რა პროცედურებია საჭირო უცხოელი მოქალაქეებისთვის, რომელთაც ქორწინება იტალიაში სურთ

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ კანონიერად გააფორმონ ქორწინება იტალიაში, როგორც იტალიური სამოქალაქო ცერემონიით, ასევე რელიგიური რიტუალით, რომელიც მოქმედებს სამოქალაქო მიზნებისთვის.

ქორწინების მოთხოვნის მეთოდი:

- თუ უცხოელი წყვილიდან ერთ-ერთს, იტალიაში აქვს „რეზიდენცა“ (ბინაზე ჩაწერა), ან დროებითი საცხოვრებელი მისამართი - (Domicilio, რომელიც არ საჭიროებს რეგისტრაციას საჯარო რეესტრის ოფისებში), საჭიროა, წყვილმა წარმოადგინოს სხვა ქორწინებაში არყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გამოითხოვება წარმოშობის ქვეყნიდან ლეგალიზაციით და აპოსტილით დამოწმებული.

როდესაც მეუღლეები უცხოელები არიან, არც „რეზიდენცა“ აქვთ და არც დროებითი მისამართი იტალიაში, ნაცვლად იმისა, რომ წარმოადგინონ ქორწინების აკრძალვის მიზეზთა არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საჭიროა კომუნაში (ქალაქის მერია) (ufficio dello stato civile), ქორწინებამდე სულ მცირე სამი დღით ადრე, გააკეთონ მოხსენება, რომელშიც განაცხადებენ, რომ მათ შორის არ არსებობს დაბრკოლებები და ხელის შემშლელი ფაქტორი (სამოქალაქო კოდექსის 85, 86, 87 და 88 მუხლების თანახმად);
უცხოელ მოქალაქეებს,რომლებმაც არ იციან იტალიური ენა, აუცილებლად დასჭირდებათ თარჯიმანი, რომელიც დაეხმარება ქორწინების დროს ფიცის დადებაში.

განმცხადებლის მიერ წარსადგენი დოკუმენტები:

ვინაიდან ქორწინების ხელშეკრულების პირობები განისაზღვრება წარმოშობის ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობით, იტალიაში უცხოელის ქორწინების აღნიშვნის ფუნდამენტური დოკუმენტი არის "nulla osta", გაცემული იტალიის სამოქალაქო კოდექსის 116 -ე მუხლის შესაბამისად, კომპეტენტური ორგანოს მიერ.

ავტორიზაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
- მითითება იმისა,რომ არ არსებობს დაბრკოლებები ქორწინებაზე წარმოშობის ქვეყნის კანონების შესაბამისად;
- გვარი და სახელი;
- დაბადების ადგილი და თარიღი;
- მამის ვინაობა;
- დედის ვინაობა;
- მოქალაქეობა;
- რეზიდენცია (თუ მოქალაქე რეგისტრირებულია იტალიის მუნიციპალიტეტის რეესტრში, მითითებული უნდა იყოს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის რეზიდენცა, ხოლო თუ მოქალაქე არ არის რეგისტრირებული რომელიმე იტალიურ რეესტრში, მითითებული უნდა იყოს უცხო ქვეყნის რეზიდენცია);

- ოჯახური მდგომარეობა (გაუთხოვარი, ქვრივი, ან განქორწინებული) განქორწინებული პირისთვის საჭიროა ქორწინების დაშლის თარიღი, ქვრივისთვის კი წინა მეუღლის გარდაცვალების თარიღი, ხოლო ორივესთვის, თუ ისინი არიან თავისუფლები (განქორწინებულები ან დაქვრივებულები), 300 დღეზე ნაკლები დროის განმავლობაში, საჭიროა სასამართლოს ავტორიზაცია (სამოქალაქო კოდექსის მუხლი -116 გ .2 და 89).

შენიშვნა: თუ ავტორიზაცია არ შეიცავს მშობლების დეტალებს, უნდა იყოს წარმოდგენილი დაბადების მოწმობა.
ყველა დოკუმენტი, რომელიც წარმოდგენილი იქნება წარმოშობის ქვეყნიდან, უნდა იყოს ლეგალიზებული და აპოსტილით დამოწმებული. აპოსტილის მოქმედების ვადა არ აღემატება 6 თვეს, ამიტომ გასათვალისწინებელია ვადები განაცხადის შეტანიდან ქორწინების დაგვირგვინებამდე.
ქორწინების მოწმობა შეიძლება გაიცეს იტალიაში წარმოშობის ქვეყნის საელჩოს, ან საკონსულო ორგანოს მიერ, რომლის ხელმოწერა უნდა იყოს ლეგალიზებული პრეფექტურაში იმ სახელმწიფოებისთვის, რომლის წარმომადგენლებიც არიან დაქორწინებული წყვილები.

ქორწინების მოწმობის რეგისტრაციისთვის აუცილებელია:

- მოქმედი პასპორტი;

- ქორწინების გაფორმება, ან დამოწმება სახელმწიფოებს შორის კონკრეტული კონვენციებით / შეთანხმებებით;

- თარჯიმნის დოკუმენტის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);

ყველა დოკუმენტი უნდა იყოს წარმოებული ორიგინალში.

წყარო: იურიდიული კონსულტაცია ემიგრანტებისთვის__Associazione"Tutto Insieme Georgia" 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751640859

ახალი ამბები

რუსთავში ავტომობილი ახალგაზრდას დაეჯახა, შემდეგ კი აფთიაქში შევარდა

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ავარია მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ჯერ ტროტუარზე მდგომ ახალგაზრდა კაცს შეეჯახა, შემდეგ კი აფთიაქში შევარდა. დაშავებული 30 წლამდე კაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადა...

ავარია რუსთავში

1751639443

საზოგადოება

ნათია თურნავამ სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წევრი ქვეყნების ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ლუქსემბურგში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წევრი ქვეყნების ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწი...

ნათია თურნავა

1751638599

ახალი ამბები

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითმა კომისიამ ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ ვითარებაზე იმსჯელა

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, კომისიის წევრმა, პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ ვითარებასთან...

მარიამ ლაშხი

1751638198

ახალი ამბები

მაია ბითაძე გიორგი მშვენიერაძეზე: ახლა მხარი არ დაუჭირეს რეზოლუციასო, იქნებ ვინმემ გააგებინოს ამ პატივცემულს, რომ სირიის მთავრობისადმი მოთხოვნა ქართული საპარლამენტო დელეგაციის მიერ იყო მოთხოვნილი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი მაია ბითაძე გიორგი მშვენიერაძის განცხადებას ეხმაურება, სადაც...

მაია ბითაძე

1751636081

მსოფლიო

ერდოღანი: ისრაელის მხრიდან რეგიონის ქვეყნებზე თავდასხმების უკან პალესტინის საკითხის დავიწყების განზრახვა იმალება

„ისრაელის მხრიდან რეგიონის ქვეყნებზე თავდასხმების უკან პალესტინის საკითხის დავიწყების განზრახვა იმალება“, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანის ქალაქ ხანქენდიში, „ეკონო...

რეჯეფ თაიფ ერდოღანი