რას ამბობს ნოსტრადამუსი პუტინზე? ანუ აპოკალიფსის ბოროტების იმპერიის, უკანასკნელი იმპერატორი

გავეცნოთ ნოსტრადამუსის ზოგიერთ წინასწარმეტყველებას და დავრწმუნდებით, რომ როგორც იოანე მოციქული გულისხმობს თავის აპოკალიფსში, უკანასკნელი ბაბილონის იმპერიად, ხოლო დანიელ წინასწარმეტყველი კი იმპერიათა ბოლო ჟამის, უკანასკნელ ყველაზე დიდ და ყველაზე საშინელ იმპერიად, სსრკ-ს და დღევანდელ რუსეთს, იგივეს ამტკიცებს ნოსტრადამუსი. პატარა შესავალი თუ ვინ იყო ნოსტრადამუსი: ის იყო დღევანდელ დღემდე ცნობილი ყველაზე დიდი ასტროლოგი, წარმოშობით ებრაელი და რწმენით კათოლიკე. მან იწინასწარმეტყველა კაცობრიობის მომავალზე, მაგრამ ყველაფერი ნაწილობრივ გაასაიდომლოვა და ალეგორიულად გადმოგვცა. ჯერ კიდევ ბიბლიის წინასწარმეტყველნი და განსაკუთრებით იოანე მოციქული, ყველაფერს გადმოგვცემდნენ სიმბოლოებით და ალეგორიულად, რადგან არ მომხდარიყო პარადოქსი. ორი უდიდესი წინასწარმეტყველის დანიელისა და იოანეს წინასწარმეტყველებანი, იმპერიათა ბოლო ჟამზე აუცილებლად უნდა აღსრულდეს, რომ არ აღსრულებულიყო, ის არც იქნებოდა წინასწარმეტყველება. ნოსტრადამუსმაც თავისი წინასწარმეტყველებანი ალეგორიულად გადმოგვცა, რათა არ მომხდარიყო მავანთა მიერ, მათი გაყალბება და მისი ჩანაწერების განადგურება. როგორც დანიელი ამბობს: "გონიერნი მიხვდებიან, ხოლო ბოროტეულნი ბოროტად მოიქცევიან, ვერცერთი ბოროტეული ვერ მიხვდებაო!" არ შეიძლება ყველა წინასწარმეტყველების (იშვიათი გამონაკლისების გარდა), პირდაპირი აზრით გადმოცემა, რადგან თუნდაც ბოროტეულნი (მით უმეტეს ვისაც ეხებოდა ეს: თუნდაც ძვ. და ახალი ტირანები, რადიკალ-ექსტრემისტი ბოლშევიკები, ფაშისტები და სხვა მრავალნი), აუცილებლად გაანადგურებდნენ ამ წინასწარმეტყველებას და არ შემოინახებოდა დღევანდელ დღემდე და ვერ გაეცნობოდნენ ამ წინასწარმეტყველობებს, კარგი გაგებით გონიერი და კეთილი ადამიანები. როგორ ახერხებდა ნოსტრადამუსი ამას, ჩემი აზრით ის თავისი გონებით ანუ ცნობიერი სამშვინველით, გადადგილდა დროში და თავისი გონებით ნახა ეს ყველაფერი სულიერ სამყაროში. არ გამოვრიცხავ იმასაც რომ მას სულიერი გამოცხადებები ჰქონდა სიზმრიდან მიღებული. სიზმარი ხომ უდიდესი თეოსოფის და ანტროპოსოფიის მამის რ.შტაინერის აზრით არის სულიერი სამყაროს გამოვლინება ადამიანის ცნობიერებაში, მის ფსიქიკაში. რ. შტაინერი ამტკიცებდა, რომ ადამიანის ცნობიერი სამშვინველი ძილის დროს იმყოფება სულიერ სამყაროში. თანამედროვე ასტოფიზიკაში უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ სივრცე დროში არსებობს ადგილები რუსულად ე.წ. “ჩერვო-ტოჩინა”, საიდანაც შესაძლებელია დროში გადაადგილება. ამ დროს ხდება გადაადგილება სხვა განზომილებაში, რა თქმა უნდა მატერიალური სხეულით და რაიმე კოსმიური აპარატით ეს ვერ მოხდება. ამიტომაც შეუძლებელი იქნება კაცობრიობის უკვე განსაზღვრული მომავლის საფუძვლიანი შეცვლა, ამიტომაც არ მოხდება “პარადოქსი” მომავალში. ხოლო ალეგორიულად გადმოცემული წინასწარმეტყველებანი, მისი ძირითადი ნაწილი მაინც აუცილებლად აღსრულდება. ეს დროითი კატეგორია, ჩვენი ოთხგანზომილებიანი სივრცის დამახასიათებელი თვისებაა. დროითი კატეგორია არ არსებობს სულიერ სამყაროში, დრო არ არსებობს არც შავ ხვრელზე მატერიალურ სამყაროში. დრო არ არსებობდა არც “დიდ აფეთქებამდე” ანუ ამ სამყაროს წარმოშობამდე.

