"რატომ ვერ აღწევს ომიკრონი ფილტვებამდე?" - მოლეკულური ბიოლოგის, ცოტნე ჯავახიშვილის განმარტება
აშშ-ში მოღვაწე ქართველი მოლეკულური ბიოლოგის, ცოტნე ჯავახიშვილი, Facebook-ზე კორონავირუსის ახალი ვარიანტის ომიკრონის თვისებებს ეხმიანება და წერს:
" ომიკრონი - გაირკვა ბევრი რამე, კერძოდ:
- საიდან და რატომ გაჩნდა ეს ვარიანტი;
- რა გზით გაურბის იმუნიტეტს;
- რატომ არ/ვერ აღწევს ფილტვებამდე;
- რატომ არის მსუბუქი;
- რატომ არის ასე გადამდები;
- რატომ არის საშიში;
- თუ ეს და სხვა რამეებიც კარგად გავიგეთ, უფრო ადვილი იქნება… ყველაფერი უფრო ადვილი იქნება;
1. ახალი მუტაციები და ძველების კომბინაციები გაბნეულია ომიკრონის მთელ გენომში;
რატომ ვერ აღწევს ფილტვებამდე?
- თურმე იმიტომ, რომ ვერ ასწრებს. ვერ ასწრებს იმიტომ, რომ ომიკრონის სპაიკი კიდევ უფრო მაგრად (დელტაზე უკეთ) ებმის თავის რეცეპტორს, ამიტომ ზედა სასუნთქი გზები ვირუსებს “იჭერენ”;
- ასე ადვილად გადამდებიც ამიტომაა, რომ მაგრად ებმის რეცეპტორს. ამას “აფინიტი” ჰქვია სტრუქტ ბიოლოგიის ენაზე;
2. თუკი თავის რეცეპტორს მაგრად ებმის, ანუ სწრაფად და ადვილად შედის უჯრედში, რატომაა მსუბუქი?
- თურმე იმიტომ, რომ აქვს მუტაცია E გენში და ამ გენის პროდუქტი ცილა E აქამდე ყველა ვარიანტში თრგუნავდა ინტერფერონებს. ინტერფერონები ერთგვარი სიგნალია, რომ რაღაც ვირუსი შემობორიალდა და არიქა, მზად იყავით.
ანუ მეზობელი უჯრედები აზრზე არ იყვნენ რომ მალე მაგათი რიგიც მოდიოდა.
ომიკრონის ეს მუტაცია ნაკლებად თრგუნავს ინტერფერონებს, ანუ დაინფიცირებულის მეზობელი უჯრედები აზრზე მოდიან და თავს იცავენ. ნაწილობრივ (მხოლოდ ნაწილობრივ) ამიტომ სიმპტომებიც მსუბუქია. ჯერჯერობით;
3. მაშ როგორ მრავლდება ასე სწრაფად?
- ომიკრონს ისეთი მუტაცია აქვს ე. წ. N გენში რაც დაახლოებით 2-3 ჯერ (ალბათ მეტჯერ) აჩქარებს ახალგამოჩეკილი ვირუსების აწყობას უჯრედში, და ეს ერთგვარად აბალანსებს ანუ აკანსელებს ინტერფერონების ეფექტს - ოღონდ (ეს მნიშვნელოვანია) მხოლოდ ინფიცირებულ უჯრედში.
ინტერფერონული “პასუხი” გლობალურია, სიგნალი უჯრედებიდან გამოდის და “ჟბანში” სხვა უჯრედებს აფრთხილებს. ამიტომ ვირუსი სხვა უჯრედებზე და ქსოვილებზე ადვილად ვერ გადადის. მაგრამ ზედა სასუნთქი გზებიდან ამოფრქვეულ ახალ თაობას ვერაფერს უშვრება. ეს თაობაც თავისუფლად “დაგულაობს”, განსაკუთრებით სათხილამურო კურორტებზე, სადაც სურდო და ცხვირში თხლიპინი ხშირად იფაქტება; კორონა ამ თხლიპინს იყენებს; რა მოხდა გუდაურში ყველამ ვიცით;
ახლა ცოტა გენომიკა:
სწრაფად გამრავლებას ხელს უწყობს მუტაციები ე.წ. პოლიმერაზას და ეგზონუკლეაზას გენებშიც (ამათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს), ანუ გენომის რეპლიკაცია სწრაფად ხდება.
ზოგადად: რაც უფრო სწრაფად ხდება დნმ ის და მით უმეტეს რნმ ის რეპლიკაცია, მით მაღალია ახალი მუტაციების გაჩენის შანსი;
ეს ხდება კიდეც - ეგაა, რომ ომიკრონს უკვე იმდენი მუტაცია აქვს რომ ახლები, ასე ვთქვათ ვეღარ ქაჩავენ - აბსოლუტური უმრავლესობა იღუპება;
მაგრამ - მუტაციების გაზრდილი სიხშირე იმასაც ნიშნავს, რომ უკვე არსებულების ე.წ. რევერსია ადრე თუ გვიან მოხდება (უკვე მოხდა) და ახლებისთვის “სივრცე” გამოთავისუფლდება.
