როდის დაიწყება მესამე მსოფლიო ომი? - ალოის ირმაიერის ხილვა

ყველაფერი იწვოდა, ყველა ყვიროდა შალომ! ვხედავ დიდებული ვარდება, მის გვერდით სისხიანი დანა დევს. ორი კაცი მოკლავს მაღალი რანგის პერსონას. ერთი მკვლელი დაბალი შავთმიანია, მეორე ქერაა ცოტა მაღალი. იცინი დაქირავებულნი იქნებიან. ამ მკვლელობის შემდეგ გაჩაღდება ახალი ახლო აღმოსავლეთის ომი. ხმელთაშუაზღვაში მოხდება სხვადასხვა სამხედრო–საზღვაო ბრძოლები, დაძაბული სიტუაცია იქნება. ვხედავ სამ ციფრს: ორ რვიანს და ცხრას, მაგრამ არ ვიცი რას აღნიშნავენ, რომელ დროს მივაკუთვნო ისინი. ომი გამთენიისას დაიწყება და მოვა მოულოდნელად. შავი ჯარი მოვა აღმოსავლეთიდან, ყველაფერი სწრაფად მოხდება. ვხედავ სამიანს, მაგრამ არ ვიცი რას ნიშნავს, იქნებ სამ დღეს ან სამ კვირას. ეს ეხება ოქროს ქალაქს. ომის წინა წელი ძალიან უხვმოსავლიანი იქნება, ხოლო ზამთარი რბილი.
გაერთიანებული ჯარი მარშით გაივლის აღმოსავლეთიდან ბელგრადამდე, ხოლო შემდეგ იტალიისაკენ დაიძვრებიან. შემდეგ სამი ჯარი ელვის სისწრაფით, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაიძვრება ჩრდილო დუნაის მიმართულებით მდინარე რეინისაკენ. პირველი ბავარიის ტყესთან გამოჩნდება, ჩრდილო მიმართულებით, დუნაის გასწვრივ. მეორე არმია მოვა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ საქსონიის ზემოთ რურას აუზთან. მესამე, მოვა ჩრდილო–აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ და გაივლის ბერლინზე. რუსები არსად არ გაჩერდებიან, დღე და რამე ისინი შეუჩერებლივ იმოძრავებენ მიზნისაკენ, რურას აუზისაკენ. მოსახლეობა პანიკაში გაიქცევა დასავლეთისაკენ. მანქანები ჩახერგავენ გზას და დაბრკოლებას შექმნიან ტანკებისათვის. ვერ ვხედავ ვერანაირ ხიდს დუნაიზე რატიზბონას ჩრდილოეთით. განადგურებული ფრანქფურტი უკვე აღარ ჰგავს დიდ ქალაქს. რეინის დაბლობი დაცარიელებულ იქნება, ძირითადად ჰაერიდან.
ვხედავ დედამიწას როგორც ბურთს და მასზე თვითმფრინავების საჰაერო გზებს, რომლებიც ზემოთ მიფრინავენ, როგორც თეთრი მტრედების ჯგუფი. "დიდი წყლიდან" დაუყოვნებლივ მოვა შურისძიება. ამავე დროს "ყვითელი ბოლი" მიაღწევს ალიასკასა და კანადას, მაგრამ შორს არ წავა....
ისევ ვხედავ თვალწინ დედამიწას, როგორც ბურთს, რომლის ზემოთაც თეთრი მტრედები მიფრინავენ. დიდი რაოდენობით მტრედებო სილიდან ზემოთ აფრინდნენ და მაშინ ჩამოვარდა ყვითელი მტვერი. ეს მოხდება თბილ ღამეს, როდესაც ოქროს ქალაქი განადგურდება. თვითმფრინავები ყვითელ მტვერს ჩამოყრიან შავ ზღვასა და ჩრდილო ზღვებს შორის. გაჩნდება სიკვდილის ზოლი, ზღვიდან ზღვამდე, ნახევარი ბავარიის სიგანით. იქ სადაც მტვერი დაეცემა – ყველაფერი მოკვდება, თითოეული ხე და ბუჩქი, ბალახი, ცხოველები, ყველაფერი გახმება და გაშავდება. სახლები მთლიანი დარჩება. მტვრის ყვითელი ზოლი მიაღწევს ყურეს ზემოთ მდებარე ქალაქებამდე. ეს გრძელი ზოლი იქნება, მაგრამ მე არ ვიცი ეს რა არის და ამიტომ არ შემიძლია მასზე უფრო ზუსტად წერა. ვინც ამ ზოლს გადავა მოკვდება. ისინი ვინც იქნებიან ერთ მხარეს, ვერ შეძლებენ მეორეზე გადასვლას. ამიტომ შემტევი ჯარები დაიშლებიან. ისინი იძულებულნი იქნებიან ჩრდილოეთისაკენ წავიდნენ. ყველაფერს რაც თან ექნებათ გადაყრიან. არავინ იქ აღარ დაბრუნდება. რუსეთის მომარაგება შეწყდება.
ორი ჯარი იბრძოლებს დასავლეთიდან სამხრეთ–დასავლეთისაკენ. დივიზიები ჩრდილოეთისაკენ შემოუხვევენ და მოიგერიებენ მესამე არმიის შეტევას. აღმოსავლეთით ბევრი ტანკი იქნება, რომლებიც ისევ მიდიან, მაგრამ შიგნით მხოლოდ გაშავებული გვამები იქნება. იქ პილოტები ყრიან პატარა შავ ყუთებს, რომლებიც მიწაზე დაცემამდე ფეთქდება. მაშინ იფრქვევა ყვითელი და მწვანე ბოლი ან მტვერი. ყველაფერი, რასაც ეს მტვერი შეეხება მოკვდება, ადამიანი, ცხოველი, მცენარე. ეს იმდენად ძლიერი საწამლავია, რომ ადამიანები შავდებიან, ხოლო მათი სხეულები ძვლებს ჩამოჩებიან. ერთი წლის მანძილზე ვერავინ ვერ შევა ამ ზონაში, წინააღმდეგ შემთხვევაში სიცოცხლეს რისკავს. ამის გამო შეტევა რეინზე შეჩერებულ იქნება. სამი არმიის არცერთი ჯარისკაცი უკან არ დაბრუნდება. ინფიცირებულ ზონაში ბალახი უკვე აღარ გაიზრდება მაგრამ ადამიანები შეძლებენ ცხოვრებას.
ბუნებრივი კატასტროფის თუ სხვა რამის გამო რუსები იძულებულნი იქნებიან ჩრდილოეთისაკენ გაიქცნენ. რეინზე ვხედავ ნახევარმთვარეს, რომელსაც ყველაფრის გადაყლაპვა უნდათ. ისინი ჩრდილოეთით გაფრინდებიან, სადაც მესამე არმია უტევდა, რათა ყველაფერი გაანადგურონ. იქ ყველაფერი მკვდარი იქნება. ბოლო ბრძოლა კელნის ახლოს გაიმართება.
