კორონავირუსით ორსული ქალი დაიღუპა
„ყველაზე ბედნიერი ოჯახი ჰყავდა, მეორე ბავშვის მოლოდინში რას წარმოიდგენდნენ რომ კორონა ყველაზე ბედნიერ ოჯახს ყველაზე უბედურად აქცევდა“, - ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე ტრაგიკულ ინფორმაციას ავრცელებს.
ჟურნალისტი წერს, რომ კორონავირუსს მისი მეგობარი, ორსული ქალი ემსხვერპლა.
„ბავშვი გადარჩა , მაგრამ კორონას ვერ მოერია დედა, რომელმაც ახალშობილი შვილი ვერ ნახა.
ჩემი საოცარი გოგო. როგორი დამანგრეველი და დაუჯერებელია“, - წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.
ბაკო სალაყაია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი არ იყო.
მას ვირუსი 2 თვის წინ დაუდასტურდა, როცა ექვსი თვის ორსული იყო.
ახალგაზრდა ქალს საკეისრო კვეთა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გაუკეთეს. თუმცა, სამწუხაროდ იმდენად დამძიმდა, რომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, COVID19-ით 7 338 ორსული დაინფიცირდა.
დაავადებათა ეროვნული ცენტის ინფორმაციით, კორონავირუსს ქვეყანაში 16 ორსულის სიცოცხლე შეეწირა.
რამდენიმე დღის წინ, ალერგოლოგ - იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ორსულებს მიმართა და კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდა.
„გასკდა გული, ორსულებო აიცერით, გთხოვთ“! - დაწერა ბიძინა კულუმბეგოვმა, კორონავირუსით გარდაცვლილი ბათუმელი ორსული ქალის შესახებ.
ცნობისთვის, 32 კვირის ორსული, 25 წლის მეგი სურმანიძე COVID 19-ით 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

მსგავსი თემები:
🔵 "გასკდა გული, ორსულებო აიცერით, გთხოვთ!" - ბიძინა კულუმბეგოვი ორსული ქალის გარდაცვალებაზე
🔵 ორჯერადად აცრილებში კოვიდით გარდაცვალება არ გვაქვს - გამყრელიძე ვაქცინებზე
1792350256
საზოგადოებარომის პაპი ფილტვზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა
რომის პაპმა ლეო XIV-მ ფილტვზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ პირველი ღონისძიება გამართა. ამის შესახებ Vatican News-ი იუწყება. 18 ოქტომბერს, ოპერაციის შემდეგ პირველ საჯარო გამოჩენისას პაპმა ლეო XIV-მ მონა...
1792348393
ახალი ამბებიკახეთის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებ...
1792346955
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ქალბატონი კალასი ორი წელია ეხვეწება მარკო რუბიოს შეხვედრის ჩანიშვნაზე, ეს ხომ ჩვენი მოგონილი არ არის და საჯარო ინფორმაციაა?! ერთწუთიან შეხვედრას ვერ ნიშნავს
ევროპელ ხალხს რა პასუხს სცემენ, როდესაც ყველამ იცის, რომ ნატოში ამინდს ქმნის ამერიკის შეერთებული შტატები?! მმართველი ელიტა რეალობას ხომ აცდენილია ამ შემთხვევაში?! - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“...
1792346436
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ბრიუსელს მოუწევს ადრე, თუ გვიან შეგუება იმ ფაქტთან, რომ „ქართულ ოცნებას“ ვერანაირად ჩაანაცვლებენ აგენტურით, დასხდებიან და ჩვენთან დაიწყებენ საუბარს
ბრიუსელს მოუწევს ადრე, თუ გვიან შეგუება იმ ფაქტთან, რომ „ქართულ ოცნებას“ ვერანაირად ჩაანაცვლებენ აგენტურით, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „იმ...
1792345297
საზოგადოებავარლამ ლიპარტელიანი: მხოლოდ თავიანთ სახეს წარმოაჩენენ ის ადამიანები, რომლებიც ესხმიან თავს განსაკუთრებით წარმატებულ სპორტსმენებს, ასევე იმ ძლიერ, საყრდენ ინსტიტუტებს, რაზედაც ჩვენი ქვეყანა დგას
ვფიქრობ, დრომ კარგად გამოაჩინა, რომ ეს ყველაფერი საპირისპიროდ მუშაობს. ვერანაირ ზიანს ვერ მოუტანენ ვერცერთ ადამიანს და ვერც ჩვენს ქვეყანას, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ „ქართული ოცნების” ახალგაზრდულ...


























