ვინ და როდის დააწესა დედის დღე საქართველოში? - საინტერესო ფაქტები, დღესასწაულთან დაკავშირებით

დედის დღე საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა.პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა…

დედის დღეს საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი უნდა შეეცვალა, თუმცა 3 მარტი, როგორც დედის დღე, ცალკე აღინიშნება

11 მაისს დასავლეთის ქვეყნებში დედის დღე აღნიშნავენ. “დედის დღე დედისადმი პატივისცემისა და სიყვარულის გამოხატვის დღეა, დღე, როცა დედას საუზმეს ლოგინში მიართმევენ, როცა მთელი ოჯახი იკრიბება, როცა ანთია სანთელი წარწერით “მიყვარხარ” – ასეთ განმარტებას ვკითხულობთ ერთ-ერთზე დედის დღისადმი მიძღვნილი მრავალრიცხოვანი საინტერნეტო საიტებიდან, რომლებიც, ჩვეულებრივ, ვარდისფერი ყვავილებითა და მადლიერების გამომხატველი გარითმული სტრიქონებით არის შემკული. ზოგ დედას დილას, შესაძლოა, მართლაც ანებივრებდნენ ლოგინში საუზმით, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში დღესასწაული თაიგულის მირთმევით გამოიხატება. ასე იყო წელსაც, რაც, ალბათ, ბევრ მამაკაცს განუმტკიცებდა ეჭვს, რომ “დედის დღე” ყვავილებით მოვაჭრეთა გამოგონებაა. ყოველ შემთხვევაში, გერმანიაში ეს ეჭვი სრულიად გამართლებული ჩანს: დღესასწაული, რომელიც იქ 1923 წლიდან აღინიშნება, ფლორისტიკის ბიზნესით დაკავებულთა ინიციატივით დაარსდა. თუმცა იდეა გერმანელ მეყვავილეებს როდი ეკუთვნის! 

“დედის დღის” სამშობლოდ შეერთებული შტატებია მიჩნეული. აქვე უნდა ითქვას, რომ ლაპარაკია ამ დღესასწაულის თანამედროვე ფორმაზე, თორემ დედის დღის აღნიშვნას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და სათავეს ჯერ კიდევ ანტიკურ საბერძნეთში იღებს. მაგრამ ამჯერად თანამედროვეობაზე საუბრით შემოვიფარგლებით.

დედის დღეს ამერიკის კონტინენტზე – პირველ წლებში მაინც – არაკომერციული მოსაზრებებით მართავდნენ. ჯერ ვინმე ენ მონდომება გამოიჩინა, რომ 1914-ში აშშ-ში დედის დღე ოფიციალურ დღესასწაულად გამოაცხადეს. სწორედ მაშინ დაიწყო მამაკაცების – და არა მარტო მამაკაცების – ყოველწლიური სამაისო შტურმი ყვავილების მაღაზიებზე, შტურმი, რომელიც, “დედის დღესთან” ერთად, დროთა განმავლობაში ევროპის მრავალ ქვეყანას, მათ შორის ბრიტანეთს, სკანდინავიის სახელმწიფოებს, გერმანიას მოედო…

საქართველოში ამ დღესასწაულმა, მოგეხსენებათ, სულ ბოლო დროს ჩამოაღწია, დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობისაგან განხსვავებით, მაისში კი არა მარტში აღინიშნება, და ასევე დასავლეთის ქვეყნებისაგან განსხვავებით, პოპულარობით ჯერ-ჯერობით არ გამოირჩევა. უბრალოდ არ არსებობს მისი აღნიშვნის ტრადიცია.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵"დედა ამქვეყნიური ანგელოზიაო, ჩემთვის ყველაზე ჭეშმარიტი ფორმულირებაა, ხო და გუშინ ანგელოზთცვენის მომსწრე ვიყავი" - ნიკო კვარაცხელიას დედის ემოციური პოსტი  

🔵"რაღა დროს ჩემი დედაზე ლაპარაკია, ოთხმოცს გადავშორდი კაცი, მაგრამ რა ვიცოდი, მაშინ, სანატრელად რომ გამიხდებოდა საქმე და ვეღარსად მოვიძევდი დედას"   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747426501

ახალი ამბები

17 მაისს ზოგიერთ ქუჩაზე წყალმომარაგება 12 საათით შეწყდება - GWP განცხადებას ავრცელებს

GWP მოსახლეობას აფრთხილებს და განცხადებას ავრცელებს. „17 მაისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში, გორგასლის და გურამიშვილის ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკუ...

წყალი შეწყდება

1747424386

მსოფლიო

მაკრონი ტრამპთან საუბარზე: მიუღებელია, რომ რუსეთი არ რეაგირებს ამერიკელების მოთხოვნებზე, არც ცეცხლის შეწყვეტის და არც ლიდერების დონეზე შეხვედრის შესახებ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროპელ ლიდერებსა და თეთრი სახლის ხელმძღვანელ დონალდ ტრამპს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დეტალები გაამხილა. როგორც მაკრონმა აღნიშნა, საუბრის დროს მან აღშ...

ზოგადი

1747423459

მსოფლიო

ზელენსკი: რუსეთზე მეტი ზეწოლა უნდა განხორციელდეს, თუ ის სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება

უკრაინა მოელის, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-17 პაკეტი გავლენას მოახდენს ყველაფერზე, რაც რუსეთის სამხედრო მანქანას აფინანსებს: ბანკებს, ნავთობს, ენერგეტიკას, მეტალურგიას და „ჩრდილ...

ზელენსკი

1747421208

მსოფლიო

ლეო XIV: მზად ვარ რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მივიღო მონაწილეობა

რომის ახალი პაპი ლეო XIV მზადყოფნას გამოთქვამს, მონაწილეობა მიიღოს რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში. წმინდა საყდრის მთავარმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ თუ დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშლებოდა, ეს ნამდვ...

რომის პაპჯ

1747419364

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ომების, დაუცველობისა და იდენტობის კრიზისის დროს მსოფლიოს ძლიერი ევროპა სჭირდება, საქართველო რჩება სტრატეგიულ მოკავშირედ და დგას წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის წინა ხაზზე

ომების, დაუცველობისა და იდენტობის კრიზისის დროს მსოფლიოს ძლიერი ევროპა სჭირდება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველ...

ირაკლი კობახიძე