"ანგაჟირებული ტელევიზიები, პრესა და ექსპერტები ცდილობენ, „ომიკრონით“ გამოწვეული ობიექტური სიძნელეები წარმოაჩინონ როგორც COVID-აპოკალიფსი. იყავით მშვიდად" - რა ინფორმაციას აქვეყნებს თენგიზ ცერცვაძე

"როგორ უმკლავდება ქვეყანა ომიკრონის გამოწვევას?",  - აღნიშნულ საკითხს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი მიუძღვნა.

"ბოლო დღეებში ანგაჟირებული ტელევიზიების, პრესისა და ექსპერტების მიერ არის მცდელობა, რომ ომიკრონის შტამით გამოწვეული ობიექტური სიძნელეები წარმოაჩინონ როგორც COVID აპოკალიფსი.

კერძოდ, კეთდება განცხადებები, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა სრულიად მოუმზადებელია ახალი გამოწვევებისთვის და კოლაფსს განიცდის, მოსახლეობა ბედის ანაბარაა მიტოვებული და ა.შ. ეს ყველაფერი ტყუილია, დიდი ტყუილი. უბრალოდ მათ ძალიან უნდათ, რომ ასე იყოს და გულზე სკდებიან, რომ ასე არ არის. 

ომიკრონის ფართოდ გავრცელების შემდეგ, ამერიკის და ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ფიქსირდება ახალი შემთხვევების ისტორიული მაქსიმუმები და საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი არ არის.

ასე მაგალითად, ა.წ. 26 იანვარს 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით საქართველოში დაფიქსირდა 4408 შემთხვევა, მაშინ როდესაც საფრანგეთში დაფიქსირდა 6534 შემთხვევა, ყველაზე სრულად ვაქცინირებულ ისრაელშიც კი - 8166 შემთხვევა და ა.შ.

გავრცელებულია აზრი, რომ ომიკრონი იწვევს ნაკლებად მძიმე დაავადებას და გაცილებით ნაკლებ სიკვდილიანობას. ეს სწორია, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ.

ახალი შემთხვევების და ე.წ. აქტიური COVID ავადმყოფების გაცილებით მაღალი რიცხვის გამო ჯამში ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის შემთხვევები ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა.

ზოგიერთ ქვეყანაში კი ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.

ასე მაგალითად: აშშ-ში ა.წ. 26 იანვარს დაფიქსირდა 3244 გარდაცვალება (ასეთი მაღალი სიკვდილიანობა მათ ერთი წელია არ ჰქონიათ), ანუ 9,7 გარდაცვალება 1 მილიონ მოსახლეზე, მაშინ როდესაც საქართველოში იმავე დღეს გვქონდა 27 გარდაცვალება , ანუ 6,9 – 1 მილიონ მოსახლეზე.

მიაქციეთ ყურადღება - ამ დღეს ჩვენზე შეუდარებლად უფრო ძლიერ და სრულად ვაქცინირებულ ამერიკას, ისევე როგორც ბევრ სხვა სრულად ვაქცინირებულ ქვეყანას, 1 მილიონ მოსახლეზე ჰქონდა უფრო მეტი გარდაცვალება, ვიდრე საქართველოს.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის CDC-ს დირექტორის როშელ ვალენსკის განცხადებით, რომელიც მან თეთრ სახლში გააკეთა „შედარებით მსუბუქი არ ნიშნავს მსუბუქს“ “Milder does not mean mild” (ლაპარაკია ომიკრონზე).

ჯანმოს გენერალური დირექტორი ასევე აფრთხილებს მოსახლეობას, რომ „ომიკრონი რჩება საშიშ ვირუსად“.

რაც შეეხება ჯანდაცვის სისტემის და კლინიკური სექტორის მზადყოფნას და პაციენტთა ნაკადების მართვას, აქაც საქართველო არაფრით ჩამორჩება ამერიკის და ევროპის ქვეყნებს.

ასე მაგალითად, აშშ CDC-ის ოფიციალური მონაცემებით აშშ-ში გადავსებულია კლინიკები და ინტენსიური თერაპიის განყოფილებები.

ბრიტანეთში ექიმებს სამხედროები ეხმარებიან და ა.შ. მაშინ, როდესაც საქართველოში მობილიზებული 8000-ზე მეტი საწოლიდან დაკავებულია მხოლოდ 4894 საწოლი, ანუ მხოლოდ 60%. საქართველოში ა.წ. 1 იანვრამდე მოქმედ 60 „ონლაინ კლინიკას“ დაემატა კიდევ 40 „ონლაინ კლინიკა“, რომლებიც დაკომპლექტდა შესაბამისად გადამზადებული ოჯახის ექიმებით.