ნოსტრადამუსმა დაწერა ათი ცენტურია, თითოეულ ცენტურიაში ასი კატრენია ანუ ასი სტროფი, ეს კატრენები (სტროფები) ბუნდოვანი, გაურკვეველი და ალეგორიული სტილით არის დაწერილი, მათში უხვად არის გამოყენებული ფრანგული, იტალიური, ბერძნული და ლათინური სიტყვები და

შეგნებულად არის დარღვეული ისტორიულ მოვლენათა ქრონოლოგიური თანმიმდევრობა, მავანთა თვალის ასახვევად. ეს იმას ნიშნავს რომ ერთი და იგივე მოვლენა შეიძლება სხვადასხვა კატრენში და სხვადასხვა ცენტურიაში შეგვხვდეს, ანუ კატრენები დროის მიხედვით არ არის განლაგებული. ნოსტრადამუსის პირველი ცენტურიის მე-14-ე კატრენი: “სლავი ხალხი განიცდის ზეგავლენას ავბედითი ნიშნის, მის ციხეებს და სიმღერებს დააკლდა მეფის ხელი, როგორც წმინდა ორაკული მეფეს ისე შეცვლის სქოლასტ-დოგმატიკოსი და ცრუ წინასწარმეტყველი”. სქოლასტ-დოგმატიკოსი ესაა კაბინეტური მუშაობა რომელიც უყვარდა ლენინს, ამავე დროს იგი ლენინს ცრუწინასწარმეტყველად მოიხსენიებს. ვლადიმერ-(666) ლენინი ნოსტრადამუსის მიხედვით მიჩნეულია უდიდესს ტირანად და ნოსტრადამუსის პირველ ანტიქრისტედ. მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთ უბოროტესს დემონურ მმართველად და ტირანად აგრეთვე ნოსტრადამუსს აღნიშნული ჰყავს ჰიტლერი. ტერმინი "მხეცი" იმპერიის აღმნიშვნელად და ამ იმპერიების მმართველი ტირანების მისამართით, ჯერ დანიელ წინასწარმეტყველმა გამოიყენა, მერე იოანე მოციქულმაც თავის აპოკალიფსში, ხოლო შემდეგ ნოსტრადამუსმაც ეს ტერმინი გამოიყენა თავის წინასწარმეტყველობებში. ნოსტრადამუსის მეათე ცენტურიის 85-ე კატრენი: “აღმოსავლეთ ევროპას გრიფონი (ფრთიანი ლომი არწივის თავით-ანუ მხეცი-ავტ.) მართავს, თეთრებს და წითლებს ძარცვა-გლეჯვა ართობს, მთელი ჩრდილოეთი უფსკრულისკენ მიჰქრის, მეორე ბაბილონს მანქანის რითმი ათრობს”. ამ კატრნიდან, პირდაპირ გამომდინარეობს, რომ აქ მეოცე საუკუნის რუსეთის ბოლშევიკურ იმპერიაზე სსრკ-ს ჩამოყალიბებაზეა ლაპარაკი. მან სამოქალაქო ომში დაპირისპირებულთა აღმნიშვნელი ფერებიც კი გამოიცნო: თეთრები (თეთრგვარდიელები) და წითლები (ბოლშევიკები). ნოსტრადამუსის მიხედვით რევოლუციის შემდგომ ჩამოყალიბდა ალეგორიულად მეორე ბაბილონი ანუ სსრკ. შემდეგ ვნახოთ მესამე ცენტურიის 59-ე კატრენი: ”მე მაშინებს იდუმალი, მესამე მმართველი, გამოუცნობი, ბარბაროსული, თოვლიანი ქვეყნის, მისივე თანამოსაქმენი,მისგანვე მოკლულნი, და მხოლოდ ჯოჯოხეთია დამცველი მისი სიბერის”. აქ სტალინზეა ლაპარაკი. მესამე დიდ მმართველად იმიტომ მოიხსენია სტალინი ნოსტრადამუსმა, რომ რუსეთს ჰყავდა სამი დიდი მმართველი: პირველად აღიარებულია ივანე მრისხანე, მეორედ პეტრე პირველი და მესამე დიდ მმართველად მან მიიჩნია სტალინი. მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდი იმპერიის უდიდესს დიქტატორად, უდიდესს ტირანად და უბოროტესი დემონური სულის მატარებელ პიროვნებად, ნოსტრადამუსს მიჩნეული ჰყავს სტალინი.

