18 მარტიდან რეფერენტული ფასი დამატებით 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ამოქმედდა
![](https://exclusivetv.ge/uploads/files/2022/01/10/9132/gharibashvili-medikamentebze_w_h.jpeg)
18 მარტიდან რეფერენტული ფასი დამატებით 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ამოქმედდა. საერთო ჯამში, ფასის ზედა ზღვარი, უკვე 1100-ზე მეტ წამალზე მოქმედებს. აღნიშნული მედიკამენტების სია უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.
რეფორმის მიზანი ქვეყანაში წამლის ღირებულების შემცირებაა. ცვლილების მიხედვით ფარმაცევტულმა კომპანიებმა დადგენილი ფასებით უნდა იხელმძღვანელონ. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები მედიკამენტებს აღნიშნულ ფასზე ძვირად გაყიდიან, ისინი დაჯარიმდებიან.
შეგახსენებთ, რომ მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით სახელმწიფომ ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც მათი რეალიზაცია აიკრძალა. ცვლილების შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტის ფასი საშუალოდ 40%-ით შემცირდება. რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი ეტაპობრივად სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც ამოქმედდება.
მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს დააზღვევს.
მედიკამენტების ჩამონათვალისა და მაქსიმალური ზღვრული ფასის შესახებ ინფორმაცია ამ ლინკზეა ↙️ განთავსებული.
1722008200
ჰოროსკოპი„ავიღებთ ფურცელს, რომელსაც თავზე დავაწერთ სამ რვიანს და ვწერთ რვა ნებისმიერ სურვილს“ - როგორი აგვისტო გველოდება?რჩევები ანზორ ოდიშარიასგან
ეზოტერიკოსი ანზორ ოდიშარია გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ სტუმრად იმყოფებოდა, სადაც აგვისტოს ასტროლოგიურ პროგნოზზე ისაუბრა. მისი თქმით, „აგვისტო წელს ძალიან უცნაური და საინტერესო თვე აღმოჩნდა...
1722006834
საზოგადოებაცესკოს თავმჯდომარემ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და მის წევრებს საარჩევნო სიახლეები გააცნო
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და წევრი ბიზნესორგანიზაციების წარმომადგენლებს საარჩევნო სიახლეები და ელექტრონულ ტექნოლოგიები გაა...
1722005988
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ემანუელ მაკრონის მიერ ოლიმპიადის მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გაიმართა. სახე...
1722001880
ჰოროსკოპიგაიგეთ, რომელ ზოდიაქოს ნიშანს ელოდება საზაფხულო რომანები?
„იქნება სტიქიები მსოფლიოს გარშემო, ეს მოაქვს ნეპტუნს, ამიტომ თუ აპირებთ ზღვაზე წასვლას იყავით ფრთხილად. დაისვენეთ, ნუ დახარჯავთ ბევრ ფულს უაზროდ, ნუ შეიძენთ ზედმეტ ნივთებს, რადგან თავიდან ავირიდოთ ზედ...
1721999623
საზოგადოებალარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 26 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7087 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7160 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...