10 ყველაზე იდუმალი და საშიში ადგილი დედამიწაზე

მიუხედავად იმისა რომ მეცნიერებას ბევრი რამის ახსნა შეუძლია, ეს იმას არ ნიშნავს რომ დედამიწაზე კვლავ არ არსებობს იდუმალი და მისტიკური ადგილები. აქ ასეთი ადგილების ათეულია წარმოდგენილი:

1) კანიო კრისტალეს. კოლუმბია.

კანიო კრისტალესი მდინარეა, რომელიც კოლუმბიის ერთ-ერთ რეგიონი_სერენია დე ლა მაკერანაში მდებარეობს. ეს მდინარე “მსოფლიოში ყველაზე ლამაზი მდინარის” სახელითაა ცნობილი. მთელი წლის განმავლობაში სრულიად უბრალოდ გამოიყურება, თუმცა სექტემბერსა და ნოემბერს შორის, როცა ტენიანი და მშრალი სეზონები ერთმანეთს ენაცვლება, ის სხვადასხვა ფერებს იღებს. მის კალაპოტში გაზრდილ უნიკალური ტიპის მცენარეებთან ერთად, წყალიც მუდმივად ფერადია, არის:წითელი, ვარდისფერი, ლურჯი, მწვანე და ყვითელიც.

2) მთა სანქიგშანი. ჩინეთი.

ეს მთა ტაოისტების წმინდა ადგილია და ხშირად “ღმერთების ბაღის” სახელითაც მოიხსენიებენ. ამ ადგილზე უამრავი საინტერესო და უჩვეულო ფორმის ტყიანი, გრანიტული სვეტები და გამოვლინებებია. აქ ამინდი მუდმივად იცვლება,ამიტომაც ყოველ წელს 200 დღით მაინც აქაურობა ნისლითაა დაფარული, რაც ამ ადგილს კიდევ უფრო ზღაპრულს ხდის. ამ მთის სტუმრებმა აღიარეს რომ აქ ძალიან უჩვეულო და სრულიად წარომუდგენელ სიმშვიდეს გრძნობენ.

3) მფრინავი გეიზერი. აშშ.

მდებარეობს ნევადას უდაბნოში და წარმოადგენს 3 დიდი, ფერადი მიწაყრილის კოლექციას, რომელიც მუდმივად ისვრის ჰაერში წყალს 5 ფუტის სიმაღლეზე. ის შემთხვევით შეიქმნა 1916 წელს, როცა იქაურობას ბურღავდნენ. ის 1960-იან წლებამდე ნორმალურად მუშაობდა, თუმვა შემდგომ მისი კედლებიდან ცხელმა, გეოთერმულმა წყალმა ამოხეთქა. დაშლილმა მინერალებმა შეკავშირება დაიწყეს და წამოქმნეს ეს დიდი, ფერადი მიწაყრილები. მფრინავი გეიზერი ძალზე იდუმალი ადგილია, იმიტომ რომ ის კერძო ტერიტორიაზეა და ვერცერთი ტურისტი ვერ ნახულობს მას.

4) აოკიგარა. იაპონია.

მთა ფუჯის ძირას მდებარე ეს ტყე, მთელ იაპონიაში ყველაზე ცნობილი ტყეა. 3500 ჰექტარიანი ტყე სავსეა სქელი და ერთმანეთში გადახლართული ხეებით. ამ ადგილს ბევრი ლეგენდა უკავშირდება მოჩვენებებზე, დემონებსა და სულებზე, ხალხი დღემდე ფიქრობს რომ ეს არსებები ამ ტყეში კვლავ დაძრწიან. სამწუხაროდ ეს ადგილი მსოფლიოში მეორე ყველაზე ცნობილი ადგილია თვითმკვლელობისთვის. 1950-იანი წლებიდან 500-ზე მეტმა ადამიანმა მოიკლა აქ თავი.

5) ბერმუდის სამკუთხედი. ატლანტიკის ოკეანე.

ის ატლანტიკის ოკეანეში მდებარეობს ბერმუდას, მაიამისა და სან ხუანს შორის და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილია. ამ ადგილმა ყურადღება მიიქცია აქ მოულოდნელად და აუხსნელად გამქრალი თვითმფრინავების, გემებისა და ადამიანების გამო. არავინ არ იცის ამ ყველაფერს რა იწვევს თუმცა ძალზე ბევრი და უჩვეულო თეორიები არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით. ზოგი ფიქრობს რომ აქ ზღვის ურჩხულები ბინადრობენ, ზოგს ჰგონია რომ უცხოპლანეტელების ნახელავია ეს და ზოგიც ამინდს აბრალებს.

6) მოგუიჩენგი. ჩინეთი.

ეს უდაბნოა, რომელიც ჩინეთის ერთ-ერთ რეგიონ ხინჯიანგში მდებარეობს. სახელი ზუსტად ითარგმნება როგორც-”სატანას ქალაქი” ან “ეშმაკის ქალაქი”. სანამ უდაბნოს გავლით მიტოვებულ ქალაქამდე მიხვალ, იქ ნამყოფთა თქმით ბევრი უცნაური რამ ხდება. მათი თქმით აქ ბევრი მისტიკური ხმა გაუგიათ, უცნაური მელოდიები, გიტარის სიმებზე აწყობილი მუსიკა, ბავშვის ტირილის ხმა და ვეფხვის ღრიალიც კი. ეს ხმები დღემდე დაუდგენელია საიდან მოდის ან რანაირად ჩნდება.

7) რიჩატის სტრუქტურა. მავრიტანია.

