იუპიტერის მხარდაჭერას ყველა იგრძნობს - რა პროგნოზს აქვეყნებს ასტროლოგი დავით ნიბლაძე?

ასტროლოგი დავით ნიბლაძე სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს და წერს:

„უმაგრესი ამბავი იდეებით და სურვილებით გულანთებული ადამიანებისთვის 11 მაისიდან ოქტომბრის ბოლომდე იუპიტერი ვერძშია.

ეს ტრანზიტი ნამდვილი შვება იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც მოქმედება, ინიციატივების გამოხატვა, გამბედაობა, უშიშარი ხასიათი და შინაგანი თავისუფლება უცხო არაა. თუ მოახერხებ, შენ თვითონ იყო შენი თავის მამოტივირებელი, გამოიჩენ სათანადო ენთუზიაზმსა და მონდომებას, გექნება საკუთარი თავის რწმენა და ზედმეტი ყოყმანიც ხელს არ შეგიშლის, საოცრად მაგარი ამბები შეგეძლება დაატრიალო   იუპიტერი ვერძში საკუთარი თავის რწმენასა და დამოუკიდებლად მოქმედების სურვილს იმდენად გაზრდის, რომ ეს იქნება დრო, როდესაც არაერთ ახალ ბიზნესს ვიხილავთ. ეს იქნება კერძო სექტორისა და დამოუკიდებელი ბიზნესების განვითარების დრო. პიროვნულ დონეზეც, ეს ტრანზიტი თითოეულ ადამიანს აძლევს შანსს, გამოკვეთოს, გაზარდოს, დახვეწოს საკუთარი ინდივიდუალიზმი.  იუპიტერის მთავარი საკვანძო სიტყვა რწმენაა. ვერძში კი მარტივი მისახვედრია, ვისი და რისი რწმენაა საჭირო წარმატებისთვის - საკუთარი თავის!

იმისათვის, რომ იუპიტერისა და სამყაროს მხარდაჭერა მოიპოვო   დაივიწყე ხვალინდელი დღე. რისი გაკეთებაც გინდა, დღესვე და ახლავე გააკეთე. იმოქმედე სპონტანურად, იმაზე ფიქრის გარეშე, ვაიდა რომ არ გამოვიდეს, მერე რა გეშველება. 

გამოიჩინე საკმარისი გამბედაობა, რომ ასი ადამიანის ნებართვისა და წაქეზების გარეშე, დამოუკიდებლად, შენით მიიღო გადაწყვეტილებები.  იყავი გამბედავი, პირდაპირი და შემტევი (ოღონდ ისეც არა, რომ ვინმეს ზიანი მიაყენო).  ეს არის საუკეთესო შანსი, დაიწყო და განავითარო ის, რაც გულით გსურს, რაც ნამდვილად შენია, რასაც სიყვარულით და ენთუზიაზმით გააკეთებ. ამ შანსის სასიკეთოდ გამოყენებისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი სტარტია. მთავარია, გაბედო, დაიწყო, გადადგა ნაბიჯი და წინ იარო.

იუპიტერის მხარდაჭერას ყველა იგრძნობს, თუმცა თუ შენს რუკაში მზე, მთვარე, მერკური, ვენერა ან თავად იუპიტერი ცეცხლის ნიშნების პირველ 10 გრადუსშია, გაცილებით დიდი შანსია, ოქტომბრის ბოლომდე ცხოვრების მრავალ ასპექტში შესამჩნევი წინსვლა გქონდეს. დანარჩენ ასპექტებზე ცალკე პოსტში უფრო ვრცლად მოგიყვებით.  აბა, მზად ხარ, გაბედო და ცეცხლი დაანთო?“, - წერს ასტოლოგი.

ასევე საინტერესოა:

🔵 „შე­ნის­თა­ნა ახალ­გაზ­რდა, რომ­ელიც მხო­ლოდ სი­კე­თი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით ცხოვ­რობ­და ბე­დის უკუღ­მარ­თო­ბის გამო ტო­ვებს აქა­ურ სამ­ყა­როს“ - გია გაჩეჩილაძის სიძე ტრაგიკულად დაიღუპა

🔵  „აღარ გვყავს ლექსო თორაძე... უდიდესი პიანისტი და უფრო დიდი ადამიანი და მეგობარი“ - პაატა ბურჭულაძე ლექსო თორაძეს ემშვიდობება

🔵  საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღესა და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792821976

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 24 ოქტომბერს საქართველოში

24 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდი და +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ოზურგეთში მოღრუბლულია. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. ბ...

ამინდი

1792787300

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც უნგრეთის რევოლუციის 70 წლის...

ირაკლი კობახიძე

1792785150

საზოგადოება

ეკა სეფაშვილი: გვარამია და მისი რაზმი ცდილობდნენ თავი დაებრენდათ „პროდასავლური პარტიებად“ - პროდასავლური პარტია იმას ნიშნავს, რომ დასავლეთში დადიან? იქნებ იმას, რომ დასავლეთიდან იღებენ მითითებებს?

რადიკალური ოპოზიციური პარტიების მხრიდან მსხვერპლად წარმოჩენის მცდელობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გ...

ეკა სეფაშვილი

1792783053

საზოგადოება

ევროპარლამენტარები: მოვუწოდებთ საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლაზე

„ყურადღებით გავეცანით ბატონი კობახიძის მოწოდებას ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის შესახებ. ევროპას დიალოგი არასდროს შეუწყვეტია, „ქართულმა ოცნებამ“ მას უბრალოდ შინაარსი გამოაცალა“, - ამის შესახებ ერთო...

ევროპარლამენტარები

1792781543

სპორტი

საბა მარკელია ევროპის ვიცე-ჩემპიონია

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ტაილანდურ კრივში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობაზე ქართველმა სპორტსმენმა მედალი პირველად მოიპოვა. საბა მარკელიამ (U18, -60 კგ) ფინალი ფრანგ მოწინაა...

საბა მარკელია