საიას კვლევა 5 ივლისის მოვლენებზე - ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის წევრებმა 53 ჟურნალისტს სცემეს
"5-6 ივლისის მოვლენების ქრონოლოგია და სამართლებრივი შეფასება", - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კვლევას აქვეყნებს.
როგორც ორგანიზაციაში ამბობენ კვლევამ აჩვენა, რომ 2021 წლის 5 ივლისს სახელმწიფომ არ მიიღო სათანადო ზომები საზოგადოებრივი უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დასაცავად.
„აგრესიულმა ჯგუფებმა დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, ჩაიდინეს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები. დაარღვიეს ლგბტ თემის წევრებისა და მათი მხარდამჭერების გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, ასევე კერძო საკუთრების უფლება, უხეშად ჩაერივნენ მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში“, - აღნიშნავს საია.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ დაარღვია მისი პოზიტიური ვალდებულებები. ტოლერანტული, შემრიგებლური პოზიციის ადვოკატირების ნაცვლად, სახელმწიფოს წარმომადგენლების განცხადებებმა წაახალისა ძალადობა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ უზრუნველყო სათანადო საპოლიციო ძალების მობილიზება, ასევე ძალადობის შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირება და მათი აღკვეთა“, - ნათქვამია განცხადებაში.
5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი „ღირსების მარშის” ჩასაშლელად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. „ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.
მოძალადეებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს. აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.
ქალაქის ცენტრში, პოლიციის თანდასწრებით, ჟურნალისტებს უმოწყალოდ სცემდნენ, აგინებდნენ, აპარატურას სტაცებდნენ და უმტვრევდნენ.
5 ივლისის ძალადობრივ აქციაზე ნაცემი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, 11 ივლისს გარდაიცვალა.


ასევე საინტერესოა:
🔵 „8 ტყვიას ემსხვერპლა და დღეს 8 დეკემბერს ნიკოს სახელობის ზეთის ხილის ხე დაირგა სვეტიცხოვლის ეზოში“
1788275376
ახალი ამბებიბათუმში ზღვაში გაუჩინარებული ქალის ცხედარი იპოვეს
4-დღიანი ძებნის შემდეგ ბათუმის ზღვაში დაკარგული ქალის ცხედარი იპოვეს. ქალის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ცნობისთვის, 29 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალი წყალში შე...
1788272453
ახალი ამბებიმიხეილ სააკაშვილი: აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით
„აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება“, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში. როგორც მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი აცხადებს, აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, აფხაზების შემორიგებაზე არ გ...
1788272258
ახალი ამბებიგივი მიქანაძემ თურქმენეთის სახელმწიფო არქიტექტურისა და სამოქალაქო ინჟინერიის ინსტიტუტის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, თურქმენეთის განათლების მინისტრ ჯუმამირატ გურბანგელდიევთან ერთად, მონაწილეობა მიიღო თურქმენეთის სახელმწიფო არქიტექტურისა...
1788269421
საზოგადოებადაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ორ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ორ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. პროკურორის განმარტებით, საბა ბოჭორიშვილი ნარკოტიკული საშუალების მიღების შემდეგ კლინიკაშიც კი მოხვდა, გივი გუდაძეს კი გულყრ...
1788268048
ახალი ამბები1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6250 ლარი გახდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. პირველი სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6250 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6156 ლარი იყო. გამყარდა ევრო...






























