უცნაურობები "ქრისტეს ვნებანის" გადასაღები მოედნიდან

მელ გიბსონმა გააფრთხილა ჯიმ კავიზელი, რომ იესო ძალიან რთული შესასრულებელი პერსონაჟი იქნებოდა და თუ დათანხმდებოდა, შესაძლო იყო ჰოლივუდიდან გაერიყათ კიდეც. მსახიობმა ერთი დღე ითხოვა მოსაფიქრებლად და შემდეგ უპასუხა: "ვფიქრობ, რომ ეს უნდა გავაკეთო, როგორი რთულიც არ უნდა იყოს, თან ჩემი ინიციალებია J.C. ( Jesus Christ) და 33 წლის ვარ, მხოლოდ ახლა მივხვდი. "
მელ გიბსონმა ამაზე უპასუხა - "ჯიმ, შენ მე მაშინებ!"

გადაღებების დროს მსახიობმა დაიკლო 20 კილო,  დაარტყა ელვამ, ორჯერ გაიროზგა საკმაოდ მძიმედ, დარჩა 35 სმ-იანი ნაწიბური, ამოიგდო მხარი, დაემართა პნევმონია და ჰიპოთერმია, საათობით სიცივეში შიშვლად ყოფნის გამო...  "არ მინდა ადამიანები მე მხედავნდენ, მინდა რომ ჩემი ამ გარდაქმნით მათ იესო დაინახონ," - ამბობდა მსახიობი.

ამბობენ, რომ გადაღებების დროს ბევრი უცნაური რამ მოხდა: 
პედრო სარუბი, რომელიც ბარაბას როლს ასრულებს, ამბობდა, რომ ის ამ ყველაფერს ისე გრძნობდა, როგორც სინამდვილეს, რომ მას კავიზერი კი არ უყურებდა ნაწყენი, ან სიძულვილით სავსე თვალებით, არამედ თვით იესო, რომლისგანაც მხოლოდ წყალობა და სიყვარული მოდიოდა.
ლუკა ლიონელიმ, იუდას როლის შემსრულებელი მსახიობი, რომელიც იყო ათეისტი, ფილმის გადაღებების დასრულების შემდეგ ქრისტიანობა აღიარა, აღსარებაც ჩააბარა და შვილებიც მონათლა. 
ერთ-ერთი ტექნიკური მუშაკი სტაფიდან, რომელიც მუსულმანი იყო, ფილმის შემდეგ გაქრისტიანდა.
გადამღები ჯგუფის რამდენიმე წევრმა განაცხადა, რომ გადაღებების დროს ხედავდნენ თეთრებში ჩაცმულ ადამიანებს, რომლებიც მათ რჩევებს აძლევდნენ, შემდგომ კი უკვე გადაღებულ ფირებში არსად ჩანდნენ.

ქრისტეს ვნებანი არის  ერთ-ერთი ყველაზე  შემოსავლიანი ფილმი აშშ-ში - 370 მილიონი დოლარით, ხოლო მსოფლიოში 611 მილიონიანი შემოსავლით.

მელ გიბსონმა ფილმის გადაღება 30 მილიონი დოლარით თვითონვე დააფინანსა, რადგან არც ერთი სტუდია არ დათანხმდა პროექტის დაფინანსებას.

ჯიმ კავიზელი -  "ქრისტეს ვნებებმა" ჩემი სამსახიობო კარიერა დაანგრია, მაგრამ ერთი წუთითაც არ ვნანობ, რადგან ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა კიდევ უფრო განმემტკიცებინა ჩემი რწმენა ღმერთისადმი. "

P.S. ვინაიდან ფილმის გადაღებები იტალიაში, კერძოდ კი ქალაქ მატერაში მიმდინარეობდა, ფილმში ბევრი იტალიელი მსახიობია, მათ შორის მონიკა ბელუჩი - მარია მაგდალინელის როლში, როსალინდა ჩელენტანო (ადრიანოს შვილი) სატანას როლში, ლუკა ლიონელი - იუდას როლში და ა.შ.

ნატალი როზომაშვილი სპეციალურად ExclusiveTV-თვის ბარიდან

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1750225623

მსოფლიო

აშშ იერუსალიმში თავის საელჩოს 20 ივნისამდე ხურავს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ისრაელში დროებით საელჩო დახურა. ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. მარკო რუბიოს უწყების ცნობით, იერუსალიმში შეერთებული შტატების საელჩო 20 ივნისამდე არ იფუნქცი...

აშშ იერუსალიმში

1750225108

საზოგადოება

დღეს საგამოძიებო კომისიის სხდომის ფარგლებში 2009 წლის 15 ივნისის, ასევე, 2011 წლის ვეტერანების აქციის დარბევის ფაქტები განიხილება

საქართველოს პარლამენტში არსებული დროებითი საგამოძიებო კომისია განაგრძობს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებების განხილვას. დღეს საგამოძიებო კომისიის სხდომის ფარგლებში 20...

კომისია

1750222851

ახალი ამბები

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების პროგნოზს აქვეყნებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა. დაბლობსა და ბარში ჰაერის ტემპერატურა 24-29 გრადუსამდე გათბება. თბილისში იქროლებს ჩრდილო დასავლეთის...

წვიმა და ქარი

1750191835

მსოფლიო

ერდოღანი: ნეთანიაჰუმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ რეგიონის უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს

 თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოებისთვის „ყველაზე დიდ საფრთხეს“ წარმოადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ...

გგჰ

1750190138

ახალი ამბები

კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა და სამინისტროს კულტურის განვითარებისა და ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი თათა სვანიძე თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის - „ქარავან არტ ფორუმის" ორგანიზატორებს შეხვდნენ

 საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა და სამინისტროს კულტურის განვითარებისა და ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი თათა სვანიძე თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის - „ქარა...

კულტურის მინისტრის მოადგილე