პაციენტების რაოდენობა ბავშვთა კლინიკებში წინა კვირასთან შედარებით ორჯერ გაიზარდა

კორონავირუსის სწრაფი გავრცელების ფონზე, დატვირთვა გაიზარდა პედიატრიულ განყოფილებებშიც. ციციშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტების რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით ორჯერ გაიზარდა. ბოლო 24 საათში კი კლინიკამ 30 პაციენტი მიიღო.

"ციციშვილის კლინიკაში ამ ეტაპზე მკურნალობს 116 პაციენტი, აქედან უმეტესობა ბავშვები არიან. ბოლო პერიოდში მოიმატა უფრო მეტად ზემო სასუნთქის რესპირაციულმა მოვლენებმა პაციენტებში, როგორც ჩანს მაღალი ცხელება რჩება "დელტას" მსგავსად "ომიკრონის" შემთხვევაშიც წამყვანად იმ პაციენტებთან, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ. უფრო მეტად გამოხატულია გულის რევა-ღებინების მომენტები, მუცლის ტკივილი," - აცხადებს ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორი დავით რეხვიაშვილი.

მეექვსე ტალღის პიკს იანვრის ბოლოს ელოდებიან. სპეციალისტები ვარაუდობენ იმასაც, რომ ყოველდღიურად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 20 ათასსაც მიაღწევს.

"შეიძლება იყოს 10 ათასზე მეტი, 20 ათასი დღიური შემთხვევები, წესით ჩვენ უნდა ველოდოთ არა მომატებას სიკვდილების, არამედ შემცირებას, თუკი ჩვენ მობილიზებული გვექნება პირველადი ჯანდაცვის რგოლი და ჰოსპიტალური სექტორი. ყველაზე დაცული არის ადამიანი, ვისაც აქვს გადატანილი ინფექცია და ჩატარებული აქვს ორჯერადი ვაქცინაცია. ძალიან სწრაფი გავრცელებაა მოსალოდნელი იმ კონტიგენტში, რომელიც ჯერ არაა აცრილი," - ამბობს კლინიკა ”ნეოლაბის” დირექტორი ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე.

ამასთან, ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ტესტებს "ომიკრონის"  გამოვლენა უჭირს, რის გამოც სიმპტომების მქონე მოქალაქეები უნდა მოიქცნენ ისე, როგორც კოვიდდადებითები. როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, თუ მოქალაქეს ნეგატიური ტესტის მიუხედავად აქვს სიმპტომები, მან 8 დღე უნდა გაატაროს იზოლაციაში, ხოლო შემდგომი 5 დღე ინტენსიურად ატაროს პირბადე.

მომზადებულია რუსთავი 2-ის მიხედვით

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵ტესტს "ომიკრონის" ამოცნობა უჭირს - თენგიზ ცერცვაძე

🔵"ომიკრონი" ისევ კლავს, ისევ მოახვედრებს კლინიკაში პაციენტებს, დიდი რისკია იგივე სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების" - ბიძინა კულუმბეგოვი

🔵საქართველოში 1 003 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 289 მათგანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793528397

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე ბერა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: „ტვ პირველის“ დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა - შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, „ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილი საქართველოდან გაფრინდა, ხოლო, აეროპორტ...

ცოტნე ანანიძე

1793526713

ახალი ამბები

სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

2026 წლის 31 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირ...

სუსისუსი

1793523531

მსოფლიო

ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. როგორც Report-ი იტყობინება, ადგილობრივი დროით 07:00 საათზე ქვეყნის მასშტაბით 12 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნა, სადაც 6.6 მილიონ ამომრჩეველ...

ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

1793520579

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევისა და ისანი - სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შ...

ნარკოტიკი ნარკოტიკი

1793518136

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ, ახლა მათი პასუხისმგებლობაა, ეს მძიმე ლაქა ჩამოირეცხონ

ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ. ახლა მათი პასუხისმგებლობაა, ეს მძიმე ლაქა ჩამოირეცხონ, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შა...

შალვა პაპუაშვილი