"რაღა დროს ჩემი დედაზე ლაპარაკია, ოთხმოცს გადავშორდი კაცი, მაგრამ რა ვიცოდი, მაშინ, სანატრელად რომ გამიხდებოდა საქმე და ვეღარსად მოვიძევდი დედას"

ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძე დედის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
"რაღა დროს ჩემი დედაზე ლაპარაკია, ოთხმოცს გადავშორდი კაცი, მაგრამ, დამიჯერებთ, რომ გითხრათ, მენატრება-მეთქი? იმდენად მენატრება, რომ ხანდახან წინ გავწევ ხოლმე ხელს უნებლიედ, მის რბილ და სიფრიფანა ლოყაზე მოსაკიდებლად.
3 მარტი, კი ბატონო, მაგრამ, 365 დღიდან, დედის დღეა არაა ყველა? მე არ მახსოვს, იმის მერე, რაც წუთისოფელს განერიდა, ერთი დღეც კი, რომ არ ველაპარაკებოდე რაღაცაზე.
ხან ვეფერები, ხან ვეჯიჯღინები.
ძველებურად!
როცა, იყო, ვფიქრობდი, დედას რა მოკლავს-მეთქი და არხეინად ვიყავი.
ახლა, ასე ძალიან რომ მინდა აქ იყოს, მივხვდი, რომ მისმა არყოფნამ დამასუსტა და უმწეობის შეგრძნება ამკიდა.
უცნაურს მეტყოდა ხოლმე ხანდახან და, შევეპასუხებოდი, რა გინდამეთქი ჩემგან, და თვალში სიყვარულ-ნარევი საყვედური აუციმციმდებოდა ჩემს ავყია ბიჭურ ტლინკისყრაზე.
რა ვიცოდი, მაშინ, სანატრელად რომ გამიხდებოდა საქმე და ვეღარსად მოვიძევდი დედას.
რამდენს ითმენდა, მაინც, ჰა? ან, როგორ ითმენდა, ან, რატომ ითმენდა, ნეტა! აუ, დედი, შენი თავი მომცა, ახლა, რა!
დედის დღეს გილოცავთ, ძვირფასო მეგობრებო!", - წერს რუხაძე.
საქართველოში დედის დღე, რომელიც სამ მარტს 1991 წლიდან აღინიშნება, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიერ არის დამკვიდრებულია.
ასევე დაგაინტერესებთ:
* "ამიზა სად ვიყავი წასული" - გიორგი კეკელიძე დედის მიერ გამოგზავნილ წერილს აქვეყნებს
1747473786
საზოგადოებარომის პაპი ლეო XIV: ოჯახი მამაკაცსა და ქალს შორის სტაბილურ კავშირზეა დაფუძნებული
ოჯახი მამაკაცსა და ქალს შორის სტაბილურ კავშირზეა დაფუძნებული, განაცხადა რომის პაპმა ლეო XIV წმინდა საყდარში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრებისადმი მიმართვისას განაცხადა. როგორც პაპმა აღნიშნა...
1747471632
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: 17 მაისი, ჩვენს უახლეს ისტორიაში, ქცეული იყო დაყოფის, შუღლის გაღვივების და ერის გახლეჩვის დღედ - პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და ერის ერთსულოვნებით ეს დღე იქცა ერის მთლიანობის, მისი უმთავრესი ფასეულობების დღედ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ოჯახის სიწმინდის დღის მნიშვნელობაზე წერს. „ეშმაკი ჰყოფს, ღმერთი კი ამთლიანებს. 17 მაისი, ჩვენს უახლეს ისტორიაში, ქცეული იყო დაყოფი...
1747470601
საზოგადოებალევან დავითაშვილმა კავშირგაბმულობის დარგის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კავშირგაბმულობის დარგის თანამშრომლებს საქართველოს კავშირგაბმულობისა და მსოფლიო ტელეკომუნიკაციების და საინფორმაციო საზოგადოების დ...
1747469334
მსოფლიოტრამპი მოსკოვს სანქციებს ჰპირდება, თუ უკრაინის საკითხზე მოლაპარაკება საბოლოოდ ჩაიშალა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმების გასაფორმებლად მზად არის. მაგრამ, ტრამპის თქმით...
1747468273
საზოგადოებადიმიტრი ხუნდაძე: სახელმწიფოს შემეცნება და ქართული ოჯახური კულტურა - სწორედ ამ ფასეულობების წართმევა სურთ, რადგან იციან, რომ „ძლიერი ოჯახი ძლიერი სახელმწიფოა”, ძლიერი სახელმწიფოს წაქცევა კი - შეუძლებელი!
17 მაისს, როგორც ოჯახის სიწმინდის დღეს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე სოციალური ქსელით ეხმიანება. მისი თქმით, ადამიანისთვის არ არსებობს იმაზე ღირსეული ბრძოლა,...