მიხეილ ყაველაშვილი: ომში ჩართვის, დესტაბილიზაციისა და რევოლუციის არაერთ მცდელობას ჩვენმა სახელმწიფომ სიმტკიცით უპასუხა, შეიძლება, ამ წლებს საქართველოს გადარჩენის პერიოდი ვუწოდოთ, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა
ომში ჩართვის, დესტაბილიზაციისა და რევოლუციის არაერთ მცდელობას ჩვენმა სახელმწიფომ სიმტკიცით უპასუხა, ჩვენ შეიძლება, ამ წლებს საქართველოს გადარჩენის პერიოდი ვუწოდოთ, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, ქართველი ხალხის ნება, სახელმწიფოებრიობა და ეროვნული ღირებულებები არის საქართველოს არაკეთილმოსურნეების მთავარი სამიზნე, რადგან იციან, რომ ქვეყნის სიმტკიცე სწორედ ამაზე დგას.
„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ომში ჩართვის, დესტაბილიზაციისა და რევოლუციის არაერთ მცდელობას ჩვენმა სახელმწიფომ სიმტკიცით უპასუხა. ჩვენ შეიძლება, ამ წლებს საქართველოს გადარჩენის პერიოდი ვუწოდოთ, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ არ დასრულებულა.
ხაზგასასმელია, რომ ქვეყნის გადარჩენაში მთავარი როლი სწორედ ქართველმა ხალხმა ითამაშა, ყველა კრიტიკულ მომენტში გვერდით გადადო ემოციები და განსაკუთრებული სიფრთხილით, სიბრძნითა და პატრიოტიზმით მიიღო გადაწყვეტილებები; გვერდში დაუდგა სახელმწიფოს და თავიდან აგვარიდა საქართველოს განადგურება. სწორედ ამიტომ, ქართველი ხალხის ნება, ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ეროვნული ღირებულებები არის საქართველოს არაკეთილმოსურნეების მთავარი სამიზნე, რადგან იციან, რომ ჩვენი ქვეყნის სიმტკიცე სწორედ ამაზე დგას.
შესაბამისად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესებით მოქმედება და საბოლოოდ გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოს. ამ პერიოდში, ქართველმა ხალხმა რეალურად იგრძნო, თუ რას ნიშნავს ქვეყანაზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა, რამდენად მნიშვნელოვანია, თითოეული მოქალაქე იცავდეს და უფრთხილდებოდეს თავის წილ საქართველოს, ამაყობდეს საკუთარი ქვეყნით და იდგეს სამშობლოს სამსახურში.
ამ პროცესების გააზრება გვარწმუნებს, რომ სამშობლოზე ზრუნვა და მოფრთხილება საჭიროებს მუდმივ, უწყვეტ პროცესს ქართული საზოგადოების მხრიდან, რომელიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. დარწმუნებული ვარ, წინ გველის უფრო დიდი აღმავლობის, გაძლიერებისა და გაერთიანების პერიოდი. იმისთვის, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ, კვლავ გვჭირდება სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ერთობა, რომელმაც ჩვენი ქვეყანა განადგურებას გადაარჩინა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
1738667686
ახალი ამბები„წყალი ბაკურიანი“ განცხადებას ავრცელებს
„ბაკურიანი ციდასთან“ დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გადამოწმდა ნიმუშები და დარღვევა არ გ...
1738667068
ახალი ამბებიგენო პეტრიაშვილი აქციის მონაწილეების შეძახილებზე: რაც დღეს საზოგადოებამ ნახა, არის ფაშიზმის კიდევ ერთი მაგალითი! ყოველგვარ ზღვარს გასცდა თქვენი უღირსი საქციელი!
რაც დღეს საზოგადოებამ ნახა არის ფაშიზმის კიდევ ერთი მაგალითი! ყოველგვარ ზღვარს გასცდა თქვენი უღირსი საქციელი! - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გენო პეტრიაშვილი მის მიმართ აქციის მონაწილ...
1738666685
საქართველოდიმიტრი ხუნდაძე: როგორც იქნა, საპარლამენტო ტრიბუნასთან ჩვენ ვიხილეთ პრეზიდენტი, რომელიც საუბრობდა ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და არ იყო დაწერილი სიტყვა, რომელიც ექვემდებარებოდა გარე დაკვეთებს
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლას მედიასთან ეხმიანება. დეპუტატმა აღნიშნა, რომ მიხეილ ყაველაშვილის...
1738666010
ახალი ამბებიცხინვალში ქალი და სამი ბავშვი მხუთავი გაზით მოიწამლნენ
ქალი და მისი სამი არასრულწლოვანი შვილი ცხინვალში მხუთავი გაზით (CO) მოიწამლნენ. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება. ინციდენტი გრი კოჩიევის ქუჩაზე მოხდა. ქალი და ბავშვები საავადმყოფოში არიან მოთავსებ...
1738664926
ახალი ამბებიზაჰესში, შოთაძის მეორე შესახვევში სკვერი მოეწყო
გლდანის რაიონს კიდევ ერთი ახალი სკვერი შეემატა. გამგეობამ ზაჰესში, შოთაძის მეორე შესახვევში სკვერის მოწყობა დაასრულა. სამუშაოები 1 600 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ჩატარდა. ტერიტორიაზე მოეწყო მოსასვენე...