"გერმანიაში უდიდესია ინტერესი საქართველოს მიმართ, ადამიანების, ისტორიის, საოცარი ბუნებისა და არაჩვეულებრივი სამზარეულოს მიმართ" - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს მეგობრული მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ გერმანიის მოქალაქეების მხრიდან საქართველოში ჩამოსვლის დიდი ინტერესი ვლინდება.
"უდიდესი მადლობა თბილისში ამ მეგობრული მიღებისთვის. შემთხვევითი არ არის, რომ საქართველო მიმდინარე წელს იყო მსოფლიოში უდიდესი, ITB Berlin-ის ოფიციალური სტუმარი. გერმანიაში უდიდესია ინტერესი საქართველოს მიმართ, ადამიანების, ისტორიის, საოცარი ბუნებისა და არაჩვეულებრივი სამზარეულოს მიმართ. ძალიან დიდი ინტერესი ვლინდება საქართველოში ჩამოსვლის მსურველი გერმანელი ტურისტების რაოდენობის გაზრდის მხრივ. იზრდება ჯავშნების რაოდენობა, იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც უნდათ ტურისტად საქართველოში ჩამოსვლა. ანუ, ადამიანები, რომლებისთვისაც ხინკალი და ხაჭაპური აღარ არის უცხო სიტყვები. მიუხედავად იმისა, რომ მათი წარმოთქმა მარტივი არ არის, მათ შორის ჩემთვისაც, მაგრამ ეს არის ანეკდოტი გერმანული პრესისათვის. გუშინ ღამე ჩამოვედი, ვნახე არაჩვეულებრივი ქალაქი, მისი არაჩვეულებრივი არქიტექტურით. ულამაზესი ქალაქი, სადაც გერმანული არქიტექტურა ნამდვილად შინაურია. ეს ყველაფერი უკავშირდება ორმხრივ ურთიერთობას“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵"მესმის აზარტიც, სპორტული ინტერესიც, მაგრამ არასოდეს დადგება ჩემგან მონადირე... ამათ რომ დააობლებ"
1794675556
სპორტიმერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა
მერაბ დვალიშვილმა აბუ დაბიში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა. შეხვედრა თავისუფალი ჭიდაობის წესებით გაიმართა. დვალიშვილისთვის ეს RAF-ში მეოთხე გამ...
1794675512
მსოფლიოდონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანს არ შეუტიოს, თუ თეირანი აშშ-ის პროვოცირებას არ მოახდენს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანზე თავდასხმისგან თავი შეიკავოს, თუ თეირანი ან იემენელი „ჰუსიტები“, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, ახალ პროვოკაციებს არ განახორციე...
1794673487
სპორტისაქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა უნგრეთის წინააღმდეგ ცნობილია!
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ წლის ბოლო საშინაო მატჩისთვის, რომელსაც უნგრეთთან ჩაატარებს, სასტარტო შემადგენლობა შეარჩია. საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის მე-5 ტუ...
1794671457
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი: ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას
„ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნი...
1794670023
ახალი ამბებიალადაშვილი ხაბეიშვილზე ძალადობის საქმის განაჩენზე: ეს არის დასტური, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია - კანონდამრღვევი დაისჯება
მმართველი გუნდის წევრი აკაკი ალადაშვილი ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება...































