ძალიან შეშფოთებული ვართ სააკაშვილის მდგომარეობით - აშშ-ს ელჩი

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, რთული გასაგებია, ადამიანის სიცოცხლის დასაცავად საჭირო ზომები რატომ არ არის მიღებული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების რეკომენდაციების შესაბამისად.

დიპლომატი ამბობს, რომ  აშშ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობით ძალიან შეშფოთებულია.

„ძალიან შეშფოთებული ვართ სააკაშვილის მდგომარეობით. როდესაც ადამიანის სიცოცხლე რისკის წინაშეა, აღარ არის საჭირო საუბარი იმაზე, რომ მიღებული უნდა იყოს შეძლებისდაგვარად ყველა ზომა, რათა უზრუნველყოფილი იყოს საჭირო მკურნალობა.

უდიდესი ნდობას ვუცხადებთ სახალხო დამცველს, მის გუნდს და სამედიცინო ჯგუფს, რომელიც მუშაობს მისი ეგიდით. მათი შეფასებაა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა არის კრიტიკული და მას სჭირდება სრული მკურნალობა, რომ ის, რაც მოხდა, აღარ განმეორდეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს, თუ არ არის შესაბამის დაწესებულებაში.

ამ საკითხს დიდ ყურადღებას აქცევს არა მხოლოდ საელჩო, არამედ ვაშინგტონიც და საქართველოს სხვა მეგობრებიც, როგორიცაა ელჩი იან კელი, რომელიც აკვირდება სიტუაციას შეშფოთებით. რთულია იმის გაგება, რომ ის ზომები, რომლის მიღება საჭიროა ადამიანის სიცოცხლის დასაცავად, რატომ არ არის მიღებული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების რეკომენდაციების შესაბამისად“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ამავე თემაზე:
🔵ის, რაც ვიხილეთ ბოლო 24 საათში, არის ასევე ევროკავშირისთვის შეშფოთების მიზეზი - კარლ ჰარცელი

🔵სააკაშვილს კაცობა რომ ჰქონდეს, შიმშილობას მხოლოდ ელენე ხოშტარიას გამო შეწყვეტდა-ირაკლი კობახიძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792088757

ახალი ამბები

ვარკეთილში საცხოვრებელ ბინაში ხანძარი იყო

ვარკეთილში ერთ-ერთ ბინაში სავარაუდოდ გაზქურაზე აალება მოხდა.  როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ექსკლუზივს“ განუცხადეს ხანძარი ლიკვიდირებულია და მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავლაბარში ხანძარი ლიკვიდირებულია

1792086808

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. ცერემონიის შემდეგ, კონფერენციის მონა...

ირაკლი კობახიძე

1792085735

ახალი ამბები

ირაკლი ნადარეიშვილი: არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრთან შეხვედრისას მიმოვიხილეთ პერსპექტიული საინვესტიციო პროექტები, მათ შორის სტუმარმასპინძლობის მიმართულებით

„არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრთან მიმოვიხილეთ ქვეყნებს შორის მიმდინარე ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარე...

ირაკლი ნადარეიშვილი

1792084456

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს აბდულა ბინ ტუქ ალ მარის შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს აბდულა ბინ ტუქ ალ მარის შეხვდა. შეხვედრაზე...

მარიამ ქვრივიშვილი

1792081777

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის შესახებ: განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში

„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი...

მარიამ ქვრივიშვილი