რიჩატის სტრუქტურა ასევე ცნობილია როგორც “საჰარის თვალი”. ის საჰარის უდაბნოში მკვეთრად გამოიკვეთება მკაფიო და მრგვალი გეოგრაფიული ფორმებით. ის დაახლოებით 30 მილი სიგანისაა და ალბათ ვერც შეამჩნევდი იქ რომ იდგე, სამაგიეროდ კარგად დაინახავდი ჰაერში რომ იყო, ან თუნდაც კოსმოსიდან. თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ ის ასტეროიდების ზემოქმედების შედეგად წარმოიშვა, ხოლო შემდეგ კი ვულკანის ამოფრქვევით. მაგრამ ახლა ფიქრობენ რომ ის ერთი პერიოდი მრგვალი, ქვიანი წარმონაქმნი იყო, რომელიც დროთა განმავლობაში დაიშალა. მაინც ამოუხსნელია რატომ აქვს მას ასეთი ზუსტი, შესანიშნავი წრის ფორმა და მის შიგნით პატარა წრეებიც ერთმანეთისგან თანაბრად დაშორებული როგორ არიან.

8) პამუკალეს ტრავერტინის აუზები. თურქეთი.

ტრავერტინის აუზები ძალზე ლამაზი და იდუმალებით აღსავსეა. წლების განმავლობაში, თეთრმა მინერლმა-ტრავერტინმა ერთად თავი მოიყარა ცხელი წყლების მახლობლად და წარმოშვა თეთრი ტერასები. ამ თვალისმომჭრელად თეთრ, ბუნებრივ აუზში სუფთა, კრიალა, ცისფერი წყალია. ის დაახლოებით 2000 წელია რაც არსებობს და ალბათ კიდევ დიდი ხანი იარსებებს.

9) მაკმურდოს მშრალი ხეობა. ანტარქტიდა.

ეს ხეობა შესაძლოა ყველაზე იდუმალი ადგილი იყოს მთელ მსოფლიოში. ეს ნაკლებად ცნობილი ადგილი ერთ-ერთი ექსტრემალური უდაბნოთაგანია და შესაძლოა მთელ მსოფლიოში ყველაზე მშრალი ადგილიც იყოს. წელიწადში მხოლოდ 4 დიუმი ნალექი მოდის, რაც ძალზე გასაკვირია, როცა ყინულითა და თოვლით დაფარული ანტარქტიდის შუაში მდებარეობს. აქ არანაირი თოვლის ნასახიც კი არ არის. ასევე არანაირი ხმელეთის მცენარეულობა არაა, თუმცა ზოგი ლიქენი, ხავსი და ნემატოდები კვლავ გვხვდება. მეცნიერები ამბობენ რომ ეს ადგილი ყველაზე მეტად ემსგავსება მარსის გარემოს.

10) მთა რორაიმა. ბრაზილია.

მთა რორაიმა ძალზე უჩვეულო ფორმისაა, იმიტომ რომ ბოლოში იმის მაგივრად რომ იყოს წაწვეტებული, პირიქით ფართოვდება და წარმოქმნის დიდ პლატოს. ის მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი გეოლოგიური წარმონაქმნია, რომელიც ქარითა და წვიმით შეიქმნა. პლატო ხშირად ღრუბლებითაა დაფარული და მთის ბოლოსკენ უფრო იმატებს. აქ ფლორისა და ფაუნის ისეთ წარმომადგენლებს შეხვდებით, რომლებიც სხვაგან დედამიწაზე არასდროს გინახავთ და არავინ იცის თუ რატომ არიან ეს ცხოველები და მცენარეები ასეთი სიხშირით აქ.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1791784951

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადება ჩემთვის სიახლე იყო, მაგრამ რუსები თუ ენერგეტიკულ ზავზე დათანხმდებიან, უკრაინაც დათანხმდება

ენერგეტიკულ ზავზე დონალდ ტრამპის განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა ვოლოდიმირ ზელენსკისთვის, თუმცა უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მხარს უჭერს ომის დასრულების ყველა რეალურ და სანდო ფორმატს და რომ კიევი...

უკრაინა

1791783740

საზოგადოება

„კიდევ ერთხელ მოვისმინეთ გარკვეული პოლიტიკური ტენდენციურობით გაჟღენთილ განცხადებას“ - ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა გაიმართება

ლუქსემბურგში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა გაიმართება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ. შეხვედრას ევ...

ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა გაიმართება

1791782429

საზოგადოება

ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტს დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ

საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტს დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ, რის შემდეგაც, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, პარლამენტის შენიშვნებით, საქა...

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი

1791781504

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 12 ოქტომბერს საქართველოში

12 ნოემბერს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +30 და ღამით +22 გრადუსია მოსალოდნელი. ასევე უნალექო დღეა ნავარაუდევი ოზურგეთში, დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19. ბათუმშიც მზიანი დღე...

ამინდი - ამინდი

1791750480

ახალი ამბები

თამაზ მოლაშვილი სულხან მოლაშვილზე: 11 თვე C ჰეპატიტი ჰქონდა, არ თქვა ეგ, თორემ უფროსებს, ზევით ეწყინებათო, შემდეგ 11 თვე რომ გავიდა, ყველგან რომ მოედო დაავადება, მერე დაუწყეს მკურნალობა

 „უნამუსობას და უსინდისობას საზღვარი არ აქვს, სპეციალურად დაბადებული უნდა იყო ეგეთად. 11 თვე C ჰეპატიტი ჰქონდა, არ თქვა ეგ, თორემ უფროსებს, ზევით ეწყინებათო და შემდეგ 11 თვე რომ გავიდა, ყველგან რომ მო...

მოლაშვილკ