ეხლა შემოგთავაზებთ ნაწყვეტს ნოსტრადამუსის უსტარიდან (წერილიდან) რომელიც მიწერა საფრანგეთის მაშინდელ მეფეს ჰენრიხ მეორეს და წინასწარმეტყველებდა კაცობრიობის მომავალზე. ფრაგმენტი: “მანამდე კი მოხდება მზის დაბნელება, ყველაზე ძლიერი დედამიწის დაარსებიდან იესო ქრისტეს ჯვარცმამდე და ჩვენ დრომდე ცნობილთა შორის და ოქტომბერში იფეთქებს უდიდესი მასშტაბის რევოლუცია, რომელსაც ბევრი ჩათვლის ყველაზე მრისხანედ ოდესმე არსებულთა შორის. დედამიწაზე ცხოვრება აღარ დაემორჩილებს თავისუფალ ნებას, არამედ შთაინთქმება უძირო ბნელეთში. გაზაფხულზე და მის შემდგომ მოხდება გრანდიოზული ცვლილებები, ქვეყნის დაცემა და დიდი მიწისძვრები, და ყველაფერი ეს შეუღლებული იქნება ახალი ბაბილონის აღმოცენებასთან (აპოკალიფსური წითელი გველეშაპი იგივე ბაბილონი-იოანეს მიხედვით-ავტორი), ბილწ პროსტიტუციასთან, ამაზრზენ სულიერ სიცარიელესთან და გაგრძელდება სამოცდაცამეტი წელი და შვიდი თვე (73 და 7)”.

"ოქტომბერში იფეთქებს უდიდესი მასშტაბის რევოლუცია", "გაზაფხულზე და მის შემდგომ მოხდება გრანდიოზული ცვლილებები, ქვეყნის დაცემა და დიდი მიწისძვრები, და ყველაფერი ეს შეუღლებული იქნება ახალი ბაბილონის აღმოცენებასთან (აპოკალიფსური წითელი გველეშაპი იგივე ბაბილონი-იოანეს მიხედვით-ავტორი), ბილწ პროსტიტუციასთან, ამაზრზენ სულიერ სიცარიელესთან და გაგრძელდება სამოცდაცამეტი წელი და შვიდი თვე". ე.ი. 1917 წლის ოქტომბერში მოხდა ბოლშევიკური რევოლოუცია, რაც ნოსტრადამუსმაც იწინასწარმეტყველა. ნოსტრადამუსი: "გაზაფხულზე და მის შემდგომ" - ოქტომბრის რევოლუციიდან როდესაც დადგა პირველივე გაზაფხული 1918 წელს, ბოლშევიკებმა ფაქტობრივად ხელში აიღეს სრული ძალაუფლება, გააჩაღეს წითელი ტერორი და სხვა. ე.ი. 1918 წლის გაზაფხულ-ზაფხულის მიჯნას ანუ 1918 წლის მეხუთე თვეს თუ მივუმატებთ 73 წელსა და 7თვეს ზუსტად მივიღებთ 1991 წლის დეკემბრის ბოლოს, რა მოხდა 1991 წლის დეკემბერში, ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა ალმაატაში ხელი მოაწერეს "დამოუკიდებელ სახელმწმოფოთა თანამეგობრობის" შექმნის ხელშეკრულებას. რის შემდეგაც საბჭოთა კავშირმა ოფიციალურად შეწყვიტა თავისი არსებობა და უკვე 1991 წლის 26 დეკემბერს მოსკოვმა ოფიციალურად გამოაცხადა სსრკ-ს დაშლის შესახებ. საბჭოთა კავშირი დაემხო 1991 წლის 26 დეკემბერს, ე.ი. 1918 წლის მეხუთე თვიდან ამ რეჟიმმა 1991 წლის 26 დეკემბრამდე - "73წელი და 7თვე" იარსება, როგორც ნოსტრადამუსმა იწინასწარმეტყველა.

