მახინჯაურთან გამორიყული გემი უსაფრთხოდაა - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელიც ძლიერმა შტორმმა, მახინჯაურის სანაპიროზე გამორიყა, უკვე უსაფრთხოდ დგას საღუზე წერტილში.
სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით, გემმა თანდათანობით შეძლო ზღვისკენ სვლა.
„2022 წლის 7 იანვარს, ბათუმის ნავსადგურის აკვატორიის N4 საღუზე წერტილში დადგა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი, სახელწოდებით: SGV-Flot (IMO 8033089). გემზე იმყოფება ეკიპაჟის 13 წევრი. 14 იანვარს გემმა სააგენტოს ბათუმის ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის სამსახურისგან მიიღო გაფრთხილება ამინდის მოსალოდნელი მკვეთრი გაუარესების შესახებ.
ძლიერი შტორმის (ზღვის ღელვა აღწევდა 6 ბალს, ქარის სიჩქარე - 12-18 მ/წ.) გამო გემმა დაკარგა მანევრირების უნარი და ტალღებმა დაიწყო მისი წამოღება ნაპირისკენ. მიუხედავად აღნიშნულისა, გემმა საკუთარი ძალებით შეძლო ნაპირისკენ სვლის შეჩერება.
დაახლოებით 03:00 საათის შემდეგ, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შესაბამის სამსახურებთან (ზღვაზე ძებნა გადარჩენისა და გემების მოძრაობის მონიტორინგის დეპარტამენტი და ბათუმის ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური) მჭიდრო კოორდინაციიით, გემმა თანდათანობით შეძლო ზღვისკენ სვლა და ამ დროისათვის გემი უკვე უსაფრთხოდ დგას საღუზე წერტილში.
მახინჯაურში მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ სააგენტოს თანამშრომლები, სამაშველო ჯგუფი, მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საპატრულო პოლიცია.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შესაბამისი სამსახურები მუდმივ კოორდინაციაში იმყოფებიან გემთან და აგრძელებს მისი ადგილმდებარეობის მონიტორინგს“,-ნათქვამია, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵აშშ და იაპონია ცუნამის მოლოდინში - სანაპირო რაიონებში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო
1793533138
მსოფლიოლონდონში აშშ-ის საელჩოსთან გამართული საპროტესტო აქციის დროს 130-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
ლონდონის პოლიციის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში აკრძალული ორგანიზაციის, „პალესტინის მოქმედების“ მხარდასაჭერად საპროტესტო აქციაზე 139 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. მედიას...
1793528397
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე ბერა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: „ტვ პირველის“ დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა - შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, „ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილი საქართველოდან გაფრინდა, ხოლო, აეროპორტ...
1793526713
ახალი ამბებისოფელ ბერშუეთის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
2026 წლის 31 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირ...
1793523531
მსოფლიობულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. როგორც Report-ი იტყობინება, ადგილობრივი დროით 07:00 საათზე ქვეყნის მასშტაბით 12 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნა, სადაც 6.6 მილიონ ამომრჩეველ...
1793520579
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევისა და ისანი - სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შ...