ვხედავ აღმოსავლეთიდან მოფრენილ თვითმფრინავს რომელიც რაღაცას აგდებს დიდ წყლებში, და მაშინ რაღაც ძალიან გასაკვირი მოხდება. წყალი იმსიმაღლეზე აიწევა როგორც ციხესიმაგრე, და რასაც დაეცემა თან წაიღებს. მე არ ვიცი ეს რა არის ....... მიწისძვრა მოხდება და ინგლისის სამხრეთ ნაწილი ჩაიძირიბა. სამი ქალაქი განადგურდება: პირველი წყლით, მეორეზე, რომელიც ზღვის დონერზე მაღლაა განლაგებული მხოლოდ ეკლესიის გუმბათიღა გამოჩნდება, ხოლო მესამე მთლიანად განადგურდება. ყველაფერი ელვისებურად სწრაფად მოხდება.
ვხედავ სამ ზოლს – შეიძლება იყოს სამი დღე, კვირა ან თვე – ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. კუნძულები ჩაიძირება, იმიტომ რომ ზღვა აბობოქრდება. ვხედავ დიდ ხვრელებს ზღვაში, რომლებიც შეივსებიან, როდესაც დიდი ტალღები უკან დაბრუნდებიან. ზღვის მახლობლად განლაგებული ლამაზი ქალაქი თითქმის მთლიანად ჩაიძირება ზღვაში, ჭუჭყში და სილაში. სხვა ქვეყნები რომლებიც ზღვასთან ახლოს მდებარეობენ, დიდი რისკის ქვეშ იქნებიან, ზღვა მშფოთვარე იქნება, ტალღები სახლის სიმაღლე, ისე აქაფდებიან თითქოს მიწის ქვეშ რაც იხარშება. კუნძულები გაქრება, ხოლო კლიმატი შეიცვლება. იანვარი იმდენად თბილი იქნება, რომ კოღოებოც კი იცეკვებენ. შეიძლება ეს სხვა კლიმატურ ზონაში გადასვლაა. მაშინ უკვე აღარ იქნება ნორმალური ზამთრები, ისეთები რომელიც ჩვენ ეხლა ვიცით.
ომის დროს სიბნელე ჩამოწვება, რომელიც 72 საათი გაგრძელდება. დღის დროს ებნელება, სეტყვა მოვა, ელვა და ჭექაქუხილი იქნება, მიწისძვრები შეარყევენ მიწას. ამ დროს არ გამოხვიდეთ სახლიდან, მხოლოდ სანთლები აანთეთ. ჩამოაფარეთ ფარდები და არ გააღოთ ისინი. წყალი და პროდუქტები, რომლებიც მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში არ იქნება მოიწამლება და ასევე ის სურსათი რომელიც მინის ჭურჭელში იქნება. ყველაგან სიკვდილია, მტვრით გამოწვეული, ბევრი ადამიანი მოკვდება. 72 საათში ყველაფერი მორჩება, მაგრამ ვიმეორებ: არ გახვიდეთ გარეთ, დაწვით მხოლოდ სანთლები და ილოცეთ. იმ ღამით მოკვდება უფრო მეტი ხალხი ვიდრე, ორივე მსოფლიო ომში. არ გახსნათ ფანჯრები 72 საათის მანძილზე. მდინარეებში იმდენად მცირე წყალი იქნება, რომ მათი გავლა ადვილი შესაძლებელი იქნება. საქონელი დაიღუპება, ბალახი გაყვითლდება და გახმება, ადამიანთა გვამები გაყვითლდებიან და გაშავდებიან. შემდეგ ქარი ღრუბლებს აღმოსავლეთისკენ წაიღებს.
ქალაქი რკინის გუმბათით საკუთარი ხალხის მსხვერპლი გახდება. ისინი ყველაფერს დაწვავენ, იქნება რევოლუცია, ხალხი გაველურდება. საკუთარი მოსახლეობა ცეცხლს წაუკიდებს ქალაქს, მაგრამ იმათ გამო არა ვინც აღმოსავლეთიდან მოვლენ. ძალიან მკვეთრად ვხედავ ქალაქი მთლიანად განადგურებულია. იტალიაშიც არ იქნება სიმშვიდე. აღმოსავლეთიდან მოსულნი ბევრ ხალხს მოკლავენ. პაპი გაიქცევა, ბევრი ღვთისმსახური მოკლულ იქნება, ბევრი ეკლესია დაინგრევა.
რუსეთში მოხდება რევოლუცია და სამოქალაქო ომი. იქნება ბევრი გვამი ქუჩებში, არავინ არ მიხედავს მათ. რუსები ისევ ირწმუნებენ ღმერთს და მიიღებენ ჯვრის ნიშანს. მმართველები თავს მოიკლავენ და ამით ჩამოირეცხავენ სისხლიან დანაშაულს. ვხედავ, როგორ ირევიან ერთმანეთში წითელი და ყვითელი მასები, წარმოიშობა ბუნტი და საშინელი მკვლელობები. მაშინ იმღერებენ საახალწლო სიმღერებს და დაანთლებენ სანთლებს ხატებთან. ქრისტიანების ლოცვით ჯოჯოხეთის ურჩხული დამარცხდება, უამრავი ახალგაზრდა ადამიანი ირწმუნებს ღვთისმშობლის შეწევნას, დახმარებას.
გამარჯვების შემდეგ იმპერატორს გვირგვინს დაადგავს პაპი. რამდენად დიდხანს გაგრზელდება ეს ყველაფერი მე არ ვიცი. ვხედავ სამ ცხრიანს, მესამეს მოაქვს მშვიდობა. როდესაც ყველაფერი დამთავრდება ადამიანთა ნაწილი დაიღუპება, ხოლო დანარჩენებს ღვთის შიში გაუჩნდებათ. კანონები რომელთაც სიკვდილი მოაქვთ ბავშვებისთვის, გაუქმდება. მაშინ დამყარდება სიმშდვიდე. ვხედავ სამ მანათობელ გვირგვინს, გამხდარი ხანშიშესული ადამიანი იქნება ჩვენი მეფე. სამხრეთითაც ისევ გამოჩნდება "ძველი გვირგვინი". პაპი დაბრუნდება და იგლოვებს დაღუპულ ძმებზე.
ამ მოვლენების შემდეგ მოვა ხანგრძლივი და ბედნიერი დროის მონაკვეთი. ისინი, ვინც ცოცხლები დარჩებიან ძალიან ბედნიერები იქნებიან. ადამიანები დაიწყებენ ახალ ცხოვრებას იქ, სადაც იწყებდნენ მათი წინაპრები.