განვიხილოთ ნოსტრადამუსის ძალიან საყურადღებო კატრენი, მესამე ცენტურიის 77-ე კატრენი: “ოქტომბრის დასასრული ოცდამეხუთე წლისათვის, ოცდამეერთე საუკუნე კი უმძიმესი ომით, რწმენის დამრთგუნველთ თავიანთი ხალხის შერცხვებათ, სპარსეთის შაჰი კი ისპობა ეგვიპტელთა მტრობით.” ოქტომბრის დასასრული ნოსტრადამუსის მიხედვით არის 1991 წელი, სსრკ-ს დანგრევის წელი ანუ ოქტომბერის რევოლუცია რომელიც დაიწყო 1917 წლის ოქტომბერში და ეს ქვეყანა-სსრკ დაინგრა 1991 წელს. ე.ი. თუ 1991 წლიდან გადავითვლით 25 წელს მივიღებთ 2016 წელს. აქ სპარსეთის შაჰში იგულისხმება დღევანდელი ირანი, თუ თავის დროზე სპარსეთის გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყნები: სირია, ერაყი, ავღანეთი ანდაც პაკისტანი, ამას დრო გვიჩვენებს. ერაყში და ავღანეთში მმართველი ტოტალიტარული რეჟიმები უკვე დამარცხებულია, თუმცა საომარი მოქმედებები ჯერ კიდევ გრძელდება. ხოლო "ეგვიპტელებში" რა თქმა უნდა დასავლეთი უნდა იგულისხმებოდეს და მათი დაპირისპირება ირანთან და ამ ტოტალიტარულ ქვეყნებთან. 2016 წლისათვის უნდა ველოდოთ ამ ტოტალიტარული ქვეყნების გადემოკრატიულობას.

ეხლა ვნახოთ ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება, მის მიხედვით ბოლო უბოროტესს ტირანზე და ანტიქრისტეზე. ტერმინი ანტიქრისტე თავად ნოსტრადამუსს ეკუთვნის. განვიხილოთ, მერვე ცენტურიის 77-ე კატრენი: “ანტიქრისტე სამეულს (იხ. დანიელ წინასწარმეტყველი თ.7 მ.24) არაფერს არ უწილადებს, ომი ოცდაშვიდი წლით გაჭიანურდება, ირგვლივ სისხლია,გვამები მიწას აბინძურებს, დამნაშავეს ათბობს ქვეყანა-მოაზროვნე კი იღუპება”. მეორე ვარიანტი - ნოსტრადამუსის 179 კატრენი: “ანტიქრისტე მალე გაანადგურებს სამს (იხ. დანიელ წინასწარმეტყველი თ.7 მ.24). მისი ომი გაგრძელდება ოცდაშვიდ წელიწადს. ურწმუნოები დაიხოცებიან; დატყვევებულნი, გახიზნულნი, სისხლი, ადამიანთა გვამები, წყალი და წითელი სეტყვა დაფარავს დედამიწას”. კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი იმპერიის ბოლო უბოროტესს ტირანად და ბოლო ანტიქრისტედ ნოსტრადამუსს მიჩნეული ჰყავს ვლადიმერ (666) პუტინი. თუ რატომ ამას ქვემოთ დავინახავთ. თუ ოქტომბრის დასასრულს ანუ სსრკ-ს დასასრულს 1991 წ. მივუმატებთ 27 წ. მივიღებთ 2018 წ. ხოლო თუ ათვლა ხდება 1999 წ. როცა პუტინი მოვიდა ხელისუფლებაში მაშინ ვიღებთ 2026 წ. პუტინმა სხვათა შორის ერთი მეფე ასლან მასხადოვის სახით უკვე დაამხო. პუტინმა გადააყენა ვადაზე ადრე ფაქტობრივად ელცინი. მან მოიყვანა თავისი მარიონეტი მედვედევი, სახელმწიფოს ოფიციალურ ხელმძღვანელად და მმართველად, მანვე ჩამოართვა სახელმწიფოს ხელმძღვანელობა და მმართველობა მედვედევს ანუ პუტინმა დაამდაბლა მედვედევი, ისევე როგორც ელცინი. ამით შესრულდა ნოსტრადამუსისა და დანიელ წინასწარმეტყველის წინასწარმეტყველება, იმპერიის უკანასკნელი იმპერატორის მიერ, სამი მეფის დამდაბლების-დამხობის შესახებ. რა უნდა მოხდეს ამ წლებში? უნდა მოხდეს ის რომ “დიდი ბაბილონი” მათ შორის რუსეთის იმპერია უნდა დაემხოს, უნდა დაემხოს ყველა ტოტალიტარული და ტირანიული რეჟიმი, მათ შორის ირანშიც და სხვებისაც - იმ ქვეყნებშიც რომლებიც, მსოფლიო ცივილიზაციის საფრთხეს წარმოადგენენ. კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ ვთვლი რომ ეს საკმარისია.

