შფოთვითი, ფობიური, პანიკური აშლილობისას, დეპრესიის, გადაღლილობის, დიდი სტრესის დროსაც პირველი სამიზნე გული და ფილტვებია, ამიტომ…

შფოთვითი, ფობიური, პანიკური აშლილობისას, დეპრესიის, გადაღლილობის, დიდი სტრესის დროსაც პირველი ფსიქოსომატური სამიზნე ორგანოები ხშირად გული და ფილტვები ხდება.
ხშირად ამბობთ, რომ გაქვთ სუნთქვის უკმარისობის შეგრძნება, უჰაერობა, შიში, რომ ვერ ჩაისუნთქავთ ან ამოისუნთქავთ... ან, რომ გული გაგიჩერდებათ თუ მოეშვებით, ან ძალიან აგიჩქარდებათ და გაგისკდებათ თუ არ მოეშვებით…
მინდა გახაროთ შემდეგი:
ჩვენ გვაქვს ცენტრალური და ავტონომიური ნერვული სისტემები.
პირველს ვაკონტროლებთ - მოძრაობა, აზროვნება, მეტყველება, მხედველობა, მოტივაცია, მეხსიერება, დაგეგმვა, ...
აი, ავტონომიური ნერვული სისტემა, nomen est omen, ავტონომიურად არსებობს და ვერ კონტროლდება მარტივად ჩვენი ნებით, ფიქრებით, მონდომებებით, აზრებით, ვერც შიშებით და პანიკით.
ზუსტად ეს ამაყი, ძლიერი, დამოუკიდებელი ავტონომიური ნერვული სისტემა უზრუნველყოფს გულის და ფილტვების (და სხვა სასიცოცხლო ორგანოთა ფუნქციების) შეუფერხებელ მუშაობას 24 საათის განმავლობაში კვირაში 7 დღე.
ჩვენ რაც არ უნდა დაძაბული ვიყოთ, რაც არ უნდა პანიკით და შიშით მოცული, ან მოთენთილი, ძალა გამოცლილი, გადაქანცული, დეპრესიული... ჩვენი ავტონომიური ნერვული სისტემა შეუფერხებლად და ერთგულად ზრუნავს ჩვენს გულის ცემაზე, ჩასუნთქვაზე, ამოსუნთქვაზე, საკმარის წნევაზე, ტემპერატურაზე, ნივთიერებათა ცვლაზე ...
გული ხომ საერთოდ! ის ორმაგად დამოუკიდებელია და თავად აწარმოებს საკუთარი გენერატორით იმ სასიცოცხლო იმპულსებს, რასაც ჩვენ პულსად აღვიქვამთ.
სხვათა შორის, პულსის ნორმა იმაზე ფართოა, ვიდრე ზოგადად ცნობილი: 60-დან 100-მდე!
ასე რომ, ჩემო კარგებო, 80 გულის ცემა წუთში არ არის ტაქიკარდია, არამედ გულის ბუნებრივი სიჩქარე და ტემპერამენტი.
ბოლოს და ბოლოს ცხელსისხლიანი, სამხრეთული ერი ვართ!
ჩვენი ორგანიზმი ერთი დიდი ორკესტრია და ჩვენი ტვინი ამ ორკესტრის მუსიკოსი და დირიჟორი ერთდროულად - ის თუ არ დირიჟორობს, მაშინ ორკესტრში ზის, უკრავს და მუსიკა მაინც ჟღერს ყველაფერს მოევლება. ერთადერთი შეცდომა არაფრის კეთებაა, თუ რამის შეცვლა გინდა!
მოდით, უფრო მეტად გავუფრთხილდეთ ჩვენს ამ საოცარ ორგანიზმს!
ჯანმრთელობის გარეშე ყველაფერი მეორე და მესამეხარისხოვანი ხდება, დამეთანხმებით.
ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ!
წყარო: "თქვენი ჰაუსი - მედიცინა და ფსიქოლოგია"
1745220255
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: როდესაც მსოფლიოში რადიკალური ისლამური ტერორისტული დაჯგუფებები კლავენ, წვავენ, ასახიჩრებენ მშვიდობიან მოსახლეობას, უნდა გვესმოდეს და „გაგებით მოვეკიდოთ“, რომ მათი დაფინანსების ერთ-ერთი წყარო - ევროკავშირია
პარტია „ალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ფრანგული გამომცემლობა "ლე ფიგაროს" სტატიას ეხმიანება, სადაც გამოქვეყნებულია სია იმ ორგანიზაციების, რომლებიც დაფინანსებულია ევროპიდან და ე...
1745218830
ახალი ამბებირუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე 2 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს
რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე, გუშინ ღამით, ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "კურიერს" განუცხადეს, აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა...
1745216787
ახალი ამბებიმართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს
ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს. დღეს მორწმუნეები ოჯახის წევრებისა და ახლობლების საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. საფლავზე...
1745215357
ახალი ამბებიმოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება დღესაც უფასოდ შეეძლებათ
თბილისის მერიის ინფორმაციით, მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება დღესაც უფასოდ შეეძლებათ. მუშაობს ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათ...
1745181020
საზოგადოებადავით მათიკაშვილი გასული წლის აქციებზე: ეს არის ის სურათი, ის ფილმი, რომელიც ჩვენ არაერთგზის გვინახავს და მაიდნის ტიპის პროექტები განხორციელებულა „დიფ სთეითის“ ხელით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
ეს არის ის სურათი, ის ფილმი, რომელიც ჩვენ არაერთგზის გვინახავს და მაიდნის ტიპის პროექტები განხორციელებულა „დიფ სთეითის“ ხელით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლა...