ვენეცია კვლავ იძირება

ვენეცია კვლავ ჩაძირვის საფრთხის წინაშეა. შემოდგომის დადგომასთან ერთად, საკითხი კვლავ გამწვავდა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გადაუღებელი წვიმის შედეგად, "სან მარკოს" მოედანზე წყლის დონემ 93 სმ-ით აიწია. დაიტბორა "სან მარკოს" ეკლესიის იატაკიც. თუმცა, არა მთლიანი ტაძარი, არამედ, მხოლოდ ცენტრალური, თაღებშუა ნაწილი, XI საუკუნის მოზაიკური ტიპის იატაკი, რომლის ღირებულება და მნიშვნელობაც შეუფასებელია. მოზაიკის იატაკი ყველაზე მეტად 2019 წლის წყალდიდობისას დაზიანდა, როდესაც მთლიანი ეკლესია დაიტბორა.
უფრო ნათელი რომ იყოს, რატომ ხდება "სან მარკოს" მოედნის დატბორვა ასე ინტენსიურად, გეტყვით, რომ ქალაქის ეს ნაწილი ყველაზე დაბალია და ზღვის დონიდან 80 სმ-ზე მდებარეობს, ხოლო რაც შეეხება ტაძარს - 88 სმ-ზე. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამჯერად წყლის დონემ 93 სმ-ით აიწია, შესაბამისად, დატბორვაც გარდაუვალი იყო. შექმნილმა ვითარებამ შეაფერხა სარესტავრაციო და გამაგრებითი სამუშაოები, რაც მინის ჯებირის მონტაჟს გულისხმობს, რომელმაც წყლის ნაკადისაგან უნდა დაიცვას საუკუნოვანი ტაძარი.
5 ოქტომბრიდან ფუნქციონირება უნდა დაეწყო MOSE-ს, სპეციალურ ელექტრომექანიკურ ექსპერიმენტულ სისტემას, რომელიც მობილური კაშხლების კომპლექსს წარმოადგენს. აღნიშნული სისტემა შედგება ოთხი სპეცბარიერისგან და განლაგებულია ვენეციის ლაგუნის შესასვლელებში. ამ სისტემის საშუალებით ვენეცია წყალდიდობისგან მეტ-ნაკლებად დაცული იქნებოდა, თუმცა მედიისთვის ჯერჯერობით უცნობი მიზეზების გამო, სისტემა ექსპლუატაციაში არ ჩაეშვა.
წყარო: corrieredelveneto.corriere.it
1744985062
ახალი ამბებიავარია ხონში - გავრცელებული ცნობით, დაიღუპა 3 არასრულწლოვანი
ხონში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავარიას 3 არასრულწლოვანი ემსხვერპლა. ამავე ცნობით, ავტომობილი ხიდიდან წყალში გადავარდა. ასევე, დაშავებულია 2 ადამიანი. ისინი კლინიკაში გადაი...
1744984178
ახალი ამბებისაქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა სოციალურ ქსელში ავრცელებს. მათივე თქმით, დამატებითი...
1744981381
მსოფლიოზელენსკიმ ბალეტის ქართველი მოცეკვავე ნიკოლოზ ცისკარიძე დაასანქცირა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთში მოღვაწე ბალეტის ცნობილი ქართველი მოცეკვავე ნიკოლოზ ცისკარიძე დაასანქცირა. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ცისკარიძესთან ერ...
1744979659
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი მიუღებელია, რადიკალური ოპოზიცია ამბობს, რომ მისაღებია, ამიტომ ვართ ჩვენ ხელისუფლებაში, ხოლო ოპოზიცია ქუჩაში
„შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება. სწორედ ასე გავხადეთ, რამდენიმე წელიწადში, საქართველოს მოქალაქის პასპორტი მსოფლიოში სიძლიერით 43-ე, იმ ქვეყნების რაოდენობა კი, სადაც საქართველოს მოქალაქე წინას...
1744976956
ახალი ამბებინინო წილოსანი: სანქციები ქართველი ხალხის წინააღმდეგაა, რადგან ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ არ დააბრუნა
„სანქციები ქართველი ხალხის წინააღმდეგაა, რადგან ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ არ დააბრუნა“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველო კან...