ეხლა კიდევ ვნახოთ ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება, მის მიხედვით უკანასკნელ იმპერატორზე, უდიდესს ტირანზე და ანტიქრისტეზე. ტერმინი ანტიქრისტე თავად ნოსტრადამუსს ეკუთვნის. მეათე ცენტურიის 71-ე კატრენი: “რით ვეგებებით ოცდამეერთე საუკუნეს, ალმოდებული ციდან ჩამოსული (ჩეჩნეთის საავიაციო დაბომბვები 1999 წელს და ჩეჩენი ხალხის გენოციდი-ჩემი განმარტება), დედამიწაზე განაგებს უკვე, საუკუნის დასასრული და დასაწყისი მოიყვანს ადამიანს,მეამბოხეს, ხოლო მარსის აღმოჩენამ თავისუფლებას შეუქმნა საფრთხე”. იგივე უკანასკნელი უდიდესი იმპერიის, პირსისხლიან ტირანზე და ანტიქრისტეზე ანუ იგივეზე ოღონდ მეორე ვარიანტი. ნოსტრადამუსის 207 კატრენი: “ 1999 წლის მეშვიდე თვეს, ციდან მოვა მრისხანე სიკვდილი. ის გააცოცხლებს მონღოლთა დიდ მეფეს. მის მოსვლამდე, და მოსვლის შემდეგაც იქნება საშინელი ომი”. როგორც ვიცით ვლადიმერ პუტინი სწორედ 1999 წლის ივლისს-აგვოსტოში მოგვევლინა რუსეთის პრემიერ-მინისტრად ანუ იგია მონღოლთა დიდი მეფე (იგია დღეს “გოგი” -“მაგოგის” ერიდან), რადგან რუსები ეთნოგენეზისით მონგოლოიდები არიან და თავადაც პუტინი წარმოშობითაც მონგოლოიდია. ჯერ კიდევ 1999 წ. ივლისში (ანუ მეშვიდე თვეს) ელცინმა თავის ვიწრო გარემოცვის უშიშროების საბჭოს სხდომაზე, სადაც პუტინიც იმყოფებოდა, გამოაცხადა, რომ მაშინდელ ფსბ-ს ხელმძღვანელსა და უშიშროების საბჭოს მდივანს, პუტინს დანიშნავდა პრემიერ მინისტრად და ის იქნებოდა მისი მემკვიდრე ანუ შემცვლელი პრეზიდენტის პოსტზე. 9 აგვისტოს პუტინი დაინიშნა მთავრობის თავმჯდომარის ანუ პრემიერის, მოვალეობის შემსრულებლად და ელცინმა ტელემიმართვაში იმავე დღეს პუტინი თავის მემკვიდრედ გამოაცხადა. 16 აგვისტოს ის ოფიციაურად დაამტკიცეს პრემიერ მინისტრად. 31 დეკემბრიდან ის არის რუსეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. 2000 წლის 26 მარტს ის პრეზიდენტად იყო არჩეული. 1999 წლის 7 აგვისტოს მოხდა ბასაევის და ხატტაბის მებრძოლების შეჭრა დაღესტნის ჩეჩნებით დასახლებულ რაიონებში. ამის საპასუხოდ, მანვე მოიფიქრა და შეუკვეთა 1999 წლის სექტემბერში, რუსეთის ქალაქებში: ბუინაკსკში, მოსკოვში და ვოლგადონსკში მრავალსართულიანი სახლების აფეთქება, რომლის დროსაც 300 მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ოფიციალურად მის შემსრულებლად გამოცხადნენ ყარაჩაეველი და დაღესტნელი დაქირავებული მებძოლები, ხოლო შემკვეთებად არაბი მეთაურები ხატტაბი და აბუ უმარი. ამავე პერიოდში ადგილობრივი სამართალდამცავების მიერ აღკვეთილ იქნა კიდევ ერთი ტერაქტის მცდელობა რიაზანში. რა მოხდა რიაზანში სინამდვილეში: ერთ-ერთი მრავალსართულიანი სახლის სარდაფში უცხო საეჭვო პირებს, შეჰქონდათ ვითომ ფქვილით სავსე ტომრები. ამ სახლის მცხოვრებლებმა გამოიძახეს რიაზანის ადგილობრივი სამმართალდამცავები. მოსულ ადგილობრივ სამმართალდამცავებსა და იმ უცხო პირებს შორის მოხდა შეხლა-შემოხლა, რასაც მოსახლეობაც შეესწრო. იქვე გაირკვა რომ ტომრებში ფქვილი კი არა, სინამდვილეში ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი იმყოფებოდა, ხოლო ის საეჭვო პირები მოსკოვიდან ჩამოსული ფსბ-ს თანამშრომლები იყვნენ. ფსბ-ს თანამშრომლებმა ადგილობრივებს განუცხადეს, ჩვენ ტერაქტის საწინააღმდეგო სწავლებას ვატარებთო აქ რიაზანშიო. ხოლო დასმულ კითხვებზე რა საჭირო იყო სწავლების დროს ნამდვილი ჰექსოგენის გამოყენება და რატომ არ ჩააყენეს ადგილობრივი სამმართალდამცავები საქმის ყურში, ისინი დაბნეული პასუხობდნენ. ეს ტერაქტები რომ პუტინის ორგანიზებული იყო, ამის თაობაზე განაცხადა კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორმა ალექსანდრე ლებედმაც და ის ცოტა ხანში ვერტფრენის ავარიის შედეგად საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. ფსბ-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა ალექსანდრე ლიტვინენკომ იგივე განაცხადა ლონდონში და ის სასტიკი საწამლავით მოწამლეს. სწორედაც აი ამ ტერაქტების ფონზე დაიწყო რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომი. ქ. გროზნოს მასირებული დაბობვა დაიწყო 1999 წ. სექტემბერში და დასახლებული პუნქტების მასირებული დაბობვა, კიდევ ძალიან დიდხანს გრძელდებოდა და “ციდან მოვიდა მრისხანე სიკვდილი” მშვიდობიანი ჩეჩენი მოსახლეობისთვის. რადგანაც დაიწყო ჩეჩნეთის რესპუბლიკის ქალაქების და სოფლების წარმოუდგენელი საავიაციო დაბომბვები, სწორედაც მშვიდობიანი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა (ასეულ ათასობით-ციფრი ჯერ კიდევ დაუზუსტებელია), ამ საავიაციო დარტყმების (“ციდან მოსული მრისხანე სიკვდილი”) დროს გაწყდა. საბოლოოდ რუსეთ-ჩეჩნეთის ორივე ომის დროს დაიღუპა 300000 ათასი ადამიანი. მათი აბსოლუტური უმრავლესობა მშვიდობიანი მოსახლეობა იყო, რომელთა უმრავლესობა სწორედაც ამ საავიაციო დაბომბვების დროს გაწყდა, რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომის დროს. ყველაფერი ამის განმახორციელებელი და ხელმძღვანელი, სწორედ პირ-სისხლიანი ჯალათი ვლადიმერ (666) პუტინი იყო.

