რომელი ტიპის შოკოლადია საუკეთესო გულისთვის? - ზაზა თელია გირჩევთ
"რომელი ტიპის შოკოლადია საუკეთესო გულისთვის?" - ამ კითხვაზე ვრცელ პოსტს დერმატო-ვენეროლოგი, FIFA-ს ექსპერტი ზაზა თელია, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს უძღვნის:
"შოკოლადი კარგია სისხლის მიმოქცევისათვის რაც ნიშნავს იმას, რომ ის კარგია გულისთვის.
მაგრამ ყველა შოკოლადი არ არის ერთნაირი, და მისმა ჭარბმა მოხმარებამ შესაძლებელია პრობლემები შექმნას.
🛑 შოკოლადი არის "ფლავონოიდი" პარკოსანი კაკაოდან მიღებული რომელსაც გააჩნია ანტიოქსიდანტური ეფექტი - ეხმარება უჯრედულ რეგულაციურ აქტივობას, ებრძვის უჯრედის-დამაზიანებელი თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, რომელიც თავისთავად იწვევს ორგანიზმზე ოქსიდაციურ სტრესს.
ეს ფლავონოიდები ეხმარება გულს შემდეგნაირად:
1. ახდენს ქოლესტერინის კონტროლს
2. ამცირებს სისხლის წნევას
3. ამცირებს სისხლის თრომბის წარმოქმნას
4. აინჰიბირებს წებოვანი თრომბოციტების წარმოქმნას
5. აუმჯობესებენ სისხლის მიდინებას ვისცერალურ ორგანოებამდე
👉 შავი შოკოლადი არის საუკეთესო რადგან ის არის ყველაზე ნაკლებად დამუშავებული
ეს იმას ნიშნავს რომ ის ყველაზე მაღალი პროცენტულობით შეიცავს "ფლავონოიდით" სავსე პარკოსან კაკაოს.
🛑 უფრო დეტალურად თუ რა შედის შიგნით:
ცნობილი როგორც ნახევრად-ტკბილი შოკოლადი - შავი შოკოლადი შეიცავს სულ მცირე 35% კაკაოს.
დარჩენილი ნაწილი შედგება კაკაოს კარაქისგან (პარკოსანი კაკაოს ნატურალური ცხიმი), შაქრისგან, ემულგატორებისგან (ნივთიერებები რომლებიც ინგრედიენტების ერთად არსებობას უზრუნველყოფს) და ვანილისგან. შესაძლებელია ასევე დამატებული იყოს რძე სტრუქტურის დასარბილებლად.
👉 რეკომენდაცია
რაც უფრო "შავია" მით უკეთესია
მიირთვი შოკოლადი მაღალი კაკაოს შემცველობით - 70-85%
მიირთვი დღეში - 28 გრამი, აკონტროლე კალორიების რაოდენობა.
სტანდარტული შოკოლადის ფირფიტა არის დაახლოებით - 100 გრამი, შესაბამისად არ მიირთვა ფირფიტის 1/3-ზე მეტი.
კვებითი ღირებულება: 8-12 გრამი ცხიმი, 0 გრამი ტრანს-ცხიმი - ყოველ 28.4 გრამ პორციაზე - ამით ვიღებთ მაგნიუმს, რკინას, კალიუმს, კალციუმს და სხვადასხვა ვიტამინებს.
📍 რძიანი შოკოლადი
FDA-ი ავალდებულებს მწარმოებლებს რომ რძიან შოკოლადში შედიოდეს სულ მცირე 10% კაკაო და სულ მცირე 12% მშრალი რძე.
დანარჩენი ნაწილი შავი შოკოლადის მსგავსად შეიცავს კაკაოს კარაქს, შაქარს, ემულგატორებს და ვანილს.
👉 რეკომენდაცია
ჭამე შეზღუდული რაოდენობით:
რძიანი შოკოლადი შეიცავს უფრო მეტ შაქარსა და ცხიმს ვიდრე შავი შოკოლადი.
კვებითი ღირებულება: >12 გრამი ცხიმი ყოველ 28.4 გრამ პორციაზე.
📍 თეთრი შოკოლადი
შოკოლადის დერივატი (წარმოებული), შეიცავს 20% კაკაოს კარაქისგან და 55%-ზე მეტი შაქრისგან.
👉 რეკომენდაცია
არ შეჭამო ან ჭამე ძალიან ცოტა რაოდენობით!!!!!!
📍 ვერდიქტი
შოკოლადს 70% კაკაოს შემცველობით გააჩნია კარგი თვისებები ჯანმრთელობისთვის, თუმცა გასათვალისწინებელია რომ უნდა მოხდეს მისი მცირე რაოდენობით გამოყენება: 100 გრამი შავი შოკოლადი=500 კალორიას.
👉 დაუმტკბარი (unsweetened) შოკოლადი არის 100%-იანი კაკაო.
ის არის ძალიან მწარე და გამოიყენება მხოლოდ საკვების მოსამზადებლად.
სცადეთ გამოიყენოთ 100% კაკაოს ფხვნილი ცხელი კაკაოს მოსამზადებლად, სახლში დამზადებულ ნამცხვრებში (ჩაანაცვლეთ რძიანი შოკოლადი) ან დაამატეთ ის ყავაში ან იოგურტში", - წერს ზაზა თელია.
სხვა სიახლეები:
🔵 Facebook-ის დაშიფრული მიმოწერის დასქრინვის შემთხვევაში, ადრესატს შეტყობინება გაეგზავნება
1794592850
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: დასრულდა ვიზიტი ჰანგჯოუში, გვქონდა შესაძლებლობა, გვენახა ინოვაციური მიღწევები, რომლებიც სხვადასხვა კომპანიას აქვს ჩინეთში და ეს ნამდვილად შთამბეჭდავი მიღწევებია
დასრულდა ჩვენი ვიზიტი ჰანგჯოუში. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, გვენახა ინოვაციური მიღწევები, რომლებიც სხვადასხვა კომპანიას აქვს ჩინეთში და ეს ნამდვილად შთამბეჭდავი მიღწევებია, – ამის შესახებ საქართველოს...
1794590530
სპორტისაბა ლაზიშვილი RAF-ის ტურნირზე იურაია ფეიბერს დაუპირისპირდება
Real American Freestyle-მა (RAF) ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქართველი მოჭიდავე საბა ლაზიშვილი 14 ნოემბერს აბუ-დაბიში გასამართ ტურნირზე UFC-ის ყოფილ ვარსკვლავს, იურაია ფეიბერს დაუპირისპირდება. ორგანიზა...
1794588914
საზოგადოებაპატრიარქი: ვევედროთ წმინდა 100 000 ქართველ მოწამეს, გვასწავლონ, ვიყოთ ერთგული მოწმენი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - ჩვენი ქვეყნის წარსული ადასტურებს, რომ მხოლოდ ამ გზით სიარულმა გადაარჩინა ჩვენი ერი
ძვირფასო ძმებო და დებო, ვევედროთ წმინდა 100 ათას ქართველ მოწამეს, რომ გვასწავლონ, ვიყოთ ერთგული მოწმენი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ 100 ათ...
1794586790
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის მხოლოდ დღევანდელ განხილვაზე მისი ლიდერების მიერ დაფიქსირებული პოზიციებიც საკმარისია
„ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის მხოლოდ დღევანდელ განხილვაზე მისი ლიდერების მიერ დაფიქსირებული პოზიციებიც საკმარისია“, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშ...
1794584581
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით მეტეხის ხიდზე პარაკლისს დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით მეტეხის ხიდზე პარაკლისს დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკ...


