გაძლიერდა ე.წ. „ცენტრალური ონლაინ კლინიკა“, რომელიც ახორციელებს 100 „ონლაინ კლინიკაზე“ მონიტორინგს და მათ გადაზღვევას.

შედეგად საქართველოში სადღეისოდ გვყავს 124 ათასზე მეტი აქტიური COVID ავადმყოფი და მათგან არცერთი ავადმყოფი (იშვიათი გამონაკლისის გარდა) არ დარჩენილა ექიმის გარეშე, ყველა მათგანს მიეწოდება დროული და სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება.

არც ერთი COVID ავადმყოფი, ვისაც სჭირდებოდა ჰოსპიტალიზაცია არ დარჩენილა კლინიკის გარეთ.

ყველა ავადმყოფს უტარდება მკურნალობა უახლესი და ყველაზე ეფექტიანი მედიკამენტებით და მიდგომებით.

არც ერთი ავადმყოფი არ დაზარალებულა ჟანგბადის, მედიკამენტების ან სასუნთქი აპარატების ნაკლებობის გამო და ყველაფერი ამის შემდეგ ჩასაფრებულ ადამიანებს ყოფნით სითავხედე, რომ ილაპარაკონ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემის კოლაფსზე და ავადმყოფების ბედის ანაბარა მიტოვებაზე.

მივმართავ მოსახლეობას, რომ მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა საიმედო ხელშია, ნუ აღიქვამენ სერიოზულად ანგაჟირებული ტელევიზიების და ექსპერტების განცხადებებს, რომლებიც გამიზნულად კეთდება მოსახლეობის დასტრესვისა და პანიკის გამოსაწვევად.

იყავით მშვიდად.

ითანამშრომლეთ ექიმებთან.

ატარეთ პირბადე.

აიცერით!

აიცერით!

აიცერით!

რათა შესაძლო მოკლე დროში, დავძლიოთ პანდემია და დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას.

ამის გაკეთება რეალურია“, - წერს თენგიზ ცერცვაძე.

სხვა სიახლეები:

⬛ ევროკომისიამ Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო აბების ევროკავშირის ტერიტორიაზე გამოყენება დაამტკიცა

⬛ COVID-ის შემდეგი ვარიანტი უფრო გადამდები იქნება, ვიდრე ეს "ომიკრონია"

⬛ "სავარაუდოდ ორი კვირის შემდეგ დაიწყებს ინფიცირების მაჩვენებელი კლებას" - ვახტანგ კალოიანი ეპიდვითარებაზე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795241160

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 21 ნოემბერს საქართველოში

21 ნოემბერს ქუთაისში წვიმა იქნება, დღისით +16 და ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ნალექია მოსალოდნე...

ამინდი

1795207877

მსოფლიო

Financial Times - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სურს, რომ უკრაინამ და რუსეთმა სამშვიდობო შეთანხმებას იანვრამდე მიაღწიონ

„დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა 2027 წლის იანვრის დასაწყისამდე სურს“, - ამის შესახებ Financial Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინ...

Financial Times

1795205508

ახალი ამბები

ბერა ივანიშვილი: მთელი საქართველო შეძრა ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ვლოცულობთ მათი სულებისთვის, ვუსამძიმრებ საქართველოს ამ უმძიმეს ამბავს

ბერა ივანიშვილი ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დატრიალებულ ტრაგედიას ეხმიანება და მთელ საქართველოს სამძიმარს უცხადებს. ის ასევე მადლობას უხდის მაშველებს გადარჩენილი სიცოცხლისთვის....

ბერა ივანიშვილი

1795204894

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: პუტინმა ნათლად გამოხატა სურვილი, რომ ომის დიპლომატიური გზით დასრულება სურს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაარწმუნა, რომ მას  უკრაინასთან ომის დიპლომატიური გზებით დასრულება სურს. ამის შესახებ ტრამპმა 20 ნოემბერს თეთრ სახლშ...

ტრამპიტრამპი

1795203061

ახალი ამბები

წილოსანი ევროკავშირის ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებაზე: ბრიუსელის ასეთი დამოკიდებულება დამამცირებელია ახალი წევრების მიმართ

გადაწყვიტეს, რომ ყველა კანდიდატ სახელმწიფოზე მიიღონ იმგვარი რეგულაციები, რომელიც სამომავლოდ 10-წლიან მორჩილებაში ამყოფებს წევრებს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი „ევრონიუსის...

ნინო წილოსანი