ვინ არის პუტინი დღეს, მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი. დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებით ჯერ კიდევ 2008 წ. მისი ქონება მოიცავდა 40 მლრდ. დოლარს, მას აქვს დიდი წილი “სურგუტნეფტოგაზში”, “გაზპრომში” რომელიც რა თქმა უნდა სხვის სახელზე აქვს გაფორმებული ანუ ბენეფიციარი მფლობელი თვითონ არის, მაგრამ გაფორმებულია მინდობილობით მის წარმომადგენლებზე და ამ შემთხვევაში ბენეფიციარი მფლობელი არ ჩანს ასე ადვილად. რადგან ორმაგი მინდობილობებიც არსებობს და ეს ძირითადად ობშერულ ზონებში კეთდება ხოლმე (ეს არის თანამედროვე ბიზნესის ძალიან მანკიერი პრაქტიკა და ძნელი ხდება ჭეშმარიტი მფლობელის დადგენა). მას აქვს საერთო ბიზნესი (ხოლო ოფიციალურად დაფარულია ეს საერთო ბიზნესი) თანამედროვე უკვე ყოფილ “მეძავ მეფესთან” (იხ. აპოკალიფსური “მეძავი მეფეები”, რომლებიც იგოდებენ “ბაბილონის დაცემის” გამო) სილვიო ბერლუსკონისთანაც, რომელიც სხვათა შორის პირდაპირი გაგებითაც მეძავეობდა არასრულწლოვან გოგონასთან. როგორ ექცევა პუტინი თავის მოქალაქეებს იქიდანაც ჩანს, რომ როცა 2000 წ. 12 აგვისტოს ატომური წყალქვეშა გემი კურსკი ჩაიძირა, ახლო მყოფი ევროპელები თავიანთი უფრო თანამედროვე სამაშველო ტეხნიკით ახლოს არ მიუშვა, რათა დახმარებოდნენ ტრაგედიაში მყოფ მეზღვაურებს. ვითომ დახმარებასთან ერთად ატომური წყალქვეშა გემის სტრუქტურას შეისწავლიანო, ხოლო თავიანთი გაგზავნილმა მაშველმა ბრიგადებმა, თანაც მოძველებული ტეხნიკით, ცოცხლებს ვეღარ მიუსწრო და დაიღუპა 118 ადამიანი. 2002 წ. 23-26 ოქტომბერში “ნორდ ოსტის” ტერაქტის დროს მოსკოვში, ტერორისტების განადგურების მოსახლეობისთვის ძალიან სახიფათო ოპერაცია განახორციელა და დაიღუპა 174 მშვიდობიანი რუსეთის მოქალაქე. ამ ტერაქტების კულმინაცია იყო 2004 წ. 1-3 სექტემბერი ბესლანის ტერაქტი და ე.წ. “ბესლანის ტრაგედია”, სადაც მძევლების აბსოლუტური უმრავლესობა ბავშვები იყვნენ. ტერორისტები არავის მოკვლას არ აპირებდნენ, მათ ხომ არავინ ამართლებს, მაგრამ ისინი ითხოვდნენ დაწყებულიყო მოლაპარაკება ჩეჩნებსა და რუსებს შორის და იმის მაგივრად რომ პუტინს მოეტყუებინა მაინც ტერორისტები, რომ ვითომ დიალოგზე წავიდოდა მებრძოლებთან და დრო მაინც მოეგო ამით, მან მალევე გასცა ბრძანება ტერორისტების ლიკვიდაციისა. რათა დაემტკიცებინა ყველასთვის, რომ ტერორისტებთან და ჩეჩენ მებრძოლებთან არასოდეს წავიდოდა დიალოგზე. ამ ლიკვიდაციის შედეგი იყო ის, რომ დაიღუპა 331 ბავშვი და მათი აბსოლუტური უმრავლესობა სპეცნაზელების ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა. ვლადიმერ (666) პუტინმა მოახდინა საქართველოს ძირ-ძველი ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამაჩაბლოს), სრული ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსია და მათი დამოუკიდებლობის აღიარება. ყოველივე ამის მერე, ზოგიერთნი რატომ ეძებთ “ვირტუალურ ანტიქრისტეებს” სადღაც ევროპის დასავლეთში.

