აბაშის მერობის კანდიდატი გიგა გაბელაია: მუნიციპალიტეტმა მთელი ამ ხნის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ობიექტის რეაბილიტაცია მოახერხა. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მულტიფუნქციური ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობაა

„ქართული ოცნების“ აბაშის მერობის კანდიდატმა, გიგა გაბელაიამ მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ჯამში დაახლოებით 150 კილომეტრამდე გზა დავაგეთ ამ პერიოდის განმავლობაში. ფაქტობრივად წლის ბოლოსთვის მუნიციპალიტეტის 95% გაზიფიცირებული იქნება და მოსახლეობა ისარგებლებს ამ სერვისით. მეორეს მხრივ, წყალმომარაგება და წყალარინების სისტემა არის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა მუნიციპალიტეტისთვის. დღეს, ქალაქი სრულად და რამდენიმე სოფელი უწყვეტი წყალმომარაგებით სარგებლობს. ასევე, მუნიციპალიტეტმა მთელი ამ ხნის განმავლობაში მოახერხა არა ერთი მნიშვნელოვანი ობიექტის რეაბილიტაცია. საგანმანათლებლო და სკოლამდელი დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა“, - აღნიშნა გაბელაიამ.

მოქმედმა მერმა დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა. გიგა გაბელაია აცხადებს, რომ მთავარი ამოცანა მულტიფუნქციური ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა იქნება.

„ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომელიც ჩვენს თავს დავუსახეთ და უახლოეს პერიოდში აღნიშნულზე დავიწყებთ მუშაობას, ეს არის მულტიფუნქციური ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა, სადაც განთავსდება ბიბლიოთეკა, განთავსდება კინოთეატრი, რომელიც მუნიციპალიტეტს ბევრი ათეული წელია აღარ აქვს. საზოგადოებას არაერთი სპორტული ინფრასტრუქტურა შევთავაზეთ გასულ პერიოდში, თუმცა ტემპი და მიდგომები გაგრძელდება. უახლოეს პერიოდში ვიწყებთ ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციას. გვაქვს პროექტი და შემდგომი 4 წლის გამოწვევის ნაწილი იქნება სპორტული კომპლექსის მშენებლობა“, - განაცხადა გიგა გაბელაიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755189004

საზოგადოება

გენადი ბალანჩივაძე: დარწმუნებული ვარ ჩემი წყალტუბოელი ხალხის სწორ გადაწყვეტილებაში - დღესდღეობით, როგორც ქალაქში, ისე სოფლად, გზის ინფრასტრუქტურის 90 პროცენტი მოწყობილია, ახალი ხედვები გვაქვს წყალტუბოს განვითარების შესახებ

განსაკუთრებული ყურადღება, ამ ოთხი წლის განმავლობაში, გამახვილებული იყო როგორც საგზაო, ისე წყლის ინფრასტრუქტურაზე. დღესდღეობით, როგორც ქალაქში, ისე სოფლად, გზის ინფრასტრუქტურის 90 პროცენტი მოწყობილია....

გენადი ბალანჩივაძ

1755186990

საზოგადოება

შალვა პერანიძე: დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ვიყო საბურთალოს მეოთხე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი - მინდა მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის, კალაძეს შესაძლებლობისთვის, ვემსახურო ჩემს რაიონს

მოგესალმებით ჩემო დიდ დიღმელებო, ვაშლიჯვრელებო, სოფელ დიღმელებო. ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ვიყო საბურთალოს მეოთხე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი და თქვენი წარმომადგენელი თბილისის საკრებულ...

შალვა პერანიძე

1755184346

საზოგადოება

ბექა მიქაუტაძე: კახა კალაძემ საბურთალოს რაიონის ერთ-ერთ მაჟორიტარ დეპუტატად წარმადგინა. დიდ მადლობას ვუხდი მას და „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის

დ მადლობას ვუხდი კახა კალაძეს და „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის. მას შემდეგ ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ თქვენი მხრიდან, რაც ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა, - წერს საბურთალოს მაჟორიტარ...

ბექა მიქაუტაძე

1755181917

საზოგადოება

პროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს...

პროკურატურა

1755181040

საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრი: ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამა 15 აგვისტოდან შედის ძალაში და სრულად სახელმწიფოს მართვაში გადადის

ხვალიდან, 15 აგვისტოდან ე.წ. ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელებაზე პასუხისმგებლობას მთლიანად იღებს სახელმწიფო, - განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგ...

მიხეილ სარჯველაძე