"შიმშილობა 2028 წელს დასრულდება" - როდისთვის იწინასწარმეტყველა ვანგამ სამყაროს დასასრული

ბულგარელი ბრმა ნათელმხილველი ვანგა (ვანგელია პანდევა გუშტეროვა) 1996 წელს გარდაიცვალა, მაგრამ ადამიანები მის პროგნოზებს და წინასწარმეტყველებებს დღემდე  გაფაციცებით კითხულობენ.

ვანგას წინასწარმეტყველებით, 2022 წელს დესტრუქციულ მოვლენებს უნდა ველოდოთ მთელ მსოფლიოში.

თუმცა, ბულგარელი წინასწარმეტყველის აზრით, ცვლილებები შეიძლება იყოს პოზიტიურიც:

2022 წელს ვანგა კაცობრიობის აყვავებისა და განვითარების ახალი რაუნდის დაწყებას არ გამორიცხავს.

ვანგას წინასწარმეტყველებით, 2021 წელს მსოფლიოს "ძლიერი დრაკონი" შეიპყრობდა და სამი "გიგანტი" გაერთიანდებოდა. ექსპერტები განმარტავენ, რომ "ძლიერ დრაკონში" ნათელმხილველმა ჩინეთი იგულისხმა, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა.

ვანგამ ასევე იწინასწარმეტყველა, რომ მსოფლიოში შიმშილი 2028 წლისთვის დასრულდება, დედამიწა ადამიანების ცხოვრებისთვის გამოუსადეგარი 2341 წლისთვის გახდება, ხოლო მარსის კოლონიები ბირთვულ იარაღს 2256 წლისთვის შეიძენენ.

ვანგას წინასწარმეტყველებით სამყაროს აღსასრული 5079 წელს დადგება.

რა ვიცით ვანგაზე?

ვანგას ზოგადი ბიოგრაფია ცნობილია. ცნობილია ისიც, რომ იგი მოზარდობისას დაბრმავდა მომაკვდინებელ სმერჩში მოყოლილი.

16 წლის ასაკიდან კი მოულოდნელად აღმოაჩინა საკუთარ თავში ნათელმხილველური შესაძლებლობები.

როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ვანგასეული ბევრი წინასწარმეტყველება ძალიან ახლო თანხვედრაში მოდის, ლეგენდარული ნოსტრადამუსის მიერ ნაწინასწარმეტყველებ ფაქტებთან.

თუმცა, ვანგას შემთხვევაშიც, ნებისმიერი წინასწარმეტყველება ორმაგი სარჩულით იკითხება, ამიტომ ამ ცნობების ორსახოვნება დღემდე თავსატეხს წარმოადგენს კაცობრიობისთვის.

თუმცა, ერთი რამ უდავოდ ფაქტია – ვანგა უშურველად აკეთებდა სიკეთეს და ბრმა ბულგარელი წინასწარმეტყველი, რომელიც ზოგიერთს მანიპულატორად და "შარლატანად" მიაჩნდა და მიაჩნია დღემდე, არაერთგზის დახმარებია სასოწარკვეთილებაში მყოფ ადამიანებს.

ჯერ კიდევ 1980 წელს ვანგამ კურსკის ჩაძირვა იწინასწარმეტყველა:

"საუკუნის ბოლოს, დაახლოებით 1999 ან 2000 წლის აგვისტოში, კურსკი ზღვის ფსკერზე აღმოჩნდება და მთელი მსოფლიო დაიტირებს მას" – ამბობდა იგი.

მისი ეს წინასწარმეტყველება მითითებულ დრომდე სკეპტიკოსების გაკილვის და ირონიული დამოკიდებულების საგანი იყო – ქალაქი კურსკი ხომ გეოგრაფიულად არც ზღვის, არც მდინარის ახლოს არ გახლავთ განლაგებული...

თუმცა, როცა რუსული წყალქვეშა ატომური კრეისერი "კურსკი" 2000 წლის 12 აგვისტოს რეაქტორის აფეთქების გამო, სრული საეკიპაჟო შემადგენლობით ჩაიძირა ბარენცის ზღვაში, სევერომორსკის მიდამოებთან, ინფორმაცია ვანგას უნიკალური ნიჭის შესახებ ბევრმა ირწმუნა.

ვანგა 1911 წლის 31 იანვარს დაიბადა ბულგარეთის პატარა ქალაქ სტრუმნიცაში.

ამბობენ, რომ დღიდან დაბადებისა დაახლოებით თვე ნახევრის მანძილზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ზოგადად სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. ამიტომ სახელი მას მხოლოდ მაშინ დაარქვეს, როცა მარტის ბოლოს ჩვილმა ჯანსაღად და ხმამაღლა პირველად შეძლო ტირილი. ბებიამ მას სახელად "ვანგელეი" დაარქვა, რაც თარგმანში "პოზიტიური ინფორმაციის გამავრცელებელს" ნიშნავს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵სამი დაღუპული ერთი ოჯახიდან - ახალგაზრდა გოგო 6 დღიანი კომის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა, კახეთში ავარიის შედეგად გარდაცვლილებს გლოვობენ

🔵რა გელოდება დღეს? - 19 სექტემბრის ჰოროსკოპი

🔵 დედოფალ ელისაბედ II-ს დღეს დაკრძალავენ - VIDEO

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793466011

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი Fitch Ratings-ის რეიტინგზე: ჩვენი ეკონომიკა განაგრძობს სტაბილურ განვითარებას, ზრდას და ეს პროგრესი, რომელიც ორგანიზაციამ აღნიშნა, კიდევ ერთი ინდიკატორი იქნება საერთაშორისო ინვესტორებისთვის

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-ის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას ეხმაურება. „გა...

ლევან მაჭავარიანი

1793463904

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: ორმაგი სტანდარტი, რომელიც მიკიტა პოტურაევისგან მოდის, საქართველოს სასამართლო სისტემაზე თავდასხმას მოასწავებს, არავის აქვს უფლება, ჩვენი ქვეყნის სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩაერიოს

მიკიტა პოტურაევი არის მიხეილ სააკაშვილის გამორჩეული მეგობარი, სააკაშვილის მეგობარი რომ საქართველოს მეგობარი ვერ იქნება, ეს აშკარაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა გ...

 დავით მათიკაშვილი

1793459017

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: აბასთუმნის შემოვლითი გზა მომავალი წლის შემოდგომაზე გაიხსნება

აბასთუმნის 15.9-კილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და მისი გახსნა 2027 წლის შემოდგომაზე იგეგმება. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხა...

აბასთუმნის შემოვლითი გზა

1793456801

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: სამცხე-ჯავახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად 200 მილიონი ლარის ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით გამოცხადებულ 200 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინ...

რევაზ სოხაძ

1793456429

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: ეს პარტიები წარმოადგენენ ერთიან ძალას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, რომლებიც იმართებიან ქვეყნის გარედან და ასრულებენ უცხოელი პატრონების დავალებას - იმედი გვაქვს, ჩვენი სარჩელი დაკმაყოფილდება

ეს პარტიები არიან არაკონსტიტუციურები, წარმოადგენენ ერთიან ძალას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, რომლებიც იმართებიან ქვეყნის გარედან და ასრულებენ თავიანთი უცხოელი პატრონების დავალებას - განაცხადა ფრაქცია „ქ...

ლევან მაჭავარიანი