ესეც ახალი ვარიანტების წყარო.
4. საიდან გაჩნდა ეს ვარიანტი?
- შეიცვალა გარემო. იმუნიტეტის სახით კორონა წააწყდა დაბრკოლებას. ამუშავდა “მომაწვები-მოგაწვების” წესი. მოხდა სელექცია. ზემო ხსნებულ ეგზონუკლეაზაში, რომელიც თვითონ არეგულირებს მუტაციების სიხშირეს, ჩანს რევერსიის კვალი (ეს გენეტიკური კოდის თავისებურებაა) ანუ მუტაცია იქაც მოხდა, რამაც გააათასმაგა მთელ გენომში მუტაციები. ამათი 99.999…% იღუპებოდა. ამიტომ ვერ ვხედავდით. მაგრამ ერთხელაც ისევ ამ ეგზონუკლეაზაში იგივე ადილას მოხდა მუტაცია, ანუ რევერსია. ფუნქცია აღდგა. ვირუსი “დასპაკოინდა”. ახალი ვარიანტიც გამოიჩეკა.
5. ომიკრონის და შემდეგი თაობების (თებერვლის ბოლოს ალბათ უკვე გამოჩნდება) გავრცელება აუცრელების ბრალია. ცალსახად.
ნუ, მოკლედ ასეა და გრძლად საუბარს სხვა ფორმატი სჭირდება.
ევოლუციის მთავარი პრინციპი:
გადარჩება არა ღონიერი ან გონიერი, არამედ ის ვინც უკეთ ეგუება ცვლილებებს. ნუ ვიფიქრებთ რომ ბაღლინჯოებს რამით ვსჯობნით.
ბაქტერიებზე და ვირუსებზე, რომ არაფერი ვთქვათ.
რა ხდება ან მოხდება კლინიკებში, აზრზე არა ვარ. ეს ექიმების და ეპიდემიოლოგების საქმეა", - წერს ცოტნე ჯავახიშვილი.
ამავე თემაზე:
🔳 თამარ გაბუნია: ჯერჯერობით დადასტურებული "ომიკრონის" არცერთი შემთხვევა გართულებული არ ყოფილა
1791975355
საზოგადოებათორნიკე ფაღავა საკონსტიტუციო სარჩელზე: არ შეიძლება ერთი ხელით წვავდე პარლამენტს, ცესკოს შენობასა და სასამართლოს და ამავდროულად გქონდეს შესაძლებლობა, ისარგებლო დემოკრატიული სიკეთეებით
თორნიკე ფაღავამ პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის თარიღის დანიშვნას გამოეხმაურა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული სარჩელი ძლიერი არგუმენტები...
1791973819
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი, აღვნიშნოთ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი, გადავშალოთ ეს ფურცელი მომავალ საუკუნეში, მომავალი თაობისთვის, რომელიც შეიკრიბება 100 წლის შემდეგ, რომ აღნიშნოს 1800 წლის იუბილე
ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი, აღვნიშნოთ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი, გადავშალოთ ეს ფურცელი მომავალ საუკუნეში, ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომელიც ზუსტად აქ აუცილებლად შეიკრიბ...
1791972726
საზოგადოებაშიო მესამე: ჩვენს მიერ განვლილი საუკუნეები მეტყველებს იმაზე, რომ არანაირ სირთულეს და განსაცდელს არ უნდა შევუშინდეთ, არამედ მტკიცედ ვიდგეთ ქრისტეს, მართლმადიდებელი ერთგულების გზაზე და ღვთისმშობელი ყოველთვის დაგვიფარავს და გადაგვარჩენს
მცხეთის საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ მრევლს დღესასწაული მიულოცა. მისი თქმით, საქართველოს მიერ განვლილი საუკუნეები მეტყველებს იმაზე, რომ არანაირ სირთულეს და განსაცდელს...
1791972495
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: სვეტიცხოველი ცისა და მიწის შემაერთებელი სვეტი, ჩვენი დედა ეკლესიის მთავარი ტაძარი, ჩვენი ეროვნული იდენტობის, გადარჩენისა და მარადიულობის უმთავრესი სიმბოლოა
დღეს ჩვენ შევიკრიბეთ მცხეთაში - ჩვენს უმთავრეს სულიერ დედაქალაქში, იმ უძველეს მიწაზე, სადაც საუკუნეების წინ წმინდა ნინოს ქადაგებით, მირიან მეფისა და ნანა დედოფლის მეოხებით ქრისტიანული რწმენის ურყევი ს...
1791971349
ახალი ამბებივატიკანი: რომის პაპს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს - ექიმებმა მას ფილტვის ნაწილი ამოკვეთეს
Reuters-ი ვატიკანის სამედიცინო ბიულეტენზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რომის პაპ ლეოს ფილტვის კიბო მას შემდეგ დაუდგინდა, რაც ქირურგებმა მას მარჯვენა ფილტვის ნაწილი ამოჰკვეთეს. როგორც მედიასაშუალება აღნი...


























