თორნიკე შენგელია კარიერას იტალიაში გააგრძელებს
თორნიკე შენგელია კარიერას ისევ “ვირტუს ბოლონიაში” გააგრძელებს, სადაც მან წინა სეზონის მეორე ნახევარი გაატარა და იტალიურ კლუბს ევროთასის მოგებასა და ევროლიგის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა. შენგელიამ ვირტუსთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2024 წლის 30 სექტემბრამდეა და შეიცავს პუნქტს, რითაც ორმხრივი სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდეს.
გასულ სეზონში შენგელია ვირტუსის შემადგენლობაში სერია A-ში საშუალოდ 12.8 ქულას, 5.2 მოხსნას და 2.7 პასს აკეთებდა. გასული ზაფხულის უმეტესი ნაწილი მან საქართველოს ნაკრებში გაატარა, თუმცა მთავარ ამბავს ტრავმის გამო გამოაკლდა. თორნიკემ 24 აგვისტოს, ევრობასკეტამდე 1 კვირით ადრე ნიდერლანდებთან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში მხრის ტრავმა მიიღო და მართალია, ოპერაციას გადაურჩა, მაგრამ თბილისში გამართულ ევრობასკეტის მატჩებში მონაწილეობა ვერ მიიღო.
შენგელია ახლა ბოლონიაში იმყოფება და ტრავმას იშუშებს. ბოლონია სეზონს იტალიის სუპერთასზე, ჩემპიონ ოლიმპია მილანოსთან შეხვედრით გახსნის, რომელიც 28 სექტემბერს გაიმართება, 2 ოქტომბერს სერია A-ს სასტარტო ტურში ბასკეტ ნაპოლის ეთამაშება, 7 ოქტომბერს კი უკვე ევროლიგაში მონაკოს უმასპინძლებს. შენგელია მოედანს სავარაუდოდ ნოემბერში დაუბრუნდება.
1793466011
საზოგადოებალევან მაჭავარიანი Fitch Ratings-ის რეიტინგზე: ჩვენი ეკონომიკა განაგრძობს სტაბილურ განვითარებას, ზრდას და ეს პროგრესი, რომელიც ორგანიზაციამ აღნიშნა, კიდევ ერთი ინდიკატორი იქნება საერთაშორისო ინვესტორებისთვის
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-ის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას ეხმაურება. „გა...
1793463904
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: ორმაგი სტანდარტი, რომელიც მიკიტა პოტურაევისგან მოდის, საქართველოს სასამართლო სისტემაზე თავდასხმას მოასწავებს, არავის აქვს უფლება, ჩვენი ქვეყნის სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩაერიოს
მიკიტა პოტურაევი არის მიხეილ სააკაშვილის გამორჩეული მეგობარი, სააკაშვილის მეგობარი რომ საქართველოს მეგობარი ვერ იქნება, ეს აშკარაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა გ...
1793459017
საზოგადოებარევაზ სოხაძე: აბასთუმნის შემოვლითი გზა მომავალი წლის შემოდგომაზე გაიხსნება
აბასთუმნის 15.9-კილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და მისი გახსნა 2027 წლის შემოდგომაზე იგეგმება. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხა...
1793456801
საზოგადოებარევაზ სოხაძე: სამცხე-ჯავახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად 200 მილიონი ლარის ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით გამოცხადებულ 200 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინ...
1793456429
საზოგადოებალევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: ეს პარტიები წარმოადგენენ ერთიან ძალას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, რომლებიც იმართებიან ქვეყნის გარედან და ასრულებენ უცხოელი პატრონების დავალებას - იმედი გვაქვს, ჩვენი სარჩელი დაკმაყოფილდება
ეს პარტიები არიან არაკონსტიტუციურები, წარმოადგენენ ერთიან ძალას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, რომლებიც იმართებიან ქვეყნის გარედან და ასრულებენ თავიანთი უცხოელი პატრონების დავალებას - განაცხადა ფრაქცია „ქ...


























