„როდესაც შვილებს ასე დალოცავთ, ნახავთ ოჯახში როგორი სიყვარული და სიმშვიდე შემოვა” - საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ილია მეორე

აქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ქადაგებიდან:

„ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც დგას კაცობრიობის წინაშე, ეს არის ოჯახის პრობლემა. ურთიერთდამკიდებულება მშობლებსა და შვილებს შორის. მათ შორის სიმშვიდე არ არის. იმის მაგივრად რომ შვილები სიყვარულით იყვნენ, ძალიან ხშირად აკრიტიკებენ, შეურაცხყოფას აყენებენ დედ-მამას. არის შემთხვევა, როცა დედა სწყევლის შვილებს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ძალიან საშიშია და წყევლა სრულდება.

ჩვენს წინაპრებში იყო შვილების დალოცვის ტრადიცია. იმისათვის, რომ შვილი ბედნიერი იყოს, მშობელმა ყველა შვილი ცალ-ცალკე უნდა დალოცოს. დალოცვის წინ აჩუქოს მას ნაკურთხი ხატი, რომელიც იქნება შვილისათვის მფარველი მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

თქვენ უნდა მოემზადოთ, სანამ დალოცავთ თქვენს შვილს. მამამ ცალკე უნდა დალოცოს და დედამ ცალკე. ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ შეასრულებთ ამ წესს. ეს დალოცვა ჩვენ შევადგინეთ და დღეს პირველად წავიკითხავ. ასეთი წესი იქნება, შვილს დააყენებთ მუხლებზე, იმ ხატის წინაშე, რომლითაც თქვენ ლოცავთ. ორივე ხელს დაადებთ თავზე და წაიკითხავთ ამ ლოცვას. თქვენ ნახავთ, უფალი სასწაულს მოგივლენთ და სრულიად შეიცვლება თქვენი ოჯახი სიკეთისაკენ. უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. თქვენ ნახავთ რომ დალოცვის შემდეგ ოჯახში სიყვარული და სიმშვიდე შემოვა. დამშვიდდებიან მშობლები, დამშვიდდებიან შვილები.

„ღმერთო ჩვენო, მამაო ყოვლისა მპყრობელო, ძეო ღვთისაო, უფალო ჩვენო იესო ქრისტე, სულო წმინდაო, ცხოველსმყოფელო, სამებაო, ერთარსო და განუყოფელო, გარდამოიხილე ზეცით, მოწყალე თვალით და დალოცე შვილები ესე საქართველიოსა, მონანი და მხევალნი ღვთისანი და მიმადლე მათ მრავალჟამიერი სიცოცხლე, ჯანმრთელობა, მტკიცე მართლმადიდებლური სარწმუნოება, სიყვარული ღვთისა და მოყვასისა, თავმდაბლობა, განცდაი თვისთა ცოდვათა, სიბრძნე, სიმშვიდე, მოთმინება, ნიჭი და უნარი სწავლისა და შრომისა, ბედნიერი ოჯახი, მრავალი შვილი, კეთილდღეობა და სიხარული, გონება საღი და გახსნილი, გული წმინდა, სიყვარული მშობელთა თვისთა, ჰოი უფალი შეისმინე ჩემი ლოცვა და დაიფარე შვილნი ესე ჩემი ხილული და უხილავი მტრებისაგან და ღირს ჰყავ ისინი ცათა სასუფევლისა, ლოცვითა და მეოხებითა ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა და ყოველთა წმინდათა შენთათა, ამინ.

წყარო: პრაიმტაიმი 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1739713419

ახალი ამბები

„შეგვაძლებინოს უფალმა, რომ ჩვენც დავიწყოთ სინანული, გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება უძღები შვილის მსგავსად“ - მეუფე შიო

„შეგვაძლებინოს უფალმა, რომ ჩვენც დავიწყოთ სინანული, გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება უძღები შვილის მსგავსად, რომელიც მიხვდა, რომ ღმერთის გარეშე იღუპება...“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენ...

მეუფე შიო

1739711949

მსოფლიო

საბერძნეთის 4 კუნძულზე ისევ საგანგებო მდგომარეობაა

ეგეოსის ზღვაში უწყვეტი სეისმური აქტივობის გამო, საბერძნეთის 4 კუნძულზე სასწავლო პროცესი კიდევ ერთი კვირის განმავლობაში შეჩერებული იქნება. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. საბერძნეთის პრემიერ-მინის...

საბერძნეთი

1739708239

ახალი ამბები

რკინიგზის სადგურზე მომხდარი ჭყლეტის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა - შემთხვევა ინდოეთში მოხდა

ინდოეთში, ნიუ-დელის რკინიგზის სადგურზე მომხდარი ჭყლეტის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას daily mail-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, რკინიგზის სადგურზე ორი მატარებელი დაგვიანებით მივიდა...

რკინიგზის სადგური

1739704435

ახალი ამბები

„ენით გამოუთქმელი ტრაგედიაა ორი პატარას გარდაცვალება, პარალელურად, წარმოუდგენელ არაადამიანობას ვაწყდებით: ოღონდ პოლიტიკური ქულები დაიწერონ და ამ ტრაგედიაზე გეგმები განაახლონ, ყველაფერს კადრულობენ“ - მამუკა მდინარაძე

„ენით გამოუთქმელი ტრაგედიაა ორი პატარას გარდაცვალება. ალბათ სიტყვები ზედმეტია, თუმცა უნდა მოვახერხოთ თანავუგრძნოთ, ვანუგეშოთ - თუკი რამენაირად ეს შესაძლებელია“, - წერს „ქართული ოცნების" აღმასრულებელი...

მამუკა მდინარაძე

1739701781

მსოფლიო

თეთრი სახლის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი სამსახურიდან ათავისუფლებს აიტი სპეციალისტებს, რომლებიც ფედერალურ აიტი დეპარტამენტში ჯერ კიდევ ობამას პრეზიდენტობის პერიოდიდან მუშაობენ

თეთრი სახლის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი სამსახურიდან აიტი სპეციალისტებს ათავისუფლებს, რომლებიც ფედერალურ აიტი დეპარტამენტში ჯერ კიდევ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდიდან მუშაობენ. ინფორმაცია...

ოფისი