რა უნდა გაითვალისწინოთ შინაური ცხოველების ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ში გაყვანის დროს? -დეტალური ინფორმაცია
აღნიშნული სტატია შეეხება ევროკავშირში და ამერიკაში ცხოველების გაყვანას. ვეტერინარული კლინიკა "ვეტექსი" მოქალაქეებს ურჩევს, გულისყურით წაიკითხონ თითოეული დეტალი, რომელიც ცხოველების გაყვანის შემთხვევაში, გაუგებრობებსა და პრობლემებს აგარიდებთ.
"გამომდინარე იქიდან, რომ ზოგიერთ მეპატრონეს ცხოველის სიცოცხლის გარკვეულ ეტაპზე უხდება მისი საზღვარგარეთ და კერძოდ კი ევროკავშირის ტერიტორიაზე,ინგლისში ან კუნძულოვან ქვეყნებში გაყვანა, აუცილებელია ყველამ გაითვალისწინოს გარკვეული რეგულაციები რომლებიც ითვალისწინებს:
1. ცხოველის სრულ და ევროკავშირის მიერ აღიარებული ვაქცინებით ვაქცინაციას
2. ცოფის ვაქცინაციის ჩატარებამდე ცხოველის ჩიპირებას
3. ცოფის ანტისხეულებზე ანალიზის ქონას, რომლის აღებაც და გერმანიაში გაგზავნაც ხდება ცოფის ვაქცინაციიდან არა უადრეს 1 თვისა (ჩვენი კლინიკა ამ ანალიზის გადაგზავნას აწარმოებს გერმანიაში, EU აკრედიტებულ ლაბორატორიაში)
4. სამთვიანი კარანტინს, რომლის ათვლაც იწყება ცოფის ანტისხეულების ანალიზის აღების თარიღიდან იმ შემთხვევაში თუ ტიტრი აღემატება 0,5 IU/ml
5. ცხოველის გაყვანამდე მაქსიმუმ 72 საათით ადრე უნდა მოხდეს ვეტერინარის მიერ ცხოველის ჯანმრთელობის შემოწმება; ვაქცინების ვალიდურობის კონტროლი; ჩიპის გამართულად მუშაობის შემოწმება 6. ცხოველის დეჰელმინთიზაცია ვეტერინარის მიერ რომელიც ხორციელდება ცხოველის 72 საათამდე შემოწმების დროს
7. 3 თვიანი კარანტინის პერიოდის გასვლის გარეშე საქართველო არ გასცემს EU სერტიფიკატს რომელიც საჭიროა ცხოველის ტრანსპორტირებისას
ბრიტანეთის მოთხოვნის მიხედვით, ცხოველი ტრანსპორტირებამდე 5 დღით ადრე უნდა დამუშავდეს ექტო (გარეგან) პარაზიტებზე.
ევროპის მსგავსად, უკრაინაც მოითხოვს ყოველივე ზემო აღნიშნული წესების ნაბიჯ-ნაბიჯ შესრულებას
წესების მიხედვით ამერიკაში იმპორტირებული ძაღლი ( კატებს აღნიშნული მოთხოვნები არ ეხებათ) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- უნდა ჰქონდეს ჩიპი
- სრულფასოვანი ვაქცინაცია ცოფის და სხვა ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგოდ
გააჩნდეს ცოფის ანტისხეულების ტესტი ჩატარებული და პოზიტიური - ცოფის ანტისხეულების ანალიზი უნდა იქნეს აღებული არა უადრეს 30 დღისა ბოლო ცოფის ვაქცინიდან
დადებითი ანტისხეულების შემთხვევაში - ტიტრი 0.5მეტი ცხოველი ამერიკაში დაიშვება სისხლის აღების თარიღიდან 45 დღეში - ტესტის ვალიდურობა განისაზღვრება 1 წლით
ერთადერთი მიმღები პუნქტები:
Anchorage (ANC), Atlanta (ATL), Boston (BOS), Chicago (ORD), Dallas (DFW), Detroit (DTW), Honolulu (HNL), Houston (IAH), Los Angeles (LAX), Miami (MIA), Minneapolis (MSP), New York (JFK), Newark (EWR), Philadelphia (PHL), San Francisco (SFO), San Juan (SJU), Seattle (SEA), and Washington D.C. (IAD).
