სააკაშვილს რომელი ღირსება შეელახა? ადამიანებს უარეს მდგომარეობაში ჰყავთ ნანახი - სახურავზე „კარლსონივით“ და როგორ ათრევდა თმებით უკრაინელი სამართალდამცველი - ირაკლი კობახიძე
სააკაშვილს რომელი ღირსება შეელახა? უარეს მდგომარეობაში ჰყავთ ადამიანებს ნანახი - სახურავზე „კარლსონივით“ და თმებით როგორ ათრევდა უკრაინელი სამართალდამცველი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა. ირაკლი კობახიძემ ისაუბრა სააკაშვილთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დასკვნაზე, რომლის თანახმადაც, გლდანის №18 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის იძულებით შესახლების კადრების გასაჯაროება „ღირსების შემლახავია“.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ თუ უწყება არ გაასაჯაროვებდა კადრებს, იქნებოდა საფუძველი სპეკულაციების გაგრძელებისთვის.
„საბოლოო ჯამში, თქვენ ნახეთ მთლიანობაში, კადრები, ჩანაწერები გავრცელდა ჩვეულებრივად. ათასგვარი უტრირებული განცხადებები იყო, მათ შორის წამება. ღიმილისმომგვრელი განცხადებები კეთდებოდა ამასთან დაკავშირებით. იყო წინააღმდეგობა, რომელიც გასწია პატიმარმა, წინააღმდეგობის გაწევის პირობებში მოუწია სასჯელაღსრულების დაწესებულებას მოქმედება.
რაც შეეხება კადრების გამოქვეყნებას, შეგახსენებთ, რომ მისი პოლიტიკური პარტიის და ამ პარტიასთან დაკავშირებული მედიასაშუალებების კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ ეს კადრები დადებულიყო, რაც სააკაშვილთანაც იქნებოდა ბუნებრივია, შეთანხმებული. მისი პარტია თავისი ტელევიზიებით კატეგორიულად ითხოვდა ამ კადრების გასაჯაროვებას, რაც გაკეთდა.
მისი პარტია ითხოვდა გასაჯაროვებას და პლიუს ამას დაემატა საზოგადოებრივი ინტერესი, რომელიც შეიქმნა. მთლიანობაში იყო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. ეს არის ოფიციალური მიზეზიც.
ხელოვნურად, თუ როგორც იყო, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი შეიქმნა. იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო უწყება არ გაასაჯაროვებდა ამ კადრებს, იქნებოდა საფუძველი სპეკულაციების გაგრძელებისთვის“, - აცხადებს კობახიძე.
კობახიძის მტკიცებით, "ნაციონალური მოძროაბისთვის" მომგებიანი იყო სახელმწიფოზე ზეწოლა და კადრების არგასაჯაროვება.
„სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი იყო რა, სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნქცია რა არის, რომ საზოგადოება არ შეაყვანინოს არავის შეცდომაში. ამისთვის მოხდა კადრების გასაჯაროვება“, - აღნიშნა კობახიძემ და დასძინა: „რომელი ღირსება შეელახა რეალურად?“.
კობახიძის მტკიცებით, სააკაშვილი ადამიანებს უარეს მდგომარეობაში ჰყავთ ნანახი.
„ერთადერთი რაც გასაჯაროვდა იყო ის თუ როგორ უწევს წინააღმდეგობას სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებს, როგორ უწევთ ძალის გამოყენება და ა.შ. ასეთი კადრები სხვადასხვა პირის მიმართ ხშირად საჯაროვდება და ამას არ მოჰყოლია არასდროს არანაირი რეაქცია.
რაც შეეხება იმას, რომ პრეზიდენტი ვიღაცამ იხილა ასეთ მდგომარეობაში, მე შეგახსენებთ, რომ ეს, იგივე ყოფილი პრეზიდენტი უამრავმა ადამიანმა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ იხილა სახურავზე კარლსონივით, იხილა თმებით როგორ ათრევდა უკრაინელი სამართალდამცველი. აქცენტი გადაჰქონდათ რაზე იცით? – „პრეზიდენტი არ უნდა დაინახოს ასე ადამიანმა“ და ამაზე უარეს მდგომარეობაში ჰყავთ ნანახი ადამიანებს, ქართველებს და არამარტო ქართველებს მიხეილ სააკაშვილი, როდესაც თმებით ათრიეს“, - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის შეფასებით სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნა „ცალსახად არასწორი ინტერპრეტაცია იყო“.
კითხვაზე გამორიცხავს, რომ საქმე სტრასბურგში წააგოს სახელმწიფომ, კობახიძე ამბობს: „ჩემს იურიდიულ შეფასებას გაძლევთ, მგონია, რომ ეს იყო ცალსახად არასწორი ინტერპრეტაცია. ვნახოთ, რას იტყვის სტრასბურგი“.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„ნაცმოძრაობა“ უნდა დასუსტდეს - ირაკლი კობახიძე
🔵საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს მხარდასაჭერად ისრაელის ელჩმა ნიკო ქაჯაიას სიმღერაზე იცეკვა
1792350256
საზოგადოებარომის პაპი ფილტვზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა
რომის პაპმა ლეო XIV-მ ფილტვზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ პირველი ღონისძიება გამართა. ამის შესახებ Vatican News-ი იუწყება. 18 ოქტომბერს, ოპერაციის შემდეგ პირველ საჯარო გამოჩენისას პაპმა ლეო XIV-მ მონა...
1792348393
ახალი ამბებიკახეთის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებ...
1792346955
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ქალბატონი კალასი ორი წელია ეხვეწება მარკო რუბიოს შეხვედრის ჩანიშვნაზე, ეს ხომ ჩვენი მოგონილი არ არის და საჯარო ინფორმაციაა?! ერთწუთიან შეხვედრას ვერ ნიშნავს
ევროპელ ხალხს რა პასუხს სცემენ, როდესაც ყველამ იცის, რომ ნატოში ამინდს ქმნის ამერიკის შეერთებული შტატები?! მმართველი ელიტა რეალობას ხომ აცდენილია ამ შემთხვევაში?! - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“...
1792346436
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ბრიუსელს მოუწევს ადრე, თუ გვიან შეგუება იმ ფაქტთან, რომ „ქართულ ოცნებას“ ვერანაირად ჩაანაცვლებენ აგენტურით, დასხდებიან და ჩვენთან დაიწყებენ საუბარს
ბრიუსელს მოუწევს ადრე, თუ გვიან შეგუება იმ ფაქტთან, რომ „ქართულ ოცნებას“ ვერანაირად ჩაანაცვლებენ აგენტურით, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „იმ...
1792345297
საზოგადოებავარლამ ლიპარტელიანი: მხოლოდ თავიანთ სახეს წარმოაჩენენ ის ადამიანები, რომლებიც ესხმიან თავს განსაკუთრებით წარმატებულ სპორტსმენებს, ასევე იმ ძლიერ, საყრდენ ინსტიტუტებს, რაზედაც ჩვენი ქვეყანა დგას
ვფიქრობ, დრომ კარგად გამოაჩინა, რომ ეს ყველაფერი საპირისპიროდ მუშაობს. ვერანაირ ზიანს ვერ მოუტანენ ვერცერთ ადამიანს და ვერც ჩვენს ქვეყანას, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ „ქართული ოცნების” ახალგაზრდულ...


























