პროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 12 აგვისტოს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაზლარში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დაზარალებულს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.
„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1755177159
საზოგადოება1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7263 ლარი გახდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7263 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7226 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...
1755176429
საზოგადოებაგიორგი ჩაკვეტაძე: გიგი კალანდაძე მშვიდობის არჩევას დიდ შეცდომად ასახელებს - ეს ინტერვიუ არამხოლოდ კოლექტიური „ნაცის“ სახეა, არამედ ზუსტად ახასიათებს „დიფ სთეითის“ პრინციპს: ომი, მშვიდობაა, მშვიდობა კი - ომი
გიგი კალანდაძის ეს ინტერვიუ არამხოლოდ კოლექტიური ნაცის სახეა, არამედ ის ზუსტად ახასიათებს „დიფ სთეითის“ პრინციპს: ომი, მშვიდობაა, მშვიდობა კი - ომი, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორ...
1755171359
მსოფლიოუშაკოვმა ტრამპისა და პუტინის სამიტის შეთანხმებული დეტალები გაასაჯაროვა
კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების ქალაქ ანკორიჯში დაგეგმილი სამიტისთვის მზადება დასკვნით ფაზაში შევიდა და შეთანხმებული დეტალების ნა...
1755169070
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე გახარიაზე: ერთი მშიშარა ადამიანია, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეკრული, არ შეუძლია, რომ თვალებში შეხედოს ქართველ ხალხს და გაურბის ყველანაირ პასუხისმგებლობას
ბატონ გიორგი გახარიას ძალიან გაუგრძელდა შეხვედრები. ნამეტანი მოუცლელი გახდა, რომ საქართველოში ჩამოვიდეს ახლა და ელემენტარულად თავისი გუნდის წევრებს დაელაპარაკოს, - ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კ...
1755168167
საზოგადოებამათიკაშვილი: რადიკალებს არჩევნებზე ნულოვანი შანსი აქვთ, საერთო კანდიდატებზეც კი ვერ შეთანხმდნენ, ერთადერთი, რაც აერთიანებთ, ქვეყნის სიძულვილია
„რადიკალებს თვითმმართველობის არჩევნებზე ნულოვანი შანსი აქვთ, საერთო კანდიდატებზეც კი ვერ შეთანხმდნენ, ერთადერთი, რაც აერთიანებთ, ქვეყნის სიძულვილია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დ...