ორსულებში გვაქვს ორი რისკფაქტორი, ფილტვების პათოლოგია და თრომბოემბოლიური დაავადებები. ყველა ორსული უნდა აიცრას - ზაზა სინაურიძე

ორსული ქალები, მაღალ რისკჯგუფში არიან ვიდრე, არა ორსული ქალები, რადგან აქ გვაქვს ორი რისკფაქტორი, ფილტვების პათოლოგია და თრომბოემბოლიური დაავადებები, - ამის შესახებ მეან-გინეკოლოგმა ზაზა სინაურიძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გართულებების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დროული ვაქცინაცია.
"ნაირსახეობა კოვიდის, რომელიც ახლა შემოვიდა საქართველოში "დელტა" შტამი, გაცილებით მალე გავრცელებადია. სამწუხაროდ დაგვიდგა ჟამი, როდესაც დელტა შტამი ორსულებშიც და ბავშვებშიც გავრცელდა.
ცხადია ორსული არის რისკჯგუფი. ორსულობაში ფილტვის ექსკურსია, ანუ ფილტვის გაფართოება სუნთქვის დროს მცირდება და მუცლის ღრუში იზრდება წნევა, შესაბამისად, პირველი რასაც აზიანებს კორონავირუსი, ეს არის ფილტვი და ზედა სასუნთქი გზები.
როდესაც, ისედაც ფილტვი ვერ იშლება კარგად ორსულობის გამო, იქ კიდევ შეგუბებითი პროცესი გაცილებით მეტ პრობლემას იწვევს.
ასევე, მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, სისხლის შემადედებელი სისტემა, რომელიც ძალიან დიდი როლს ასრულებს ორსულობაში და ორსულის ორგანიზმი ემზადება მომავალი სისხლდენისთვის, იქ ყველა პარამეტრი იწევს.
თავის მხრივ ვირუსი და ტემპერატურული რეაქცია, ამ ყველა პროცესს აღრმავებს. აქ გვაქვს ორი რისკფაქტორი, ფილტვების პათოლოგია და თრომბოემბოლიური დაავადებები. შესაბამისად ორსული ქალები, მაღალ რისკჯგუფში არიან ვიდრე, არა ორსული ქალები.
იტალიის მეან-გინეკოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარემ, კარლო დირენცომ, რომელიც არის წამყვანი მეან-გინეკოლოგი მსოფლიოში, ნაშრომი გამოაქვეყნა, სადაც დაამტკიცა, რომ:
ორსულ ქალებს 38% -ით მეტი აქვთ რისკფაქტორი თრომბოემბოლიის, ვიდრე არა ორსულ ქალებს.
აქ, ერთადერთი საშუალება, რომ ეს ყველაფერი ავირიდოთ თავიდან - ეს საშუალება არის ვაქცინაცია.
ჩვენ ექიმები ვართ, ღმერთები არა. ჩვენც გვაქვს რაღაცა ზღვარი და ძალიან გთხოვთ ნუ მიგვიყვანთ ამ ზღვართან, რომელიც დამოკიდებულია თქვენზე და მოგიწოდებთ დავიცვათ რეგულაციები.
ამით ჩვენ მოგვეცემა საშუალება, რომ სულ ყველას დავეხმაროთ. არ მესმის ალოგიკური საუბრები , "მე არ დამემართება", - განაცხადა სინაურიძემ.
10 აგვისტოს, ქუთაისში კოვიდით 28 წლის ორსული ქალი გარდაიცვალა. ორსულის მდგომარეობა მძიმე იყო და ის კლინიკა ბომონდის კოვიდცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. პაციენტს ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა.
1757006009
საზოგადოებაირაკლი კირცხალია ბექა ოდიშარიას მიმართ მიყენებულ შეურაცხყოფაზე: ყველაფერს კადრულობენ იმისთვის, რომ ეს ვიწრო პარტიული, მდარე ინტერესი გამოავლინონ
ის, რომ ლიბერალური ფაშიზმი გახლავთ ზუსტი ახსნა და განმარტება იმ სამწუხარო მოვლენის, რომელიც არის ჩვენს საზოგადოებაში ამ ერთი მუჭა რადიკალების გადამკიდე, არის ფაქტი, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ფრაქც...
1757005322
საზოგადოებალევან მაჭავარიანი ბექა ოდიშარიას მიმართ მიყენებულ შეურაცხყოფაზე: ეს საქციელი ყოვლად მიუღებელია, არ ვიცი სად არიან აღზრდილები და რა მორალური სტანდარტებით ხელმძღვანელობენ
ეს საქციელი ყოვლად მიუღებელია, არ ვიცი სად არიან აღზრდილები და რა მორალური სტანდარტებით ხელმძღვანელობენ, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარ...
1757003933
საზოგადოებაბექა ოდიშარია: ჩემთვის უხერხულია ჩემს ჯანმრთელობაზე საუბარი, თუმცა მე რა უნდა ვთქვა, როდესაც ბუტა რობაქიძის მამას აგინეს დედა და მამა
„ჩემს მიმართ რაც იკადრეს, გავრცელდა სოციალურ მედიაში და საზოგადოებამ თვითონ გასცა სხვათა შორის პასუხი“, - განაცხადა საკრებულოს წევრობის კანდიდატმა ბექა ოდიშარიამ მასზე მიყენებულ შეურაცხყოფაზე საუბრისა...
1757002461
მსოფლიოCNN: თეთრი სახლის ოფიციალური პირის განცხადებით, რუსეთმა ევროკავშირისგან საწვავის გაყიდვიდან ერთ წელიწადში 1.1 მილიარდი ევრო მიიღო
რუსეთმა ევროკავშირისგან საწვავის გაყიდვიდან ერთ წელიწადში 1.1 მილიარდი ევრო მიიღო. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ს თეთრი სახლის ოფიციალურმა პირმა განუცხადა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმი...
1757002394
სპორტი„დინამო არენაზე“ საქართველო-თურქეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩი მიმდინარეობს
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას, საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთის ნაკრებთან მართავს. მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრების მთავარმ...