Air Arabia Abu Dhabi საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეებს ზრდის

Air Arabia Abu Dhabi-მ თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირეები გაზარდა. აგვისტოს თვეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით აბუ-დაბიდან ფრენები კვირაში 8-ჯერ უკვე სრულდება. ხუთშაბათობით კი ავიაკომპანია დღეში ორჯერ იფრენს.
სამომავლოდ, Air Arabia Abu Dhabi თბილისის მიმართულებით სიხშირეების კვირაში 10-მდე ზრდას განიხილავს. ავიაკომპანია ფრენის სიხშირეებს აზერბაიჯანის მიმართულებითაც ზრდის.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავიაკომპანიის მხრიდან ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმისთვის, რომ მომხმარებელს მეტი არჩევანი შესთავაზოს და დააკმაყოფილოს მზარდი მოთხოვნა პირდაპირ და ხელმისაწვდომ მგზავრობაზე არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქსა და საქართველოს შორის.
„ბაქოსა და თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის ზრდა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მუდმივ მიზანს, გავაძლიეროთ რეგიონული ქსელი და უზრუნველვყოთ მეტი კომფორტი და მოქნილობა მომხმარებლებისთვის.
ეს ორი დინამიკური ქალაქი კვლავ რჩება პოპულარულ მიმართულებად, როგორც არაბთა გაერთიანებული საამიროების მცხოვრებლებისთვის, ისე საერთაშორისო მოგზაურებისთვის. განახლებული განრიგები კიდევ უფრო გააძლიერებს ტურიზმსა და მოგზაურობას შორის კავშირებს და შექმნის უფრო მარტივ და ხელმისაწვდომ მგზავრობის გამოცდილებას“, - ნათქვამია Air Arabia ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის ადელ ალ ალის გავრცელებულ განცხადებაში.
Air Arabia ახლო აღმოსავლეთის პირველი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს და ფრენებს შარჟა-თბილისი-შარჟას მიმართულებით ასრულებს. 2021 წლიდან კი საქართველოს ბაზარზე Air Arabia-ს შვილობილი ავიაკომპანია Air Arabia Abu Dhabi-მ დაიწყო ოპერირება, რომელმაც პირდაპირი საჰაერო გზით ერთმანეთს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქები დააკავშირა.
თავდაპირველად, ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით კვირაში 3 სიხშირით ოპერირებდა, ამ ეტაპზე, კი აბუ-დაბიდან უკვე კვირაში 8 სიხშირით სრულდება ფრენები. მოთხოვნის ზრდასთან ერთად, ავიაკომპანია საქართველოს მიმართულებით კიდევ რამდენიმე სიხშირის დამატებას განიხილავს. 2025 წლის 7 თვის მონაცემებით, ავიაკომპანია აბუ-დაბი-თბილისის-აბუ-დაბის მიმართულებით 50 ათასამდე მგზავრს მოემსახურა.
1754903121
საზოგადოებაპრეზიდენტი: „ქართულ ოცნებას“ არასდროს გაუმართლებია რუსეთის საქციელი. რუსეთის ქმედება ჩვენ ნებისმიერ საერთაშორისო ფრონტზე დავამარცხეთ ყველა სადავო საკითხში - რუსეთი რომ ოკუპანტია ამას ყოველთვის აღვნიშნავთ
შინდისის გმირები არიან მარადიული მაგალითი ჩვენი მოზარდებისთვის, ისინი მათი ქმედების საფუძველზე უნდა აღიზარდონ, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აგვისტოს ომის დროს შინდისის ბრძ...
1754903018
საზოგადოება„ქართული ოცნება“ დღეს, 17:00 საათზე 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებს წარადგენს
მმართველი პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას განაგრძობს. დღეს, 17:00 საათზე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ - მინისტრი ირაკლი კობახიძე პარტიის გორგასლის ო...
1754902940
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი ხელისუფლების გაცხადებულია მიზანია, რომ აუცილებლად ვიქნებით ძლიერი ქვეყანა
ჩვენი ხელისუფლების გაცხადებულია მიზანია, რომ ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ძლიერი ქვეყანა, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აგვისტოს ომის დროს შინდისის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემო...
1754902830
საზოგადოებაპრემიერი: ომი ვინ დაიწყო, შესაბამის დოკუმენტებშია დაფიქსირებული, სადაც „ნაციონალურ მოძრაობისაც“ აქვს ხელმოწერით დადასტურებული ეს ყველაფერი, 2018 წლამდე ამ რეჟიმის წარმომადგენლები ვერც ბედავდნენ საუბარს, რომ მათ არ დაუწყიათ ომი
ომი ვინ დაიწყო, ეს არის შესაბამის დოკუმენტებში დაფიქსირებული, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიასაც აქვს ხელმოწერით დადასტურებული ეს ყველაფერი, ეს არის ევროსაბჭოს რეზოლუცია, ტალიავინის დასკვნა და თ...
1754899782
საზოგადოებაგენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აშოტ სმბატიანთან შეხვედრა გამართა
გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აშოტ სმბატიანთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არ...