საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე მესტიის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის საჭიროებებს გაეცნო
საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე მესტიის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის საჭიროებებს გაეცნო.
თინათინ რუხაძემ მესტიის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილე ნელი ნავერიანთან ერთად, მუზეუმის მუშაობის შესახებ ინფორმაცია მუზეუმის დირექტორის რუსუდან ჯაფარიძისგან მოისმინა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ამავე დროს, რეგიონის მთავარი სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრია, რომელიც მეტად უნდა განვითარდეს.
კულტურის მინისტრმა საგამოფენო სივრცეები და წარმოდგენილი ექსპონატები დაათვალიერა, მუზეუმის ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს სამუზეუმო სფეროში მიმდინარე სიახლეები გააცნო და საქმიანობაში სამინისტროს მხარდაჭერა აღუთქვა.
მესტიის საეპისკოპოსო რეზიდენციაში კულტურის მინისტრი მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტ ილარიონს (ქიტიაშვილი), დეკანოზ ბასილ ფილფანს და არქიმანდრიტ ლაზარე აბრამიძეს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს სვანეთში კულტურული მემკვიდრეობის და საეკლესიო ძეგლების მდგომარეობაზე. მეუფე ილარიონთან ერთად, დაიგეგმა ეკლესიების რეაბილიტაცია-რესტავრაციის მიზნით ჩასატარებელი სამუშაოები.
1768823752
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: ვხედავთ, რომ ევრობიუროკრატიაში ყველას, ვისაც არ ეზარება, ლანძღავენ კაია კალასს, მას პირდაპირ მოიხსენიებენ როგორც უზრდელს, უხეშს და თანამდებობისთვის შეუფერებელს
ვხედავთ, რომ ევრობიუროკრატიაში უკვე ყველას, ვისაც არ ეზარება, ლანძღავენ. გვარს არ დავასახელებ, მაგრამ საუბარი ეხება ევრობიუროკრატიაში უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომისარს, - ამის შესახებ პარტია...
1768823138
ახალი ამბებიგია ვოლსკი: კაია კალასის განცხადებები არის იმის მანიშნებელი, თუ რა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ევროკავშირი, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შემხედველი
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ლოპესი აცხადებს, რომ კაია კალასი თანამდებობისთვის შეუფერებელია. ლოპესი აზიარებს კალასის განცხადებას, სადაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჩინეთ-რუსეთის კარ...
1768820785
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ევროკავშირი იმყოფება ძალიან მძიმე გეოპოლიტიკურ პროცესებში, დასანანია, რომ სწორედ ახლა, ამ კრიტიკულ მომენტში, ევროკავშირის საგარეო სერვისის ხელმძღვანელი არის კაია კალასი
„ევროკავშირი იმყოფება ძალიან მძიმე გეოპოლიტიკურ პროცესებში. დასანანია, რომ სწორედ ახლა, ამ კრიტიკულ მომენტში, ევროკავშირის საგარეო სერვისის ხელმძღვანელი არის კაია კალასი“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგ...
1768818702
ახალი ამბებიპრემიერი: გულწრფელად ვუსამძიმრებ ესპანეთში მომხდარი ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. ამ რთულ დროს ჩვენი ფიქრები დაშავებულებთან და ესპანელ ხალხთანაა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ესპანეთში დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. შესაბამის პოსტს პრემიერი X-ზე აქვეყნებს. „გულწრფელად ვუსამძიმრებ ესპანეთში მომხდარი ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევი...
1768818539
ახალი ამბებიგლდანის რაიონის გამგებელი: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომლები, „თბილსერვის ჯგუფი“, 24-საათიან რეჟიმზე ვართ გადასული
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომლები, „თბილსერვის ჯგუფი“, 24-საათიან რეჟიმზე ვართ გადასული, - აცხადებს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე. გამგებელმა „ქრონ...



























