ომიკრონის პირველი სავარაუდო შემთხვევა საქართველოში - ლუგარში საეჭვო ნიმუშებს იკვლევენ

ომიკრონის პირველი სავარაუდო შემთხვევა საქართველოში - ირკვევა, რომ ლუგარი რამდენიმე საეჭვო ნიმუშს იკვლევს.

ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2"- ი ავრცელებს.

არის თუ არა ეს კორონავირუსის ახალი,  შტამი ჯერჯერობით უცნობია. საბოლოო პასუხს რამდენიმე დღე დასჭირდება.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, გამოვლენილია 10-ზე მეტი საეჭვო შემთხვევა და ამ დროისთვის მიმდინარეობს სიღრმისეული კვლევა.

ის არ გამორიცხავს, რომ საქართველოში "ომიკრონი" უკვე ცირკულირებდეს.

"საქართველოში ჯერ არ გვაქვს დაფიქსირებული, მაგრამ საეჭვო დაახლოებით 10-ზე მეტი შემთხვევა არის კვლევაში.

მხედველობაში მაქვს, რომ საეჭვო იყო იმ ჩვენი პროტოკოლით, რაც შევიმუშავეთ და ეს საეჭვო შემთხვევები სხვადასხვა ლაბორატორიიდან მოდის. იქ არის ინდიკატორები, როდის უნდა გამოგზავნონ ძირითადად, S გენზე უარყოფითი შემთხვევები.

იმ ნაკრებებიდან, რომელიც ამ სამივე გენს აღმოაჩენს ხოლმე და ეს S გენზე როცა უარყოფითია, ის საეჭვოა და შემდეგ ხდება მათი ჩვენთან სეკვენირება.

სეკვენირებას 4-5 დღე სჭირდება ხოლმე, სწრაფად არ არის ხოლმე პასუხი და ასევე, ჩვენ გვაქვს სხვა არაპირდაპირი pcr მეთოდები, რომლითაც გამორიცხვის მეთოდით, კიდევ მეტი ეჭვი შეიძლება მიიტანო.

დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად, ამ საათისთვის, ჩვენ ლაბორატორიულად არ გვაქვს დადასტურებული ომიკრონის შემთხვევა, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ იყოს და ცირკულირებდეს ქვეყანაში", - ამბობს ამირან გამყრელიძე.

სხვა სიახლეები:

🔲 გიორგი სუხიტაშვილი: მწერენ, თუ რატომ არ ვარ პაპასთან, რატომ გავდივარ ქვეყნიდან, რატომ ვსუნთქავ... - პაპაჩემი მაჯის საათი არაა, სულ ჩემთან იყოს

🔲 "დილის 5 საათზე უმრავლესობას რომ სძინავს, თბილისის ქუჩებს, სიცივეში ასუფთავებს..." - ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი საზოგადოებას, ერთ-ერთი მეეზოვის ისტორიას უზიარებს 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792350256

საზოგადოება

რომის პაპი ფილტვზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

რომის პაპმა ლეო XIV-მ ფილტვზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ პირველი ღონისძიება გამართა. ამის შესახებ Vatican News-ი იუწყება. 18 ოქტომბერს, ოპერაციის შემდეგ პირველ საჯარო გამოჩენისას პაპმა ლეო XIV-მ მონა...

რომის პაპი ლეო XIV

1792348393

ახალი ამბები

კახეთის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებ...

დაკავება

1792346955

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ქალბატონი კალასი ორი წელია ეხვეწება მარკო რუბიოს შეხვედრის ჩანიშვნაზე, ეს ხომ ჩვენი მოგონილი არ არის და საჯარო ინფორმაციაა?! ერთწუთიან შეხვედრას ვერ ნიშნავს

ევროპელ ხალხს რა პასუხს სცემენ, როდესაც ყველამ იცის, რომ ნატოში ამინდს ქმნის ამერიკის შეერთებული შტატები?! მმართველი ელიტა რეალობას ხომ აცდენილია ამ შემთხვევაში?! - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“...

ლევან მაჭავარიანი

1792346436

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელს მოუწევს ადრე, თუ გვიან შეგუება იმ ფაქტთან, რომ „ქართულ ოცნებას“ ვერანაირად ჩაანაცვლებენ აგენტურით, დასხდებიან და ჩვენთან დაიწყებენ საუბარს

ბრიუსელს მოუწევს ადრე, თუ გვიან შეგუება იმ ფაქტთან, რომ „ქართულ ოცნებას“ ვერანაირად ჩაანაცვლებენ აგენტურით, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „იმ...

ლევან მაჭავარიანი

1792345297

საზოგადოება

ვარლამ ლიპარტელიანი: მხოლოდ თავიანთ სახეს წარმოაჩენენ ის ადამიანები, რომლებიც ესხმიან თავს განსაკუთრებით წარმატებულ სპორტსმენებს, ასევე იმ ძლიერ, საყრდენ ინსტიტუტებს, რაზედაც ჩვენი ქვეყანა დგას

ვფიქრობ, დრომ კარგად გამოაჩინა, რომ ეს ყველაფერი საპირისპიროდ მუშაობს. ვერანაირ ზიანს ვერ მოუტანენ ვერცერთ ადამიანს და ვერც ჩვენს ქვეყანას, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ „ქართული ოცნების” ახალგაზრდულ...

ვარლამ ლიპარტელიანი