სატვირთო ავიაგადაზიდვებს მსოფლიო ბაზარზე აგვისტოს მეორე ნახევრიდან ქართული კომპანია შეასრულებს
სატვირთო ავიაგადაზიდვებს აგვისტოს მეორე ნახევრიდან , მსოფლიო ბაზარზე ქართული კომპანია „კამექს ეარლაინსი“ შეასრულებს.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი კომპანიის გამოჩენა ამერიკული საფინანსო კორპორაცია Gazelle Finance-თან თანამშრომლობის შედეგია. ჯამში კომპანია ოთხი ბორტით იქნება წარმოდგენილი.
დღეს ერთ-ერთი მათგანი Boeing737-800 BCF ქართულ-ამერიკული მხარის წარმომადგენლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირადად დაათვალიერეს, მათ შორის იყვნენ ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი და საქართველოში ამერიკის ელჩი კელი დეგნანი.
საინვესტიციო პროექტის ამ ეტაპზე საქართველოს ეკონომიკას შეემატა 100 მლნ ლარის მოცულობის აქტივი, ხოლო ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა 150-ს მიაღწევს.
„კომპანია „კამექსი“ უკვე დაახლოებით 20 წელია, არის საავიაციო გადაზიდვებში და ბოლო პერიოდში გადაწყვიტა, რომ შეესწავლა შესაძლებლობა საკუთარი სატრანსპორტო თვითმფრინავის ექსპლუატაციის თაობაზე. პირველი ბორტი თბილისში ჩამოყვანილია და უახლოეს პერიოდში დავიწყებთ ოპერირებას. ძირითადად ვიმუშავებთ სატრანზიტო ტვირთებზე, აზია, ევროპა, ამერიკის მიმართულებით და რა თქმა უნდა, მოვემსახურებით ქართველ მომხმარებელსაც. იმ აქტივმა, რომელიც დღეს უკვე საქართველოს ეკონომიკას შეემატა და დარეგისტრირდა დაახლოებით 100 მილიონი ლარის ტოლია, ეს გაოთხმაგდება ძალიან მალე“ – განაცხადა კომპანია „კამექს ეარლაინსის“ საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელმა, გიორგი სეთურიძემ.
ამასთან, როგორც საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა აღნიშნა, ეს არის პროექტი, რომელიც ძალიან კარგად გამოხატავს საქართველოსა და ამერიკის თანამშრომლობას ეკონომიკური მიმართულებით.
„აქ განხორციელებული ინვესტიცია ხელს შეუწყობს ქვეყანაში განვითარდეს ეკონომიკა და შეუწყობს ხელს იმას, რომ საქართველომ დაიკავოს როლი როგორც სატრანზიტო ჰაბმა ევროპასა და აზიას შორის, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს შეეძლება მეტი პროდუქციის გადაზიდვა ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ. აღნიშნული ინვესტიცია განახორციელა ამერიკულმა კომპანია „გაზელ ფაინანსმა“ , რომელმაც მიიღო სესხი ამერიკის ინვესტიციების კორპორაციისგან და 40 სხვადასხვა კომპანიას დაეხმარება ინვესტიციებით. ჩვენ ყოველთვის მოხარული ვართ, ვითანამშრომლოთ საქართველოსთან ისეთი მიმართულებით, რაც გულისხმობს ვაჭრობის გაზრდას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და საქართველოს დახმარებას, რომ იგი გახდეს ევროპასა და აზიას შორის ჰაბი“ , – განაცხადა კელი დეგნანმა, აშშ-ს ელჩი საქართველოში.
ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სამომავლოდ იგეგმება, ქუთაისი გახდეს მეორე დამატებითი ჰაბი სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 "რატომ აკეთებენ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები პოლიტიკურ განცხადებებს?"
🔵 ლატვიამ რუსეთთან მოქალაქეების გამარტივებული წესით გადაადგილების შესახებ შეთანხმება შეაჩერა
1793360996
საზოგადოებასაქართველოს ეკონომიკა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6%-ით, 2026 წლის პირველ ცხრა თვეში კი 7,4%-ით გაიზარდა
საქართველოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ 6%-ით გაიზარდა, 2026 წლის იანვარ-სექტემბრის საშუალო რეალური ზრდა კი 7.4%-ია. წინასწარი მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გა...
1793356457
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: ვხედავთ, რომ ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად და მდგრადად ვითარდება
„ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად და მდგრადად ვითარდება“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა 2026 წლის 9 თვის ეკონომიკური ზრ...
1793354255
საზოგადოებასაქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის ფარგლებში ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის შეთანხმებები გაფორმდა
საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის ფარგლებში ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის შეთანხმებები გაფორმდა. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მო...
1793353351
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი, ჩვენ კონსულტაციები გვაქვს სემეკთან, თუმცა უნდა დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას
„გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნულ საკითხზე სემეკთან კ...
1793352618
საზოგადოებაირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძეზე: თუ იქნება მისი მხრიდან სინანულის გამოხატულება, მონანიება, აღიარება, ძალიან მარტივად დატოვებს საპატიმროს, პრინციპულად ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს
„თუ იქნება მისი მხრიდან სინანულის გამოხატულება, მონანიება, აღიარება, ამ შემთხვევაში ის ძალიან მარტივად დატოვებს საპატიმროს, ყოველგვარი მოთხოვნა უპირობო გათავისუფლების შესახებ, პრინციპულად ეწინააღმდეგე...

























