ვანგა და ნოსტრადამუსმა კორონავირუსი იწინასწარმეტყველეს-როდის დასრულდება ვირუსი?
მსოფლიო პანდემიის შესახებ სხვადასხვაგვარად წინასწარმეტყველებდნენ ადამიანები, რომლებსაც ცნობილ ნათელმხილველებად მოიხსენიებენ. განსაკუთრებით ბევრი უთქვამთ ამის შესახებ ნოსტრადამუსსა და ვანგას. მათი წინასწარმეტყველებები, ფაქტობრივად ერთი-ერთში ახდა, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით.
ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება
ნოსტრადამუსი ერთ-ერთ წინასწარმეტყველებაში წერდა: "დიდი ჭირი სანაპირო ქალაქში არ დასრულდება, სანამ არ იქნება გამოსყიდული უდანაშაულო სისხლი და სიკვდილი წმინდანისა, რომელიც უდანაშაულოდ გაასამართლეს და წარჩინებული ქალბატონისა, რომელიც მლიქვნელობით შეურაცხყვეს".
ბევრი რამ დაემთხვა - წყალთან სიახლოვე (უჰანი მდებარეობს მდინარე იანცზისა და ხანშუის შეერთების ადგილას და ასევე ცნობილია მშვენიერი ტბით) და ჭირის გავრცელების მასტაბიც (ახლა პრაქტიკულად არ დარჩა ადგილი, რომელსაც კორონავირუსი არ მისწვდა).
წარჩინებული ქალბატონიც, რომელიც მლიქვნელობით შეურაცხყვეს, ასევე იპოვეს - 81 წლის ჩნელი უ ი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი. სხვადასხვა დროს საპასუხისმგებლო თანამდებობებს იკავებდა ჩინეთში: იყო პეკინის მერი, ეკონომიკის მინისტრი, სახელმწიფო საბჭოს წევრი, ჯანდაცვის მინისტრი.
2003 წელს სწორედ ის მეთაურობდა ატიპიური პნევმონიის ეპიდემიასთან ბრძოლის შტაბს. 2005 წლის "ფორბსის" რეიტინგში კი მეორე ადგილი დაიკავა ყველაზე გავლენიან ქალთა სიაში. პირველი კონდოლიზა რაისი იყო.
მიუხედავად "აღმოსავლეთის რკინის ლედის" სტატუსისა და დიდი გამოცდილებისა, 2008 წელს გადადგა. ამ გადაწყვეტილებამ ბევრი გააოცა: მინისტრი საკმაოდ ქმედითუნარიანი იყო და კიდევ დიდხანს შეეძლო ქვეყნისთვის ემსახურა. ამბობენ, რომ ვერ გაუძლო პოლიტიკურ ინტრიგებს, უსამართლობას და არ მოინდომა ბინძურ "დიდ თამაშებში" ჩართვა.
სხვათა შორის, კორონავირუსის ეპიდემიის პიკში მას სთხოვდნენ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნებას, მაგრამ არ დაბრუნდა. თუმცა სახელმწიფოს ეხმარება, როგორც მრჩეველი და სამედიცინო ექსპერტი.
რაც შეეხება "წმინდანის გარდაცვალებას, რომელიც უდანაშაულოდ გაასამართლეს", ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში იგულისხმება უიგურების დევნა და მკვლელობები, რომლებსაც ჩინელები ერჩიან - ამ ძველ აზიელ ხალხს ადანაშაულებენ სეპარატიზმში და სასტიკად უსწორდებიან.
2020 წელთან დაკავშირებით ნოსტრადამუსს ჰქონდა წინასწარმეტყველება, რომ არ იქნებოდა ეს ჰარმონიული წელი და ბევრი კატაკლიზმები ელოდა მსოფლიოს.
ვანგას წინასწარმეტყველებანი
ვანგამ 2020 წლისთვის იწინასწარმეტყველა უკვე კარგად დავიწყებული დაავადებების გააქტიურება. თუმცა, კონკრეტულად რომელი სენი იყო ეს, არ დაუსახელებია. თავად ამბავი საფრთხილოაო, რადგან საქმე უამრავი ადამიანის სიცოცხლეს ეხებაო. ვანგას წინასწარმეტყველების თანახმად, პრობლემა დიდხანს არ გასტანს და 2021 წლისთვის უნდა დასრულდესო.
"პლანეტას საშინელი სენი მოედება, რომელიც აღმოსავლეთიდან მოვა, მაგრამ ევროპასაც მოიცავს. ერთი შეხედვით ჯანმრთელი ადამიანები ხილული მიზეზის გარეშე დაეცემიან", - ამბობდა ვანგა.
მართლაც, ბევრი დაავადებული, რომელთაც ორმხრივი პნევმონია აქვთ კორონავირუსის ტიპის, ხანდახან სრულიად არ გრძნობენ სიმპტომებს, თუმცა დაავადება ზოგისთვის ლეტალურად მთავრდება.
ტერიტორიული მონაცემებიც ემთხვევა - "სენი" ნამდვილად აღმოსავლეთიდან მოვიდა და ევროპელებს გაცილებით მწვავედ შეეხო. მხოლოდ იტალიისა და ესპანეთის ხსენება რად ღირს.
ვანგა დარწმუნებული იყო, რომ ახალი დაავადება 100 მილიონამდე ადამიანს იმსხვერპლებდა, იმედია, ციფრებში შეცდებოდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
1792162018
ახალი ამბებიბექა ოდიშარია გიორგი ქარდავას: აიღეთ მაგალითი „ხალხის ძალისგან“ - შემოდით კონკრეტული ინიციატივით და ვიმსჯელოთ
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას კოლეგა ოპოზიციონერ დეპუტატ გიორგი ქარდავას მოუწოდა მაგალითი პარტია „ხალხის ძალი...
1792159555
ახალი ამბებიარასრულწლოვანი გერის მიმართ წამების და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არასრულწლოვანი გერის მიმართ წამების და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნ...
1792157386
ახალი ამბებინოდარ ბოკერია: ჩვენი კონსტიტუცია იცავს პარტიების თავისუფლებას, თუმცა მკაფიოდ ავლებს ზღვარს, რომლის გადაკვეთის შემთხვევაში სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს რეაგირება და პასუხი
თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრი ნოდარ ბოკერია პარტია „ლელოს“ წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა და სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა ისინი. ნოდარ ბოკერიამ ოპოზიციის წა...
1792156009
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5982 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5987 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...
1792154901
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: სერიოზულად არავინ აღიქვამს ევროკავშირს, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას ითხოვენ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით და არავინ სვამს ამ მაგიდასთან მაშინ, როდესაც ეკონომიკურად და მოსახლეობით მნიშვნელოვანი მოთამაშე უნდა იყოს
„სერიოზულად არავინ აღიქვამს ევროკავშირს. მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას ითხოვენ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით და არავინ სვამს ამ მაგიდასთან მაშინ, როდესაც ეკონომიკურად და მოსახლეობით მნიშვნელოვ...






























