„არაა ჩემი საქმე მდიდარი კაცის მსახურებაო, კალმისტარი დააგდო და წავიდა“ – მარინა სალუქვაძე დათო ტურაშვილზე
ცნობილი ჟურნალისტი მარინა სალუქვაძე მწერალ დათო ტურაშვილთან დაკავშირებით წლების წინ მომხდარ ამბავს იხსენებს და სოციალურ ქსელში წერს:
„2002 წელს დავიწყე ტელეკომპანია იმედზე მუშაობა. 5 კაცი დამხვდა – ბიძინა ბარათაშვილი, ოთარ შამათავა, გია ტოგონიძე, ზვიად ქორიძე და გიორგი კიკნაძე – მაშინ ჟორიკა იყო იმედის დირექტორი. მეექვსე მე ვიყავი. ჯერ იმედის შენობაც არ იყო და აკადემქალაქში, „აუდიენციის“ დიდ მანსარდაზე გვქონდა ოფისი და ყველა ერთად ვისხედით. ნელ-ნელა გავიზარდეთ და გავბევრდით. ხელფასი იმ დროისთვის შესაშური გვქონდა, ენთუზიაზმი ცამდე, მონდომება უზარმაზარი! ყველა ოცნებობდა იმედზე მუშაობის დაწყებას. საინტერესო საქმესთან ერთად მატერიალური კეთილდღეობა ყველას ხიბლავდა.
ერთ დღესაც შემოგვიერთდა დათო ტურაშვილი, ჩვენი საყვარელი ტურიკა. 3 დღე იარა. ჩემთან ახლოს იჯდა. გადაშლიდა რვეულს, დაიკავებდა კალმისტარს, სადღაც იყურებოდა და არაფერს არ წერდა. უცებ დააგდო კალმისტარი, ადგა და თქვა წავედიო. რატომ-თქო ვკითხე. არაა ჩემი საქმე მდიდარი კაცის მსახურება, თავისუფლება მირჩევნია ყველანაირ ხელფასსო, არ შემიძლიაო თქვა და წავიდა.
ზოგმა თქვა გაუფრენიაო. მე კი ჩუმად შემშურდა…
გუშინდელივით მახსოვს
რაც შეეხება მის გარშემო ატეხილ ბინძურ კამპანიას – ტურიკა ვინმეს სამსახურში თუა, ეს მხოლოდ ჩვენი ქვეყანაა და არც ერთმა ანგაჟირებულმა პერსონამ არ გაბედოს მასზე ცუდის თქმა!!! სად იყავით, როდესაც ეს გულანთებული ბიჭი გარეჯის გადასარჩენად დარბოდა?!!! სად იყავით როდესაც გაგანია კომუნისტების დროს ავაზაკს პირში ეუბნებოდა სიმართლეს?!!! სად იყავით როდესაც მისმა გულმა სიბინძურეს ვერ გაუძლო და კინაღამ გამოგვეცალა ხელიდან???
ააა, მისი ემოციური საუბარი გაღიზიანებთ? რასაკვირველია, ვინმე შეიძლება არ დაეთანხმოს, სხვაგვარად ფიქრობდეს, რაც ნორმალურია, მაგრამ ოპონირებისას სახე არ დაკარგოთ!!! მავანმა “ისტერიჩკადაც” გაბედა ტურიკას მონათვლა! საცოდავებო, თქვენგან განსხვავებით ტურიკას გული სამშობლოთია სავსე…
მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ ოქროს ბიჭო ❤️
P.S. ამ გახსენებით არც ბადრის დაკნინება მიფიქრია და არც იმედის გუნდის, სადაც ბევრი ღირსეული ადამიანი მუშაობდა!!!“, – წერს მარინა სალუქვაძე
1794592850
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: დასრულდა ვიზიტი ჰანგჯოუში, გვქონდა შესაძლებლობა, გვენახა ინოვაციური მიღწევები, რომლებიც სხვადასხვა კომპანიას აქვს ჩინეთში და ეს ნამდვილად შთამბეჭდავი მიღწევებია
დასრულდა ჩვენი ვიზიტი ჰანგჯოუში. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, გვენახა ინოვაციური მიღწევები, რომლებიც სხვადასხვა კომპანიას აქვს ჩინეთში და ეს ნამდვილად შთამბეჭდავი მიღწევებია, – ამის შესახებ საქართველოს...
1794590530
სპორტისაბა ლაზიშვილი RAF-ის ტურნირზე იურაია ფეიბერს დაუპირისპირდება
Real American Freestyle-მა (RAF) ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქართველი მოჭიდავე საბა ლაზიშვილი 14 ნოემბერს აბუ-დაბიში გასამართ ტურნირზე UFC-ის ყოფილ ვარსკვლავს, იურაია ფეიბერს დაუპირისპირდება. ორგანიზა...
1794588914
საზოგადოებაპატრიარქი: ვევედროთ წმინდა 100 000 ქართველ მოწამეს, გვასწავლონ, ვიყოთ ერთგული მოწმენი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - ჩვენი ქვეყნის წარსული ადასტურებს, რომ მხოლოდ ამ გზით სიარულმა გადაარჩინა ჩვენი ერი
ძვირფასო ძმებო და დებო, ვევედროთ წმინდა 100 ათას ქართველ მოწამეს, რომ გვასწავლონ, ვიყოთ ერთგული მოწმენი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ 100 ათ...
1794586790
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის მხოლოდ დღევანდელ განხილვაზე მისი ლიდერების მიერ დაფიქსირებული პოზიციებიც საკმარისია
„ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის მხოლოდ დღევანდელ განხილვაზე მისი ლიდერების მიერ დაფიქსირებული პოზიციებიც საკმარისია“, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშ...
1794584581
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით მეტეხის ხიდზე პარაკლისს დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით მეტეხის ხიდზე პარაკლისს დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკ...


























