ქართულ ოცნებას” გეგმა აქვს – მან უნდა შეინარჩუნოს ხელისუფლება ნებისმიერ ფასად - ზვიად ძიძიგური

ყველა სპორტის სახეობას თავისი წესები აქვს და მსაჯები ჰყავს, პოლიტიკურ ცხოვრებაშიც ასეა არსებობენ მოთამაშეები და მათ თამაშის წესები უნდა დაიცვან, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა ზვიად ძიძიგურმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ქართულ ოცნებას” გეგმა აქვს – მან უნდა შეინარჩუნოს ხელისუფლება ნებისმიერ ფასად. სხვა ინტერესი არ აქვს –  არც ის ევროპარლამენტარებს აწყენინებს, თუ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან გაიფუჭებს ურთიერთობას. მისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. დღესაც რასაც ვხედავთ ჩვენ, რიდესაც ევროპარლამენტარების ნებისმიერ კრიტიკულ მოსაზრებაზე ასეთი თავდასხმები მიდის ხელისუფლების მხრიდან… როდესაც წინა ხელისუფლებას იჭერს მოქმედი ხელისუფლება, რა თქმა უნდა ასეთ ფაქტებს გამადიდებელი შუშით აკვირდებიან.

გვარამიას პატიმრობასთან დაკავშირებით მოსამართლეს ჰქონდა დისკრეციის საშუალება, რომ ან ჯარიმა მიეცა, ან შინაპატიმრობა, ან ციხეში ჩაესვა და როდესაც ის იღებს გადაწყვეტილებას, რომ პირდაპირ ციხეში ჩასვას, ეს ეჭვებს აჩენს. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, როგორი ნდობა აქვს სასამართლოს, ამაზე რატომ არ უნდა შეშფოთდნენ ევროპარლამენტარები, რომელთაც მხარი უნდა დაგვიჭირონ იმაში, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი.

თუ იმ ოჯახის წევრობა გინდა, მაშინ იქაური თამაშის წესი, საქმიანობის წესი უნდა გადმოიღო და არა ის, როგორც შენ გინდება. ყველა სპორტის სახეობას თავისი წესები აქვს და მსაჯები ჰყავს, პოლიტიკურ ცხოვრებაშიც ასეა არსებობენ მოთამაშეები და მათ თამაშის წესები უნდა დაიცვან. “ქართული ოცნება” ერთადერთ თამაშის წესს იცავს, როგორმე შეინარჩუნოს ის სკამი, რომელზეც ერთი ადგილი უდევს,” – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ასევე წაიკითხე:

🔵ხელჩართული ჩხუბი ბათუმში - რუსეთის მოქალაქეებმა უკრაინული დროშა ჩამოხიეს და სათარჯიმნო ბიუროს თანამშრომელი სცემეს

🔵საბერძნეთის საავადმყოფოები მაიმუნის ჩუტყვავილასთან გასამკლავებლად მზდყოფნაში არიან

🔵ვხედავ, რომ სააკაშვილი დასუსტებულია და სჭირდება დახმარება, უნდა გადაუვადონ თუ არა სასჯელი, ეს ექსპერტიზამ უნდა თქვას საზოგადოება - მეუფე ნიკოლოზი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795284610

სპორტი

ალექსანდრე თოფურია UFC-ში სანტიაგო ლუნასთან დამარცხდა

ალექსანდრე თოფურია UFC-ში სანტიაგო ლუნასთან მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა.  2026 წლის 21 ნოემბერს, კატარის დედაქალაქ დოჰაში (ABHA Arena) გამართულ ღონისძიებაზე, 3 რაუნდიანი შეხვედრა მექსი...

ალექსანდრე თოფურია

1795283354

საზოგადოება

გორდულაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: საშუალება არ აქვთ სპეცრაზმის გამოყენებითა და ნიღბიანი ადამიანებით შემოვარდნენ, მაგრამ რისი საშუალებაც აქვთ ეს არის, რომ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე „იმედის“ დახურვის რეალური მიზანი რაც არის, იმას მხარი დაუჭირონ

7 ნოემბერს ნიკა გვარამია პროკურორი რომ იყო და მას რომ არ მოეწონა „იმედის“ სარედაქციო პოლიტიკა, ადგნენ და შემოვარდნენ სპეცრაზმით „იმედის“ ტელევიზიაში და ქვა-ქვაზე არ დატოვეს ამ შენობაში, - განაცხადა გა...

არჩილ გორდულაძე

1795281903

საზოგადოება

ლაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანა

ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი.ან ოჯახებს როგორ დაითვლი, როდესაც საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გ...

ლაშა გეგეჭკორი

1795280910

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: სამართალდამცავი ორგანოები იდგებიან იმ ადგილზე და იმ სიმაღლეზე, რომ ამ ქვეყანაში ვისაც უნდა ხელისუფლებაში დამხობით მოვიდეს, ვერც ხელისუფლებას და ვერც კონსტიტუციურ წყობილებას ვერ დაამხობს

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, შსს, პარლამენტის დეპუტაცია, უკლებლივ ყველა 4 ოქტომბრის წინ განცხადებებს ვაკეთებდით და ვამბობდით, რომ 4 ოქტომბერს ყველას აქვს უფლება, შეიკრიბოს, მაგრა...

არჩილ გორდულაძე

1795280410

საზოგადოება

თორნიკე ჭეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ოპოზიციის გამოსვლებზე: განხილვებმა რაც უფრო მეტი დინამიკა შეიძინა, აბსურდული განცხადებების მთელი კასკადი სულ უფრო და უფრო მეტად ინტენსიურ ხასიათს იძენს

განხილვებმა რაც უფრო მეტი დინამიკა შეიძინა, აბსურდული განცხადებების მთელი კასკადი სულ უფრო და უფრო მეტად ინტენსიურ ხასიათს იძენს, - ასე შეაფასა გადაცემაში „ღია ეთერი“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესუ...

თორნიკე ჭეიშვილი