დავავადდი მძიმე ნევროლოგიური დაავადებით, რომელიც ცხოვრებისეულ ფუნქციაში ხელს მიშლის - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ საააკშვილი აცხადებს, რომ პატიმრობის პერიოდში, მისდამი მოპყრობის შედეგად, „მძიმე ნევროლოგიური დაავადებით დაავადდა“. 

სასამართლო პროცესზე, საქართველოს მსჯავრდებულმა მესამე პრეზიდენტმა, სიტყვით გამოსვლისას, საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარობაზე ისაუბრა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საპყრობილეში ყოფნისას, მძიმე ნევროლოგიური დაავადებით დაავადდა.

„სამწუხაროდ, იმ მოპყრობის შედეგად, რომელიც მე მივიღე, დავავადდი მძიმე ნევროლოგიური დაავადებით, რომელიც როგორც ხედავთ, გონებას არ მიბნიდავს მაგრამ ცხოვრებისეულ ფუნქციაში ხელს მიშლის და რომლის მკურნალობაც, სამწუხაროდ, დღეს საქართველოში შეუძლებელია. ამის დასადასტურებლად, რომ საქართველოში ეს შეუძლებელია რამდენიმე წამყვანი სპეციალისტი აპირებს ჩამოსვლას და უკვე მე-4 კვირაა ვერ იღებს ნებართვას. თუმცა, ნებისმიერ ქვეყანაში, დიქტატურულშიც კი მათ შეუშვებდნენ“, - განაცხადა სააკაშვილმა 13 იანვრის სხდომაზე.

სააკაშვილს საქართველოში პატიმრობა აქვს მისჯილი ორ საქმეზე: სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. გარდა ამისა, მის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე საქმეა აღძრული, მათ შორის, სახელმწიფო ქონების გაფლანგვის - ე.წ. პიჯაკების საქმე და 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის ძალის გადამეტებით დაშლის გამო.

ამავე თემაზე:

🔵ეს დარბაზი ჩემი აშენებულია, დროშა, რომელიც თქვენს უკან არის, ჩემი გაკეთებულია, ეს სკამი, რომელზეც ზიხართ, ჩემი დადგმულია, ეს აუდიტორიაც ჩემი გაკეთებულია, ეს გალიაც ჩემი აშენებულია - მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს

🔵თქვენ ისეთივე სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი - მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788020135

მსოფლიო

ზელენსკის ოფისი: რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ჩრდილოეთ უკრაინაში, მათ შორის კიევზე, ოპერაციისთვის ემზადება

რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას ჩრდილოეთ უკრაინაში, მათ შორის კიევსა და ჩერნიგოვზე, შესაძლო შეტევითი ოპერაციის რამდენიმე სცენარის მომზადება დაევალა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანე...

პავლო პალისა

1788017197

საზოგადოება

სოფელ საყდართან დროებით ხიდზე მოძრაობა, სავარაუდოდ, ხვალ აღდგება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზაზე, სოფელ საყდართან, სარმის დროებითი ხიდის მოწყობა გრძელდება. ხიდის კონსტრუქცია...

სოფელ საყდართ

1788014662

ახალი ამბები

უბედური შემთხვევა ბათუმში - 2 წლამდე ბავშვი მერვე სართულიდან გადავარდა და დაიღუპა

ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან 2 წლის ბავშვი გადავარდა და დაიღუპა. არსებული ცნობით, მცირეწლოვანი ადგილზევე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმ...

სასწრაფოს მანქანა

1788014259

საზოგადოება

ხუბუა: ჟორჟოლიანი თბილისში ჩამოსულ დაურ ბუავაზე წერს, „საქართველოში გადმოვიდაო“, ეს მხოლოდ მის კოგნიტიურ დისფუნქციურობაზე კი არ მეტყველებს, არამედ მის წარმოდგენაში აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, საიდანაც შეიძლება, ვიღაც „საქართველოში გადმოვიდეს”

„ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური, მორალური და ინტელექტუალური სიღატაკის ბარომეტრი - ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა 2021 წელს „საქართველოში საცხოვრებლად გადმოვიდა". სინამდვილეში, აწ გარდ...

ჯაბა ხუბუა

1788010909

მსოფლიო

ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 675-მდე გაიზარდა

ნეპალში ჩინეთის საზღვართან ამ კვირაში მომხდარმა დამანგრეველმა წყალდიდობამ, სულ მცირე, 675 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, - განაცხადა ნეპალის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. როგორც ცნობილია,...

ნეპალი ნეპალი