საპატრიარქო "თბილისი პრაიდთან" დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო "თბილისი პრაიდთან" დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს:
"როგორც ფართო საზოგადოებისთვის არის ცნობილი, "თბილისი-პრაიდის" ორგანიზატორები ა.წ. 1-5 ივლისს გეგმავენ აქტივობებს; ამასთან დაკავშირებით ვაცხადებთ:
🔴 1. დაგეგმილი "პრაიდის" ორგანიზატორების მიერ ადამიანის უფებათა დაცვის საფარქვეშ ხდება არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა; იგი შეიცავს პროვოცირების ნიშნებს და კონფლიქტში შედის საზოგადოებაში აღიარებულ ზნეობრივ ნორმებთან და მიზნად ისახავს მძიმე ცოდვის ლეგალიზებას.
🔴 2. ჩვენ პატივს ვცემთ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას, რაც ბუნებრივია, გულიხმობს არჩევანის თავისუფლებას. აღნიშნული მცირე ჯგუფის მიერ საკუთარი არჩევანის სხვებზე თავსმოხვევა ძალადობაა და ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიური თუ სხვა კუთვნილების მიუხედავად ლახავს სხვის, - ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის, უფლებას, თავისუფლებასა და არჩევანს.
🔴 3. მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის ლმობიერია ცოდვილთა მიმართ, მაგრამ არა ცოდვისადმი, ამიტომაც ვინმეს მიმართ გამოვლენილი სიძულვილი და ძალადობა ყოვლად მიუღებელია, მაგრამ, ასევე, მიუღებელია ცოდვით თავმოწონება და სხვებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა.
🔴 4. ლგბტქ+ "პრაიდის" ორგანიზატორები აანონსებენ ე.წ. "ღირსების მარშს", რომელსაც ღირსებასთან რეალურად კავშირი არა აქვს. ამით ხდება ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების აღრევა და შინაარსობრივი, მიზანმიმართული გამრუდება, რაც მკვეთრად ნეგატიურ გავლენას ახდენს არასრულწლოვანთა ფსიქიკაზე და ლახავს ბავშვთა საუკეთესო ინტერესებს.
🔴 5. აღვნიშნავთ, რომ მსგავსი აქტივობებით ლგბტქ+ ინტერესების დაცვა კი არ ხდება, არამედ ხელი ეწყობა მცირე ნაწილისათვის გარკვეული დივიდენდების მიღებას, ხალხში კი ამ ჯგუფისადმი აგრესიის ხელოვნურად გაჩენას.
🔴 6. ყოველივე ზემოთქმულის გაუთვალისწინებლობა და ობიექტური რეალობის უგულებელყოფა იწვევს დასავლური ფასეულობების დისკრედიტაციას.
აუცილებელია, ჩვენმა საზოგადოებამ დაინახოს, რომ ევროპული დემოკრატია არ არის ხალხის უდიდესი უმრავლესობის აზროვნებისა და ცხოვრების წესის და მათი რელიგიური გრძნობების უარმყოფელი.
ამ და სხვა გარემოებებათა გამო მივმართავთ ევროპარლამენტის ლგბტქ+ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის 30 წევრ პარლამენტარს და საქართველოში აკრედიტებულ საელჩოთა ხელმძღვანელებს და ვთხოვთ, თავი შეიკავონ ",თბილისი პრაიდის" მხარდაჭერისა და მათი წახალისებისაგან.
მივმართავთ ჩვენს ხელისუფლებას, ადეკვატურად შეაფასონ არსებული ვითარება, იმოქმედონ სახელმწიფო სტაბილურობისა და სამოქალაქო მშვიდობის ინტერესებიდან გამომდინარე და აარიდონ ქვეყანას დესტაბილიზაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებას, - გარდაუვალი შფოთი", - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
1745602168
ახალი ამბებილაშა ხუციშვილი ბიუჯეტის შესრულებაზე: დაახლოებით, ათი წელია სამინისტროს აღრიცხვის სისტემა არ შეუცვლია. შესაბამისად, უცოდინარობას ვერ დავაბრალებთ იმ ადამიანებს, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ
საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2025 წლის ბიუჯეტი პირველი კვარტლის მონაცემებით 102%-ით შესრულდა და მის შესრულებას არანაირი პრობლემა არ აქვს. „ბიუჯეტი სრულდება იმ მოცულობით და იმ ფორმით, რ...
1745600598
საზოგადოებანინო წილოსანი საფრანგეთის საელჩოს გრანტზე: ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს გრანტის მიმღები, „ნაციონალური მოძრაობის“ „ენჯეო“ დაჯგუფება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წევრებითაა დაკომპლექტებული
საფრანგეთის საელჩოს მიერ გაცემული გრანტების საკითხს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი გამოეხმაურა. „ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს გრანტის მიმღები, „ნაციონალური მოძრაობის“ „ენჯე...
1745598862
საზოგადოებამამა გიორგი ზვიადაძე: პაპ ფრანცისკეს მიმართ საქართველოში არსებობს გარკვეულ დამოკიდებულება, რაც ეფუძნება თავად მის პატივისცემას ქართველი ერისა და სრულიად საქართველოსადმი
პაპ ფრანცისკეს მიმართ საქართველოში არსებობს გარკვეულ დამოკიდებულება, რაც ეფუძნება თავად მის პატივისცემას ქართველი ერისა და სრულიად საქართველოსადმი, - განაცხადა „ქრონიკასთან“ რომიდან მამა გიორგი ზვიად...
1745596660
საზოგადოებალაშა ხუციშვილი: საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს აქვთ ძალიან დადებითი განწყობა და მზაობა ჩვენთან ერთად განახორციელონ რეფორმები
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, შედგა მოლაპარაკებები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები...
1745596335
საქართველონათია თურნავა: ამერიკელი ინვესტორებისთვის მიმზიდველია სტაბილური ვითარება - მშვიდობა, რაც არის ჩვენ ქვეყანაში
ჩვენ ველოდებით ახალ ინვესტორებს საქართველოში და ვხედავთ კიდეც ამ ტენდენციებს, იქნება ეს რეალური ეკონომიკა თუ საფინანსო სექტორი, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, აშშ-ში სსფ-სა და მსოფლიო ბანკი...