA) გენერალურ მდივანს, კურტ ჯაგერს შეხვდა. სამინისტრო...
1747660288
საზოგადოებალარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7406 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7415 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...