იმისთვის რომ ცხოველი დაშვებული იქნეს ამერიკაში, 30 დღით ადრე თქვენი ძაღლის დეტალური ინფორმაცია უნდა შეავსოთ შემდეგ ლინკზე:
https://cdc-786687.workflowcloud.com/.../22174f02-dd37...
დამატებითი კონტაქტისთვის გამოიყენოთ მეილი თუ ამისი საჭიროება იქნა: [email protected]
ურთავთ ძაღლის სრულ ფოტოსურათს, კბილების წინა და გვერდით ხედს რადგან 6 თვეზე ადრეული ასაკის ძაღლები ქვეყანაში არ დაიშვებიან
ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სტერტიფიკატის ქონა ყველა სხვა დოკუმენტებთან ერთად წარმოადგენს არჩევით საკითხს და დამოკიდებულია ოფიცერზე და მის განწყობაზე
(ყველას არ სთხოვენ)
01.12.2021 - დან ამერიკაში აცრილი ძაღლების მეპატრონეებს არ ესაჭიროებათ აშში ცხოველის შეყვანის ნებართვაზე განაცხადის შევსება.
- 3 ძაღლზე მეტის შეყვანის უფლება არ აქვს ერთ მეპატრონეს
- გასაჩუქებელი ძაღლები არ დაიშვებიან
- ასევე არ დაიშვებიან სხვა მეპატრონისთვის გადასაცემი ძაღლები
- სამოგზაუროდ ძაღლების შეყვანა აიკრძალა
- CDC მიერ ნებართვის არ ქონის შემთხვევაში ნებისმიერი ძაღლი ჩასული ამერიკაში დაუყოვნებლივ გამოიგზავნება უკან
არაცოფის მატარებელი ქვეყნებიდან საქართველოში შემოსული და 6 თვემდე მაცხოვრებელი ძაღლების აპლიკაცია განიხილება ინდივიდუალურად.
რაც შეეხება რუსეთის ტერიტორიაზე ცხოველების გაყვანას - პასპორტის, ჩიპირების, ვაქცინაციის და ჯანმრთელობის ცნობის მოთხოვნა აქვს მხოლოდ
გაითვალისეინეთ, რომ ზოგიერთი ქვეყანა, გამომდინარე საერთაშორისო რეგულაციებიდან კრძალავს ყურებ და კუდ კუპირებული ძაღლების შეყვანას. გერმანიის შემთხვევაში კი გარკვეული ტიპის და აგრესიულობის მქონე ჯიშის ძაღლების იმპორტს
გთხოვთ გაითვალისწინოთ არსებული წესები და თადარიგი დაიჭიროთ მათ შესასრულებლად", - ნათქვამია, "ვეტექსის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵საქართველოში კორონავირუსის 5 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 პაციენტი
🔵17 იანვარს სასწავლო პროცესის განსაახლებლად სკოლები მზადაა - განათლების სამინისტრო
🔵"ამერიკას რაღაც სჭირს" - სინაგოგაში შეჭრილმა კაცმა მძევლები აიყვანა
1793528397
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე ბერა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: „ტვ პირველის“ დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა - შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, „ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილი საქართველოდან გაფრინდა, ხოლო, აეროპორტ...
1793526713
ახალი ამბებისოფელ ბერშუეთის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
2026 წლის 31 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირ...
1793523531
მსოფლიობულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. როგორც Report-ი იტყობინება, ადგილობრივი დროით 07:00 საათზე ქვეყნის მასშტაბით 12 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნა, სადაც 6.6 მილიონ ამომრჩეველ...
1793520579
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევისა და ისანი - სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შ...
1793518136
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ, ახლა მათი პასუხისმგებლობაა, ეს მძიმე ლაქა ჩამოირეცხონ
ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ. ახლა მათი პასუხისმგებლობაა, ეს მძიმე ლაქა ჩამოირეცხონ, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შა...