ასევე წაიკითხეთ:

🔵დააკავეს კაცი, რომელმაც მეზობელი სანადირო თოფით მოკლა

🔵ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელმაც შესაძლოა გიღალატოთ

🔵პატრიარქის ნათლული დღეს კიდევ 1 600 ბავშვი გახდა - საყოველთაო ნათლობა სამებაში

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745048475

მსოფლიო

კანადის პრემიერ-მინისტრი - გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ჩინეთი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს

 გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ჩინეთი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა. კანადის პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტებმა სთხოვეს, დაესახელებინა კანადის...

კანადის პრემიერ-მინისტრი

1745048027

ახალი ამბები

მამა შალვა კეკელია: თუ ჯვარცმას არ გაივლით, აღდგომა თქვენს ცხოვრებაში არასოდეს იქნება...

 თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა შალვა კეკელიამ მრევლს ქადაგებისას მიმართა. როგორც მამა შალვამ აღნიშნა, ადამიანი თუ თუ ჯვარცმას არ გაივლის, მის ცხოვრებაში აღდ...

მამაო

1745042779

ახალი ამბები

მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლას დაელოდება

 მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლას დაელოდება. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი, თეოფილე მესამე აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე თბილისის დროით,...

წმინდა ცეცხლი

1745009610

ახალი ამბები

მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს

დიდ შაბათს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრების გარშემო დილით გარდამოხსნის შემოტარების წესი შესრულდება. გარდამოხსნას, რომელზეც ჯვრიდან ჩამოხსნ...

მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს

1745008023

ახალი ამბები

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივ...

მოძრაობა