საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა

საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა წარმოადგენს უცხოეთიდან საქართველოში დასაბრუნებელ დროებით სამგზავრო დოკუმენტს.

საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა ხდება მოქმედების ვადაგასული ან დაკარგული, ან სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისათვის (მგზავრობისთვის) უვარგისი (გაცვეთა, დაზიანება) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პასპორტი და სხვ.) სანაცვლოდ, ან მისი არარსებობის შემთხვევაში, საქართველოში დაბრუნების მიზნით.

საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა გაიცემა განაცხადის წარდგენიდან 15 დღის ვადაში.

დაინტერესებული პირის მიერ საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის მიღებაზე მოთხოვნა შესაძლებელია გაკეთდეს, როგორც საკონსულო სამსახურში პირადი გამოცხადებისას, ასევე საფოსტო გზავნილის მეშვეობით.

სრულწლოვანი პირისთვის საფოსტო გზავნილის მეშვეობით მოთხოვნისას უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
- ამობეჭდეთ და შეავსეთ ანკეტა  
- ჩააკარით თქვენი ფოტო 
- წარმოადგინეთ 1 ფოტოსურათი დისკზე
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი ან პირადობის მოწმობა ან მართვის მოწმობა)
- გადახდილი ქვითარი
- სამგზავრო ბილეთის ასლი

აღნიშნული დოკუმენტაცია კონვერტით გამოაგზავნეთ საქართველოს საელჩოს მისამართზე: Ambasciata di Georgia / Via del Plebiscito 102 - 00186 Roma 

გთხოვთ განაცხადში მიუთითოთ საკონტაქტო ელ-ფოსტა. შეტყობინება დოკუმენტის დამზადების შესახებ გეგზავნებათ მხოლოდ ელ-ფოსტაზე.

მომსახურების საკონსულო მოსაკრებელია 33 ევრო

არასრულწლოვანი პირისთვის: 
- ანკეტა, რომელსაც ადგილზე შეავსებთ;
- ერთ-ერთი მშობლის თანხმობა;
- დაბადების მოწმობა 

ცნობისათვის: სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებისმიერი დოკუმენტი დამოწმებულ უნდა იყოს აპოსტილის ბეჭდით!

- ან კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; წარმომადგენლის მეშვეობით დასაბრუნებელი მოწმობის მოთხოვნის შემთხვევაში, დამატებით წარმოსადგენი იქნება რწმუნებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და მინდობილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
- დაბადების მოწმობა

არასრულწლოვანთათვის დასაბრუნებელი მოწმობა არის უფასო

ყურადღება!

საკონსულო სამსახურში მიღება წარმოებს მხოლოდ წინასწარ ჩაწერით. 

ჩაწერა ხდება შემდეგი ვებ-გვერდის მეშვეობით https://www.geoconsul.gov.ge/ka/register/visit სადაც, საშუალება გაქვთ ატვირთოთ წარსადგენი დოკუმენტები.

იხ. ონლაინ ჩაწერის ინსტრუქცია
შეღავათები საკონსულო მოსაკრებელზე:

50 % თავისუფლდება

  • მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
  • იძულებით გადაადგილებულ პირებად – დევნილებად ცნობილნი;
  • ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები 

100 % თავისუფლდება

  • 18-წლამდე პირები;
  • მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები;

წყარო: საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744985062

ახალი ამბები

ავარია ხონში - გავრცელებული ცნობით, დაიღუპა 3 არასრულწლოვანი

ხონში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავარიას 3 არასრულწლოვანი ემსხვერპლა. ამავე ცნობით, ავტომობილი ხიდიდან წყალში გადავარდა. ასევე, დაშავებულია 2 ადამიანი. ისინი კლინიკაში გადაი...

პოლიცია

1744984178

ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა სოციალურ ქსელში ავრცელებს. მათივე თქმით, დამატებითი...

ზოგადი

1744981381

მსოფლიო

ზელენსკიმ ბალეტის ქართველი მოცეკვავე ნიკოლოზ ცისკარიძე დაასანქცირა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთში მოღვაწე ბალეტის ცნობილი ქართველი მოცეკვავე ნიკოლოზ ცისკარიძე დაასანქცირა. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ცისკარიძესთან ერ...

ნიკოლოზ ცისკარიძე

1744979659

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი მიუღებელია, რადიკალური ოპოზიცია ამბობს, რომ მისაღებია, ამიტომ ვართ ჩვენ ხელისუფლებაში, ხოლო ოპოზიცია ქუჩაში

„შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება. სწორედ ასე გავხადეთ, რამდენიმე წელიწადში, საქართველოს მოქალაქის პასპორტი მსოფლიოში სიძლიერით 43-ე, იმ ქვეყნების რაოდენობა კი, სადაც საქართველოს მოქალაქე წინას...

შალვა პაპუაშვილი

1744976956

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: სანქციები ქართველი ხალხის წინააღმდეგაა, რადგან ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ არ დააბრუნა

„სანქციები ქართველი ხალხის წინააღმდეგაა, რადგან ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ არ დააბრუნა“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველო კან...

ნინო წილოსანი