იოანე ღვთისმეტყველი აპოკალიფსში ამბობს: მხეცი ანუ 666 რომელიც იყო და არ არის და კვლავ მოვა, მერვეა შვიდთა რიცხვიდანო. ე. ი. 666 იყო პირველი თავი პირველი რქა, მერე არ იყო და მერე 666 კვლავ მოვიდა იმპერიის ბოლოს, თანაც მერვეა და თანაც შვიდთა რიცხვიდან ანუ შვიდი მმართველიდან უნდა მოსულიყო. პუტინი იყო მეშვიდე თავი ცოტა ხნით და 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ მერვე თავად შეიქმნა. ამავე დროს, ვლადიმერ (666) ლენინი, რომლის სახელის შესაბამისი რიცხვი ალეგორიულად არის რიცხვი "666", იყო აპოკალიფსური იმპერიის პირველი იმპერატორი და ბოლოს "666" ნიშნის ანუ სახელის მქონე იმპერატორი კვლავ მობრუნდა იმპერიის უკანასკნელ მმართველად, ვლადიმერ (666) პუტინის სახით, რომლის სახელის რიცხვი კვლავ 666-ია. იოანემ იწინასწარმეტყველა იმპერიის პირველ და უკანასკნელ მმართველებს ერთი და იგივე სახელი ექნებათო და რადგანაც მას უყვარს ღრმა მისტიური ალეგორიები სახელი "ვლადიმერი" იგივე "მსოფლიოსმპყრობელი" შეადარა სოლომონის იმპერიის ფინანსური ძლიერების სიმბოლოს რიცხვ 666-ს, რადგანაც სოლომონის იმპერიის წლიური შემოსავალი იყო 666 ტალანტი ოქრო.

