კანადის პრემიერი - დიდი შვიდეულის ლიდერებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, შეისწავლონ რუსეთზე ზეწოლის ყველა ვარიანტი

კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ, რომელიც G7-ის სამიტს თავმჯდომარეობდა, განაცხადა, რომ G7-ის ლიდერებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ძალისხმევას, რომლის მიზანიც უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევაა.
კარნის თქმით, დიდი შვიდეულის ლიდერები მზად არიან, შეისწავლონ რუსეთზე მაქსიმალური ზეწოლის ყველა ვარიანტი.
„დიდი შვიდეულის ლიდერებმა აღიარეს, რომ უკრაინამ ვალდებულება აიღო უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და შეთანხმდნენ, რომ რუსეთმაც უნდა გააკეთოს იგივე. დიდი შვიდეულის ლიდერებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, შეისწავლონ რუსეთზე მაქსიმალური ზეწოლის ყველა ვარიანტი, მათ შორის ფინანსური სანქციები. ლიდერები შეხვდნენ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტეს, რათა განეხილათ მათი მხარდაჭერა ძლიერი და სუვერენული უკრაინისთვის“, – განაცხადა კარნიმ.
1750247190
ახალი ამბებითამთა მეგრელიშვილი ირან-ისრაელის კონფლიქტზე: საქართველომ უნდა შეინარჩუნოს კონფლიქტთან დაკავშირებული დაბალანსებული პოლიტიკა და გააძლიეროს პარტნიორობა დასავლეთთან უსაფრთხოების სფეროში
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ირან-ისრაელის კონფლიქტს სოციალური ქსლით ეხმიანება და წერს, რომ საქართველომ უნდა შეინარჩუნოს კონფლიქტთან დაკავშირებული დაბალანსებული პოლიტიკა და პარალელურ...
1750247164
მსოფლიოაიათოლა ალი ხამენეი: აშშ-ის მხრიდან ნებისმიერ დარტყმას „სერიოზული, გამოუსწორებელი შედეგები“ მოჰყვება
ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწოდებას ისრაელთან კონფლიქტში ქვეყნის უპირობო დანებების შესახებ და განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან ნებისმიერ დარტყ...
1750245206
მსოფლიოაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი USAID-ის თაღლითური სქემის ახალ მასშტაბებზე წერს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი, მაიკ ბენცი USAID-ის თაღლითური სქემის ახალ მასშტაბებზე წერს. ბენცი სოციალურ ქსელში აღნიშნავს, რომ USAID-ის თაღლითობის ისტორია უფრო და უფრო გაუგონარი...
1750244941
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: ერთმანეთს ეტრაბახებიან ვინ უფრო დამანგრეველი ძალის მატარებელია და ეს არის დიდი ტრაგედია ჩვენი დღევანდელი ისტორიისთვის
ერთმანეთს ეტრაბახებიან ვინ უფრო დამანგრეველი ძალის მატარებელია და ეს არის დიდი ტრაგედია ჩვენი დღევანდელი ისტორიისთვის, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...
1750243338
ახალი ამბებიშსს: ამოღებულია 298 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომლის ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 85 მილიონი ლარია
„სამართალდამცველების მიერ ამოღებულია 298 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომლის ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 85 მილიონი ლარია,“ - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ...