1917 წლიდან 1921 წლამდე უნიკალური საარქივო მასალები კულტურის სამინისტრომ შეიძინა
კულტურის სამინისტრომ ცნობილი პუბლიცისტის, ჟურნალისტისა და მთარგმნელის ილია აგლაძის არქივი შეიძინა.
მრავალფეროვანი საარქივო მასალები 370 ხელნაწერსა და ნაბეჭდ დოკუმენტს მოიცავს და შეიცავს დავით კლდიაშვილის, გალაკტიონ ტაბიძის, ნიკო ლორთქიფანიძის, პაოლო იაშვილის, კოტე მაყაშვილის, იოსებ გრიშაშვილის, გიორგი ქუჩიშვილის, სანდრო შანშიაშვილის, აკაკი პაპავას, ვალერიან გუნიასა და სხვათა უცნობ ავტოგრაფებს.
მოცემული საარქივო მასალები ექსკლუზიურია, რადგან არ არსებობს მათი სხვა ეგზემპლარები და უმეტესობა უცნობია.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ძალისხმევით, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმისთვის ცნობილი პუბლიცისტის, ჟურნალისტისა და მთარგმნელის, მწერალთა კავშირის საბჭოს, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და დრამატული საზოგადოების წევრის ილია აგლაძის არქივის შესყიდვა განხორციელდა.
ამასთან, შესყიდული არქივი აერთიანებს საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდის, კერძოდ, მწერალთა კავშირის დაარსების დღიდან, 1917 წლიდან 1921 წლამდე უაღრესად საინტერესო დოკუმენტებს, მათ შორის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა წერილებსა და განცხადებებს, მწერალთა კავშირის სხდომის ოქმებს, მწერალთა პირველი კონფერენციის დოკუმენტებს, მიმართვებსა და პირველ წესდებას, მწერალთა ხელწერილებს, მწერალთა კავშირის ბუღალტრულ საბუთებს, კვიტანციებს, მწერალთა ფაქსიმილების სიებს, ღია ბარათებს და ჟურნალებს.
არქივში ასევე ინახება ილია აგლაძის მეუღლის, მწერლის, მთარგმნელის, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრის, ქალთა საქველმოქმედო ორგანიზაციის დამაარსებლის, ოლღა ბეჟანიშვილი-აგლაძის წერილები, ჩანაწერები და ქალთა საკითხებთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები.
აღსანიშნავია, რომ ხელნაწერი წყაროები დღემდე უცნობი იყო როგორც მკვლევარებისთვის, ისე ფართო საზოგადოებისთვის და წარმოადგენს სანდო დოკუმენტებს მწერალთა კავშირის ამ უაღრესად საინტერესო პერიოდის შესასწავლად.
ასევე დაგაინტერესებთ:
1792132503
მსოფლიოტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია იმით, რომ რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში უკრაინაში ახალი არჩევნების ჩატარების საკითხიც წამოჭრა და ეჭვქვეშ დააყენა, ინარჩუნებს თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკი მოსახლეობის მხარდაჭერას მ...
1792130354
მსოფლიოდონალდ ტრამპი: ზელენსკის დიდი გულშემატკივარი არ ვარ, მათ უკრაინა გაანადგურეს
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კარგი ადამიანი არ არის, ვისთანაც გარიგების დადებაა შესაძლებელი. როგორც ტრამპმა ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში აღნიშ...
1792130251
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: არ შეიძლება ქვეყნის ოპოზიცია იყოს გაჯერებული იმგვარი პოლიტიკური პარტიებით, რომლებიც სავსეა მოღალატეებით
მომდევნო კვირიდან საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე პირველ სხდომას გამართავს. საპარლამენტო უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“, „ახალის“, „ლელოს“, „ფედერალისტებისა“...
1792129361
საზოგადოებალევან ჟორჟოლიანი: დაცულ ტერიტორიებთან მიმართებით საერთაშორისოდ აღიარებულ ვალდებულებებს უფრო ადრე შევასრულებთ, ვიდრე ეს გათვალისწინებულია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთში იმყოფება. ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანმა ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის კონფერენციაზე მიიწვია, რომელიც გაეროს ეგიდით უკვე მე-17 ტარდება. მთავრობის მეთაუ...
1792127915
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაციის სამუშაო ვიზიტი რომში გრძელდება
შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაციის სამუშაო ვიზიტი რომში გრძელდება - ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციაზე დღეს წესებზე დაფუძნებული საერთაშორის...


