ავტორი: დანიელ სავანელი

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵როგორ ამოვიცნოთ „ომიკრონის“ შტამი

🔵პოროშენკო სასამართლომ პირადი თავდებობით გაათავისუფლა

🔵ხვალიდან, 20 იანვრიდან იტალიაში სტილისტთან, დალაქთან და კოსმეტოლოგთან „კოვიდ პასპორტის“ გარეშე ვეღარ მიხვალთ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1732359901

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. სააგენტოს ცნობით, 24 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. სანა...

ამინდი

1732356459

საზოგადოება

„პოლიტიკოსები და ადამიანები, რომლებიც უარყოფენ და მიდიან ღვთის კანონის წინააღმდეგ, ყველანაირად მიუღებელნი არიან, ჩვენი ქვეყანა და ერი ქრისტეს უნდა ემსახურებოდეს“ - შალვა კეკელია

პოლიტიკოსები და ადამიანები, რომლებიც უარყოფენ და ღვთის კანონის წინააღმდეგ მიდიან, მიუღებელნი არიან, – ამის შესახებ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა...

მამა შალვა კეკელია

1732350788

საზოგადოება

რომელ პროდუქტებთან, პრეპარატებთან და ვიტამინებთან არ შეიძლება ყავის მიღება - ნუტრიციოლოგის რჩევები

ყავის, კოფეინის სასარგებლო და მავნე თვისებები - რომელ პროდუქტებთან არ შეიძლება ყავის მიღება; რომელი ვიტამინებისა და მინერალების შეწოვას ამცირებს ეს მატონიზირებელი სასმელი, რომელიც ყველას ძალიან გვიყვა...

აა

1732341504

საზოგადოება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის წამების დღეს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს.  საქართველოში გიორგობას ორჯერ, 6 მაისსა და 23 ნოემბერს აღნიშნავენ. ეკლესია წმინდა გიორგის მხედართა, მიწი...

საზოგადოება

1732307021

ჰოროსკოპი

23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

 რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ, პრაქტიკული მიდგომა გამოიჩინოთ. ნუ მისცემთ საკუთარ თავს უფლებას, რომ რე...

ზოდიაქო - ჰოროსკოპი