ვინ და როგორ გააკონტროლებს “ბადანტეს” Green pass-ს

15 ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად, დაძაბულობა უფრო და უფრო მატულობს. იტალიაში სავალდებულო ხდება Green pass-ი ყველა იმ პირისთვის, ვინც დასაქმებულია, საჯარო თუ კერძო სექტორში, მაგრამ კითხვები ბევრია, პასუხები - ბუნდოვანი. მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი შეკითხვაა, ვინ შეამოწმებს დასაქმებულთა Green pass-ს?

იტალიური პრესის თანახმად, მთავრობის ოფიციალურ საიტზე „ყველაზე ხშირად დასმული კითხვებიდან“ ვიგებთ, რომ სხვადასხვა სექტორში კონტროლის სხვადასხვა რეგულაცია იმოქმედებს.

ამ შემთხვევაში, ყურადღება გავამახვილოთ შინამოსამსახურეების, მომვლელების (ბადანტეების), ძიძების კატეგორიაზე. როგორც ირკვევა Green pass-ის კონტროლის ვალდებულება, იმ ოჯახს ეკისრება, სადაც პირია დასაქმებული. მაგრამ როგორ გაკონტროლდება, თუ რამდენად იცავს აღნიშნულ რეგულაციას დამსაქმებელი ოჯახი, ცოტა ბურუსითაა მოცული, რადგან კარაბინერებს პირად საკუთრებაში, სახლის მეპატრონის თანხმობის გარეშე, შესვლის უფლება არ აქვთ. მეპატრონეს კი შეუძლია კარაბინერებს კარი საერთოდაც არ გაუღოს.

ახალ რეგულაციასთან წინააღმდეგობაში კიდევ ერთი საკითხი მოდის. მაშინ როდესაც „ბადანტე“ ვალდებულია იქონიოს Green pass-ი, შესაძლოა მოუწიოს ისეთ პირთან მუშაობა, რომელსაც მსგავსი სერტიფიკატი არ აქვს და მას კანონიც არ ავალდებულებს, თუ პენსიონერია, ან უბრალოდ არსადაა დასაქმებული.

ახალი რეგულაციებით, Green pass-ის გარეშე მუშაობა, ფულად ჯარიმასაც (600-დან 1500 ევრო) ითვალისწინებს როგორც დასაქმებულისთვის, ასევე დამსაქმებელი ოჯახისთვის. განმეორების შემთხვევაში, თანხა კიდევ უფრო იზრდება. არაოფიციალური მონაცემებით, იტალიაში ოჯახებში, 2 მილიონამდე პირი მუშაობს. აქედან მხოლოდ 900 ათასია ლეგალურად მცხოვრები და დასაქმებული და მათგან მხოლოდ 50% აცრილი. შესაბამისად, გასაკონტროლებლად, რაოდენობა საკმაოდ დიდია. საქმეს კიდევ უფრო ართულებს არალეგალურად მცხოვრები და დასაქმებული "ბადანტეებისა" და შინამოსამსახურეების კონტროლი, რადგან ისინი ოფიციალურად არსად ფიქსირდებიან. ლეგალურად დასაქმებულთა შემთხვევაში, ამ ეტაპზე ყველაზე მარტივი გამოსავალი INPS-ისა (სოციალური დაცვის ეროვნული ინსტიტუტი) და  ASUR-ის (ჯანმრთელობის ერთიანი რეგიონალური ორგანო) მონაცემების შედარებაა. შესაბამისმა ორგანოებმა შეუძლიათ შეადარონ INPS-ში დარეგისტრირებული სამუშაო კონტრაქტები ASUR-ის მონაცემებს, სადაც აღრიცხულია იტალიის ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები თითოეული პირის მონაცემები ჯანდაცვის ფარგლებში.

ნინა მამუკაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792350256

საზოგადოება

რომის პაპი ფილტვზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

რომის პაპმა ლეო XIV-მ ფილტვზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ პირველი ღონისძიება გამართა. ამის შესახებ Vatican News-ი იუწყება. 18 ოქტომბერს, ოპერაციის შემდეგ პირველ საჯარო გამოჩენისას პაპმა ლეო XIV-მ მონა...

რომის პაპი ლეო XIV

1792348393

ახალი ამბები

კახეთის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებ...

დაკავება

1792346955

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ქალბატონი კალასი ორი წელია ეხვეწება მარკო რუბიოს შეხვედრის ჩანიშვნაზე, ეს ხომ ჩვენი მოგონილი არ არის და საჯარო ინფორმაციაა?! ერთწუთიან შეხვედრას ვერ ნიშნავს

ევროპელ ხალხს რა პასუხს სცემენ, როდესაც ყველამ იცის, რომ ნატოში ამინდს ქმნის ამერიკის შეერთებული შტატები?! მმართველი ელიტა რეალობას ხომ აცდენილია ამ შემთხვევაში?! - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“...

ლევან მაჭავარიანი

1792346436

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელს მოუწევს ადრე, თუ გვიან შეგუება იმ ფაქტთან, რომ „ქართულ ოცნებას“ ვერანაირად ჩაანაცვლებენ აგენტურით, დასხდებიან და ჩვენთან დაიწყებენ საუბარს

ბრიუსელს მოუწევს ადრე, თუ გვიან შეგუება იმ ფაქტთან, რომ „ქართულ ოცნებას“ ვერანაირად ჩაანაცვლებენ აგენტურით, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „იმ...

ლევან მაჭავარიანი

1792345297

საზოგადოება

ვარლამ ლიპარტელიანი: მხოლოდ თავიანთ სახეს წარმოაჩენენ ის ადამიანები, რომლებიც ესხმიან თავს განსაკუთრებით წარმატებულ სპორტსმენებს, ასევე იმ ძლიერ, საყრდენ ინსტიტუტებს, რაზედაც ჩვენი ქვეყანა დგას

ვფიქრობ, დრომ კარგად გამოაჩინა, რომ ეს ყველაფერი საპირისპიროდ მუშაობს. ვერანაირ ზიანს ვერ მოუტანენ ვერცერთ ადამიანს და ვერც ჩვენს ქვეყანას, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ „ქართული ოცნების” ახალგაზრდულ...

ვარლამ ლიპარტელიანი